EURO 2024-მდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს

EURO 2024-მდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს
EURO 2024-მდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს, ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა, საქართველოს პირველ არხზე განაცხადა.
იაშვილის თქმით, ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს 9 ივნისს, სტუმრად, მონტენეგროსთან გამართავს, ხოლო მეორე მატჩს 9 ივნისამდე, თუმცა ლოკაცია და მეტოქე მოგვიანებით დაზუსტდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.