ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აკაკი ალადაშვილი ანტიაფხაზურ განცხადებებზე: ეს კეთდება მიზანმიმართულად, იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთშერიგების და მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, ეს დავალება აქვთ მიღებული

კოალიცია ცვლილებისთვის

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიზანმიმართული განცხადებები ემსახურება ურთიერთშერიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშლისკენ მიმართულ დავალებას.

აკაკი ალადაშვილი ანტიაფხაზურ განცხადებებზე: ეს კეთდება მიზანმიმართულად, იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთშერიგების და მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, ეს დავალება აქვთ მიღებული
აკაკი ალადაშვილი ანტიაფხაზურ განცხადებებზე: ეს კეთდება მიზანმიმართულად, იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთშერიგების და მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, ეს დავალება აქვთ მიღებულირუსთავი 2

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილის აკაკი ალადაშვილის განცხადებით, არავის ეპარება ეჭვი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ხელს უშლიან ურთიერთშერიგების და მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, რადგან ეს დავალება აქვთ მიღებული.

მისი თქმით, ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს და გაიგოს, რომ არანაირ ევროკავშირს და არანაირ ალიანსში გაერთიანებას აზრი არ აქვს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

"არავის ამაში ეჭვი აღარ ეპარება, რომ ეს ყველაფერი კეთდება მიზანმიმართულად. გვარამიას განცხადებას მოჰყვა გვარამიას განცხადება, შემდეგ სააკაშვილის განცხადება, შემდეგ ისევ გვარამიას განცხადება, სამადაშვილის განცხადება, ეს კეთდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთშერიგების და მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, ეს დავალება აქვთ მიღებული. ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს და გაიგოს, რომ არანაირ ევროკავშირს და არანაირ ალიანსში გაერთიანებას აზრი არ აქვს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ აფხაზეთის თემაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, ისევ გაიმეორა, რომ აფხაზები და ქართველები მტრები არიან, მანამდე ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, კარგი მაგალითი კი ფაშინიანია, რომელმაც ყარაბაღი დათმო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არავის ამაში ეჭვი აღარ ეპარება, რომ ეს ყველაფერი კეთდება მიზანმიმართულად. გვარამიას განცხადებას მოჰყვა გვარამიას განცხადება, შემდეგ სააკაშვილის განცხადება, შემდეგ ისევ გვარამიას განცხადება, სამადაშვილის განცხადება, ეს კეთდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ურთიერთშერიგების და მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, ეს დავალება აქვთ მიღებული. ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს და გაიგოს, რომ არანაირ ევროკავშირს და არანაირ ალიანსში გაერთიანებას აზრი არ აქვს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე“
აკაკი ალადაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.