ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ხასაია: ოცნება ჩემზე რას იტყვის საინტერესო არაა, ვაგრძელებ იქიდან სადაც გავჩერდი

კოალიცია ცვლილებისთვისსაქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი გელა ხასაია ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა. მას 2026 წლის 8 მაისს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის მიხედვითაც ძირითად სასჯელად 4 წელი განესაზღვრა, საიდანაც 1 წელი ციხეში გაატარა, ხოლო 3 წელი პირობითი მსჯავრი ექნება. ხასაიას თქმით, ის აგრძელებს იმ საქმიანობას, რასაც დაპატიმრებამდე აკეთებდა.

ხასაია: ოცნება ჩემზე რას იტყვის საინტერესო არაა, ვაგრძელებ იქიდან სადაც გავჩერდი
ხასაია: ოცნება ჩემზე რას იტყვის საინტერესო არაა, ვაგრძელებ იქიდან სადაც გავჩერდიფორმულა

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ განაცხადა, რომ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც დაპატიმრებამდე აკეთებდა.

"სალამი მონატრებულ ხალხს, ერთი წლის შემდეგ ისევ იქ ვარ, სადაც გავჩერდი.

ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მარტივი მიზეზით მივიღე - პროკურატურა ოფიციალურად არ მედავებოდა არაფერს, რაც პროტესტს, აქციას და ბრძოლას ეხება,

პროკურატურა არ დავობდა არც აქციაზე ჩადენილ დანაშაულზე და არც პოლიციელის ცემას. ამიტომ ერთი წელი მივიღე როგორც მოცემულობა.

ეს იყო არჩევანი და არა უკან დახევა.

ქართული ოცნება ჩემზე რას იტყვის, რას დაწერს ან რას გაავრცელებს - ეს ჩემთვის საინტერესო არასდროს ყოფილა და არც ახლა არის.

მთავარი ისაა, რომ მათი პროპაგანდისთვის საჭირო სცენარი არ მივეცი.

ერთი წელი გავიდა.

მე დავბრუნდი.

და ჩემი აქტივობები გრძელდება ზუსტად ისე, როგორც დაპაუზდა.

არ ვიწყებ თავიდან. ვაგრძელებ იქიდან, სადაც გავჩერდი.

წინ ბევრი საქმეა", - წერს ხასაია.

გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა.

2026 წლის 8 მაისს გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, მას ძირითად სასჯელად განესაზღვრა 4 წელი, საიდანაც ციხეში 1 წელი გაატარა, 3 წელი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.

გელა ხასაია 2025 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა მას და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებოდა დაზარალებულ - რამაზ ჩადუნელზე.

საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს ვასილ ქერდიყოშვილსაც.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სალამი მონატრებულ ხალხს, ერთი წლის შემდეგ ისევ იქ ვარ, სადაც გავჩერდი. ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მარტივი მიზეზით მივიღე - პროკურატურა ოფიციალურად არ მედავებოდა არაფერს, რაც პროტესტს, აქციას და ბრძოლას ეხება, პროკურატურა არ დავობდა არც აქციაზე ჩადენილ დანაშაულზე და არც პოლიციელის ცემას. ამიტომ ერთი წელი მივიღე როგორც მოცემულობა. ეს იყო არჩევანი და არა უკან დახევა. ქართული ოცნება ჩემზე რას იტყვის, რას დაწერს ან რას გაავრცელებს - ეს ჩემთვის საინტერესო არასდროს ყოფილა და არც ახლა არის. მთავარი ისაა, რომ მათი პროპაგანდისთვის საჭირო სცენარი არ მივეცი. ერთი წელი გავიდა. მე დავბრუნდი. და ჩემი აქტივობები გრძელდება ზუსტად ისე, როგორც დაპაუზდა. არ ვიწყებ თავიდან. ვაგრძელებ იქიდან, სადაც გავჩერდი. წინ ბევრი საქმეა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.