ფონდი „ქართუ“: პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიამ ისევ შეუტია ფონდ „ქართუს“ – ამ უსუსური, მაგრამ კარგად ორკესტრირებული ბრალდებების უკან რეალურად, მხოლოდ პოლიტიკური სარჩულია

ფონდი „ქართუ“: პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიამ ისევ შეუტია ფონდ „ქართუს“ – ამ უსუსური, მაგრამ კარგად ორკესტრირებული ბრალდებების უკან რეალურად, მხოლოდ პოლიტიკური სარჩულია მცირე პაუზის შემდეგ, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიამ ისევ შეუტია ფონდ „ქართუს“. ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ, – […]

ბათუმში, სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული ქალი რეანიმაციაში რჩება

ბათუმში, სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული ქალი რეანიმაციაში რჩება ბათუმში, სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული 24 წლის ქალი კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმის განმარტებით, პაციენტი კონტაქტურია, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. “დიაგნოზი არის 25% სხეულის თერმული დამწვრობა, მეორე-მესამე ხარისხი დამწვრობითი შოკი, მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია”, – ამბობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე. […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის მიმართვის საფუძველზე, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, მონიტორინგის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე სააგენტო შეაფასებს – კონკურენტული გარემოს, ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსის ხარისხს, დადგინდება ბაზრის მოცულობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, საბაზრო წილები და ა.შ. მათივე ცნობით, შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება დაინტერესებული მხარეებისთვის. „2023 […]

“რუსეთი პუტინის გარეშე” – თბილისში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების აქცია გაიმართა

მსოფლიოს 40 ქალაქში, მათ შორის თბილისში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. მომიტინგეების მთავარი ლოზუნგია “რუსეთი პუტინის გარეშე”. 2024 წლის 21 იანვარს რუსი ოპოზიციონერი სამშობლოში დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, მოგვიანებით კი 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქართველოს გარდა აქციები ჩატარდა ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სომხეთში, ლიტვაში, პოლონეთში, ესტონეთში, გერმანიასა და ირლანდიაში. თბილისში ნავალნის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის შენობასთან […]

ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებზე დასასწრებად ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც ის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. საბჭოზე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. რუსეთის ახალი ამბების სააგენტო TASS-ის ცნობით, ლავროვის თვითმფრინავი მოსკოვიდან აფრინდა და “არამეგობრული სახელმწიფოების გვერდის ავლით”, 12 საათსა და 45 წუთში დაფრინდა აშშ-ში. რუსეთის სამთავრობო სააგენტო წერს, რომ ლავროვის თანმხლები ჟურნალისტებისთვის გადაადგილების საშუალება […]

ლაფანყურში, კაცმა სამი თანასოფლელი დაჭრა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაფანყურში 44 წლის კაცმა სამი თანასოფლელი დაჭრა. პოლიციამ ის უკვე დააკავა. უწყების ცნობით, კაცი წარსულში ნასამართლევია. “გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი: 1991 წელს დაბადებული გ.ჯ., 1975 წელს დაბადებული გ.თ. და 1993 წელს დაბადებული ქ.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი […]

სახალხო დამცველის ოფისში დაიბარეს კაცი, რომელმაც “მთავართან” პოლიცია ძალადობასა და შანტაჟში ამხილა

მეტადონის პროგრამის ბენეფიციარი, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნებს შანტაჟში, ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებასა და ძალადობაში ადანაშაულებს, სახალხო დამცველის ოფისში დაიბარეს. “შაბათის მთავარში” გასული რეპორტაჟის შემდეგ, საქმით დაინტერესდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. 31 წლის კაცი, რომელსაც სამართალდამცველები თანამშრომლობას აიძულებდნენ, გუშინ სწორედ ამ უწყებაში იმყოფებოდა. მან გამოკითხვაზე სამართალდამცველებს ყველა საჭირო მტკიცებულება წარუდგინა და ახლა საქმის სამართლიანად გამოძიების მოლოდინშია. “გამოძიება აუცილებლად დაიწყება. […]

წამალზე განაცხადი 25 დეკემბრის შემდეგ გაგზავნილია, დაფინანსება გვიანდება | ონკოპაციენტის შვილი ჯანდაცვაზე

ონკოლოგიური პაციენტის შვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აგვიანებს ერთ-ერთი პრეპარატის დაფინანსებაზე განაცხადის განხილვას. “მთავარ არხს” ქალი უყვება, რომ მშობლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატზე განაცხადი სამინისტროს 25 დეკემბრიდან აქვს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ქალი ამბობს, რომ წამლის შეძენა დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსებასთან დაკავშირებით შეფერხებას უარყოფს. “დედაჩემი არის ონკოლოგიური პაციენტი, აქვს მესამე სტადიის ავთვისებიანი […]

გიორგი სვანიძის „სამეფო ბაღები“ მირზა შაფზე – როგორი იქნება არაერთხელ დაწუნებული და შეცვლილი პროექტი

მირზა შაფის ქუჩის განაშენიანებაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურს არაერთხელ კორექტირებული პროექტის ბოლო ნებართვა 2022 წელს აქვს გაცემული. ჯერ კიდევ 2008 წელს დაწყებული პროექტი, რომელიც ძველ თბილისში მირზა შაფის ქუჩის აღდგენას ისახავდა მიზნად, თბილისის მერიამ არაერთხელ დაიწუნა, პროექტი დაიწუნეს ხელოვნებათმცოდნეებმა და არქიტექტორებმაც. მათი თქმით, ინვესტორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი აბსოლუტურად არ შეესაბამება ძველ თბილისში არსებულ გარემოს და […]

ბერლინში სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ ბერლინში, სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმის (GFFA 2024) გახსნის ღონისძიებაში და ფორუმის ფარგლებში გამართულ რიგით მე-16 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. სურსათის და სოფლის მეურნეობის მსოფლიოში ყველაზე დიდ ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტერიალის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების […]