2 ამერიკელი სპეცრაზმელი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილად გამოაცხადეს

წითელ ზღვაში, სომალის სანაპიროსთან დაკარგულ ორ ამერიკელ სპეცრაზმელთან დაკავშირებით აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 10-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დაკარგული სპეცრაზმელების პოვნა ვერ მოხერხდა და ამ დროისთვის ისინი გარდაცვლილად ითვლებიან. ცენტრალური სარდლობის თქმით, სამძებრო სამუშაოებში აშშ-ს, იაპონიისა, და ესპანეთის საჰაერო და საზღვაო ნაწილები იყვნენ ჩართული. დაკარგულ სპეცრაზმელებს ისინი 54 000-ზე მეტი […]

გასული წლის ბოლო 3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 316 პირია აღრიცხული – ლტოლვილის სტატუსი 2 პირს მიენიჭა, ამავე პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 36 მოქალაქე გააძევეს

გასული წლის ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 316 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე მეტი – 61 ადამიანი, ირანის მოქალაქეა, 50 თურქეთის, 31 უკრაინის, 29 პაკისტანის, 16 ეგვიპტის, 16 რუსეთის. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ასევე არიან ბელარუსის, ბანგლადეშის, სომხეთისა და ავღანეთის, მოქალაქეებიც. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებას, გასული […]

პირველი ციფრული ბანკი, პეისერა ბანკი საქართველო, უახლოეს მომავალში სესხების გაცემას დაიწყებს

რეალურ გარემოში ოპერირების დაწყებიდან 6 თვეში, საბანკო ლიცენზიის შესაბამისად, პეისერა ბანკ საქართველომ, საქართველოს ეროვნული ბანკისგან, სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შედეგად, მიიღო მომხმარებლისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბანკო სერვისების სრული სპექტრის, მათ შორის სესხების გაცემის, უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის 12 იანვრის N11 განკარგულების საფუძველზე, 2024 წლის 12 იანვრიდან სს “პეისერა ბანკმა საქართველომ” მოიპოვა უფლება განახორციელოს კომერციული ბანკების […]

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეკრებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეკრებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მიმოიხილავს გასული წლის განმავლობაში აქციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ უფლებადარღვევებს და მთავარ გამოწვევებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის შეფასებით, პრობლემური საკითხია სამოქალაქო აქტივისტების დაკავება და ადამიანებისთვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვა. „როდესაც პოლიციელების საჭიროება არსებობს აქციაზე, რომ სათანადოდ უნდა იყვნენ წარმოდგენილი, ისინი […]

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უკრაინამ რუსეთში ნავთობტერმინალი დაბომბა

უკრაინამ რუსეთში ნავთობტერმინალი დაბომბა უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ლენინგრადის ოლქის ნავთობტერმინალმა Ust-Luga Oil მუშაობა შეაჩერა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) აიღო. ამის შესახებ Ukrinform-ს სამართალდამცავი ორგანოების წყაროებმა აცნობეს. წყაროს ცნობით, СБУ-ის თვითმფრინავებმა კარგად მოარტყეს მიზანს – დაზიანება იყო ზუსტი, დაიწყო ფართომასშტაბიანი ცეცხლი, რუსები იძულებულნი გახდნენ თანამშრომლების ევაკუაცია მოეხდინათ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. “ლენინგრადის […]

დიდი ალბათობით, უკვე თებერვლიდან გრიპით ინფიცირებულების მომართვიანობა იკლებს – ალექსანდრე გოგინავა

დიდი ალბათობით, უკვე თებერვლიდან გრიპით ინფიცირებულების მომართვიანობა იკლებს – ალექსანდრე გოგინავა ინფექციონისტების პროგნოზით, თებერვლის დასაწყისიდან გრიპის ვირუსით დაავადებულების რაოდენობა იკლებს. მათი განმარტებით, ქვეყანაში მეტწილად ა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლისგან თავის დასაცავად ჰიგიენური ნორმების დაცვა და აცრაა რეკომენდებული. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რომ ქვეყანაში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსის 2 ქვეშტამია გავრცელებული, რომლებსაც მაღალი სიცხე, კუნთების, სახსრების […]

რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილმა შოკებმა გაგვაძლიერა – მეფრინველეობის ასოციაცია

“რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილმა შოკებმა გაგვაძლიერა და ახლა მცირე რყევები ჩვენზე გავლენას ვეღარ ახდენს”, – ამის შესახებ მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა bm.ge-სთან განაცხადა. უჩუმბეგაშვილის თქმით, სექტორმა მიიღო გამოცდილება, რომლითაც მცირე რყევები გავლენას ვეღარ ახდენს. დიდი შოკები ბოლო პერიოდში არ ყოფილა და ამის გამო, პროდუქციაზე ფასების ცვლილება მოსალოდნელი არ არის. “ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებული ცვლილება […]

“ღვინოების დამატებას ვაპირებთ” – „ითაბანის“ გეგმები

კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარანი და აგროტურისტული მეურნეობა „ითაბანი“ რომელიც კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს, მიმდინარე წელს, სერვისების გამრავალფეროვნებასა და ღვინის მიმართულებით გაფართოებას გეგმავს. როგორც „ითაბანის“ დამფუძნებელი, რატი კოჭლამაზაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, გაფართოება იგეგმება როგორც ღვინის სახეობების, ასევე მისი მოცულობების კუთხითაც. საოჯახო მარანი და აგროტურისტული მეურნეობა ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. ობიექტი ერთ სივრცეში ვენახს, ხეხილის ბაღებს, […]

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა – თურქეთი და რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია

2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 6 090.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 438.4 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 14.0 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წელს, 9 347.8 მლნ. აშშ დოლარი […]