Data Bootcamp-ი ახალი თაობისთვის

Data Bootcamp-ის მონაწილეებმა, მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე გაიარეს ტრენინგები და მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით; ისწავლეს იდეების სწორი და თანმიმდევრული გენერირება, ასევე, დაეუფლნენ წარმატებული Pitching-ის ტექნიკებს.
Data Bootcamp-ი ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით ხორციელდება. Data Bootcamp-მა სტარტი გურჯაანის ტექნოპარკში აიღო და ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ თბილისის ტექნოპარკში დასრულდა. პროექტში მონაწილეობდნენ 15 წელს ზევით პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები.
გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმის Data Bootcamp–ების მსგავსად, თბილისის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ. კურსი ითვალისწინებს თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას