ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 27 სექტემბრის დღის ბოლოს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმშიბათუმელები

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 სექტემბრის 21 საათიდან 26 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო

ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო

ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 27 სექტემბერს დღის ბოლოს და შემდეგი ორი დღე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად წვიმა.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.