სანდრო ელოშვილი: რაც ბაქოს ჯუდოს ჩემპიონატზე მოხდა, ეს სპორტზე მეტია და უფრო სამშობლოს ნიშნავს!
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ასპარეზობამ გულშემატკივართა აღფრთოვანება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენმა ცალ ფეხზე სერიოზული ტრავმა მიიღო, ნატკენი ფეხით ფრანგი ძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაშიც დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს გაამარჯვებინა.
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ასპარეზობამ გულშემატკივართა აღფრთოვანება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენმა ცალ ფეხზე სერიოზული ტრავმა მიიღო, ნატკენი ფეხით ფრანგი ძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაშიც დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს გაამარჯვებინა.
"სულ რომ ფეხი არ მქონოდა, მაინც მოვიგებდი" - აღნიშნა გამარჯვების შემდეგ ქართველმა ძიუდოსიტმა. რეჟისორი სანდრო ელოშვილი ამასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს.
"სპორტი მარტო გამარჯვებისთვის არ მოუგონიათ, იმ გამარჯვებით ადამიანებს სიამოვნება უნდა მიანიჭო, გაახარო და თავი შეაყვარო! ახლა რაც ბაქოს ჯუდოს ჩემპიონატზე მოხდა, ეს სპორტზე მეტია და უფრო სამშობლოს ნიშნავს! მოკლედ ბოლო დღეს არის ხოლმე გუნდური შეჯიბრება, ბრინჯაოს შანსი მაინც რომ გვქონოდა, ძალიან ძლიერ საფრანგეთთან უნდა მოგვეგო… სულ ოთხამდეა, 3-3 შემთხვევაში კი კიდევ ერთი ბრძოლა ემატება. დემეტრაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა თავისი მოიგეს… და ამ დროს ლაშა ბექაურმა პირველივე წამებზე ისეთი ტრავმა მიიღო, ვეღარც დადიოდა, ფეხს ვერ ასწორებდა… პირველად ვნახე ამ კაცზე ტკივილის ცრემლები! ნუ, ვიფიქრე ალბათ შეჩერდება და ტექნიკური წაგება ჩაგვეთვლება მეთქი… რა შეჩერდება? ვინ შეჩერდება?! ნუ, მოწინააღმდეგეც დიდად არ აკლებდა ნატკენ ფეხზე ჩაჭერას… ხოდა, ნუ გააქანა და მოუგო!
აქ არ მთავრდება, ახლა იწყება ყველაფერი… იმ დოლურაში ისევ ბექაური ამოვიდა… ხოდა პირდაპირი გაგებით ცალი ფეხით მოუგო! კაცი კოჭლობით დადიოდა და ერთი წამით არ უფიქრია იმ ქვეყნისთვის ბრძოლა გაეჩერებინა, რომლის დროშასაც გულით ატარებს! პირველად ვნახე წაქცეული კაცის გამარჯვება, იმიტომ რომ არ დაეცა!და ცალკე სანახავი იყო ეს ცრემლიანი კაცი მხარში ამომდგარ თანაგუნდელებს რომ გაჰყავდათ… მარტო მედლები არაა გამარჯვება, ფინალიც ეს იყო და ყველა მედალი ერთად… თორემ ოქროები სახლში ამას რომ აქვს, ისეთი უნდა! შენ გენაცვალე მე, ბიჭო! შენ საქართველო ახარე! შენ ასეთი სიამაყის ცრემლებით გვაყურებინე შენს საქმეზე და მანქანით ვეფხვი კი არა, მთელს ზოოპარკთან ერთად ჩაგიჯდები და გვატარე სადაც გინდა! ლაშა ბექაურს გაუმარჯოს" - წერს სანდრო ელოშვილი.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.