გახარია: ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო

ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არავისთან გაერთიანებას არ გეგმავს. ვიდეოში, რომელიც გიორგი გახარიას ინსტაგრამგვერდზე გავრცელდა, იგი ამბობს, რომ პარტია მარტო მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. “არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ და არანაირი გაერთიანება არავისთან 2024 წლის არჩევნებისთვის არ იქნება. დაივიწყეთ ეს. ამათ ალაპარაკებთ შიში და მერე […]
გაეროს ანგარიში: თალიბანი ზღუდავს დაუქორწინებელ და კაცი მეურვის გარეშე მყოფ ავღანელ ქალებს

თალიბანი ზღუდავს ავღანელი ქალების წვდომას სამუშაოზე, გადაადგილებაზე და ჯანდაცვის სერვისებზე, თუკი ქალები დაუოჯახებლები არიან, ან თან არ ახლავთ კაცი მეურვე – ნათქვამია გაეროს მიერ 22 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში. კაცი მეურვის შესახებ ავღანეთში ოფიციალური კანონი არ არსებობს, მაგრამ თალიბანმა გამოაცხადა, რომ ქალებს არ შეუძლიათ გადაადგილება და მოგზაურობა მათთან ნათესაურ ან ქორწინებით კავშირში მყოფი კაცის გარეშე. თალიბანის […]
ზელენსკი: პოლონეთი დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს უკრაინისთვის

პოლონეთი დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს უკრაინისთვის – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 იანვარს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ, სადაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზები, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. თავდაცვის პაკეტი არის “თანამშრომლობის ახალი ფორმა, რომელიც მიემართება იარაღის მსხვილ შესყიდვებს უკრაინის საჭიროებებისთვის” – ზელენსკის ამ სიტყვებს მისი პრესსამსახური ავრცელებს. […]
ჰეილი ნიუ-ჰემფშირში პარტიულ არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას ცდილობს

აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი ორშაბათს ნიუ-ჰემფშირში საარჩევნო კამპანიის შეხვედრებს მართავს იმ იმედით, რომ შეაჩერებს დონალდ ტრამპის წინსვლას 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის გზაზე. შტატის შიდა პარტიული არჩევნები 23 იანვარს გაიმართება. რვა დღის შემდეგ, ტრამპმა ნომინაციის გზაზე, აიოვას შტატის კოკუსში, რომელიც პირველი შიდა პარტიული კენჭისყრაა, რეკორდული გამარჯვება მოიპოვა. ნიუ-ჰემფშირში ყოფილი პრეზიდენტი მიზნად ისახავს […]
ჯოზეფ ბორელი – მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ ის დრო, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა, მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში კიევს ეწვევა. „მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას […]
“ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მოქირავნე/მოიჯარეს აღსრულების პოლიცია გამოასახლებს” | ბრეგაძის ახალი ინიციატივა

“ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მოქირავნე/მოიჯარეს აღსრულების პოლიცია გამოასახლებს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მან ახალ ინიციატივაზე ისაუბრა და თქვა, რომ კანონპროექტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება. “მას შემდეგ, რაც კანონი იქნება მიღებული, ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც უკავშირდება ქირასა და იჯარას. გამოსახლებას ახორციელებს არა უშუალოდ აღმასრულებელი, არამედ, აღსრულების პოლიცია, […]
აშშ-მა ერაყის ავიაკომპანიას და მის დირექტორს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ერაყის ავიაკომპანიას Fly Baghdad და მის დირექტორს, ბაშირ აბდულკადიმ ალვან ალ-შაბანს სანქციები დაუწესა. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ავიაკომპანია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს და პროირანულ შეიარაღებულ ჯგუფებს ერაყში, სირიასა და ლიბანში იარაღს აწვდის. “ირანი და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები ცდილობენ რეგიონული ეკონომიკა ბოროტად გამოიყენონ და ერთი შეხედვით ლეგიტიმური ბიზნესები დაფინანსების დასაფარად და თავდასხმებისთვის გამოიყენონ” – განაცხადა ტერორიზმისა […]
აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი ოქსფორდის ლიტერატურულ ფესტივალზე

ქართველი მწერლების აკა მორჩილაძისა და დათო ტურაშვილის კიდევ ერთი წარმატება – ისინი ოქსფორდის ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ახალ პროგრამას „ქართული ლიტერატურა და კულტურა“ ჰქვია . აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი დამსწრე საზოგადოებას მოუთხრობენ სტალინურ მემკვიდრეობაზე, საკუთარ შემოქმედებაზე, ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე როგორც საბჭოთა, ისე პოსტ-საბჭოთა საქართველოში. ქართველი მწერლების შეხვედრა შელდონიანის თეატრში 17 მარტს გაიმართება.
ლევან ნიკოლეიშვილი შალვა ნათელაშვილზე: დიდი ხანია პოლიტიკური ალღოც და რეიტინგიც დაკარგული აქვს, შესაბამისად, უზრდელობით და უნიჭო შაირებით გამოირჩევა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, შალვა ნათელაშვილის განცხადებას, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, სოციალურ ქსელში აფასებს. ექსპერტის თქმით, ნათელაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევამ მასხარა გაახსენა, რომელიც თავს ლომს უყოფს ხახაში. მისივე თქმით, ნათელაშვილის მცირე პოლიტიკური წონის გამო, მისი წინადადება დებატების შესახებ სასაცილოა. “ცირკში ყველაზე უფრო ბავშვობაში კლოუნები, იგივე მასხარები მიყვარდა, ალბათ იმიტომ, რომ მაგრად მამხიარულებდნენ, […]
„ეს ბიზნესის ტკივილია, ვინც ოდესმე ტენდერში შესულა“ – „შემსყიდველები საბანკო გარანტიას სადამსჯელო მექანიზმად იყენებენ“ – იურისტი

დღეს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ასობით საქმეა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებს უკავშირდება. გადაცემა “რედაქტ2”-თან ინტერვიუში იურისტმა ნინო ლიპარტიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ურთიერთობები და პრობლემატიკა, მისი და მისი კოლეგების პორტფელში დღის წესრიგში განსაკუთრებით 2013 წლიდან დადგა. მისი თქმით, კაბალური სახელშეკრულებო პირობები და შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმები სახელმწიფო შესყიდვებში ერთ-ერთი სისტემური პრობლემებია. იურისტი მის პორტფელში არსებული […]