გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ევროპული სტანდარტების, 530 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ევროპული სტანდარტების მქონე სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ახალი, 530 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად მოინახულა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე მოედანი, ტრიბუნა, განათების სისტემა, საპარკინგე სივრცე, დაიგო საფარი, თითქმის დასრულებულია ბაზის მშენებლობაც. […]
“თოვლი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული” – გაფრთხილება ამინდის შესახებ

22-23 იანვარს საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან – ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე – ლიპყინული, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღე სავსე იქნება კამათით. შეიძლება არ იყოთ კმაყოფილი სხვების ნათქვამით. თუმცა, ასეთი სიტყვიერი კონფლიქტების შემდეგ, თქვენ შეძლებთ სასარგებლო გამოცდილების მიღებას და, შესაძლოა, აზრის შეცვლას. კურო კუროს ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი ცხოვრების მრავალი ასპექტის კონტროლი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ გარემოებები ისე ვითარდება, რომ მათზე გავლენა არ გაქვთ. ასე რომ არ ინერვიულო, ბედი გადაწყვეტს ყველაფერს […]
ნეთანიაჰუმ უარყო “ჰამასის” პირობები მძევლების გათავისუფლებასა და ომის დასრულების შესახებ

კვირას, ისრაელის პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მან განაცხადა, რომ “არ წავა კომპრომისზე ისრაელის უსაფრთხოების სრულ კონტროლთან დაკავშირებით მდინარე იორდანეს დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე”. “ღაზა უნდა იყოს დემილიტარიზებული, ისრაელის სრული უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ”, – თქვა მან. ისრაელის პრემიერმა მსგავსი განცხადება გააკეთა პარასკევსაც, რომელსაც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა უწოდა “იმედგაცრუება”. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა პარასკევს, […]
კახეთში 3 თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თელავში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა ბრალდებით დააკავეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებული შოთა კაკაურია, შელაპარაკება კი მის საცხოვრებელ სახლთან დაიწყო. კაცმა სამი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, […]
პირველად 2008 წლის შემდეგ – “ბაიერნი” საკუთარ მოედანზე “ვერდერთან” დამარცხდა [VIDEO]

ბუნდესლიგის მე-18 ტურში “ბაიერნმა” “ვერდერს” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბრემენელებმა მიუნხენელები სტუმრად 2008 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს. მატჩის პირველი ტაიმი “რეკორდმაისტერის” უპირატესობით წარიმართა, თუმცა ტუხელის გუნდმა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა. მეორე ტაიმში “ვერდერმა” მეტოქის კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა და მიჩელ ვეისერმა ყოფილ გუნდს გაუტანა. ამრიგად, “ბაიერნი” სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს […]
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე სააგენტო შეაფასებს – კონკურენტული გარემოს, ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსის ხარისხს, დადგინდება ბაზრის მოცულობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, საბაზრო წილები და ა.შ. დაინტერესებული მხარეებისთვის შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება. ცნობისთვის: 2023 წელს, სააგენტომ […]
დემნა გვასალიას ინტერვიუ „Rolling Stone“-ში დაიბეჭდა

ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა „Rolling Stone“-მა მოდის სახლის „“Balenciaga”-ს იდუმალებით მოცულ კრეატიულ დირექტორთან, დემნა გვასალიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ლოს-ანჯელესზე, მუსიკასა და ჯასტინ ბიბერზე ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს, დიდი სკანდალიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, დემნამ შოუ ლოს-ანჯელესში გამართა. დემნამ ინტერვიუში განაცხადა, ამერიკულ კულტურასთან მას ახლა უფრ ახლო კავშირი აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა.
ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში 15 ქართული კომპანია მონაწილეობს

ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2024“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით წელს, საქართველოს სტენდზე 15 კომპანიის (შპს ჩელთის, შპს აჩინებულის, შპს თორელი ვაინსის, შპს დაბის, სს თელიანი ველის, შპს გემუანის, ი/მ გოჩა ოთარაშვილის, შპს მარნეულის სასურსათო ქარხნის, შპს მტევინოს, შპს თენგიზ ბალუაშვილის ქართული ვაზი და ღვინის, შპს თიემთის, შპს ქართული ლიმონათის, შპს ტერაქისი […]
ISW: რუსეთის ჯარებს ავდეევკაში წინსვლა აქვთ

რუსეთის ჯარებმა წინ წაიწიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს. ცენტრის ექსპერტები 21 იანვრის გეოლოკაციური კადრების ანალიზის საფუძველზე აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს წინსვლა აქვთ ავდეევკაში, რესტორან „სამეფო ნადირობის“ რაიონში, რომელიც ქალაქის სამხრეთში მდებარეობს და სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ხეივანთან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ […]