ბორელის თქმით, ევროკავშირმა “მეტი და უფრო სწრაფად” უნდა გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თქმით, ბლოკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 22 იანვარს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის უკრაინისთვის დახმარების შემცირების დრო. “პირიქით, ჩვენ მეტი და უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ… ფინანსურ რესურსებთან, სამხედრო აღჭურვილობასთან, სამხედრო წვრთნასთან და უკრაინის თავდაცვის ყველა საჭიროებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დაგეგმილ დახმარებაზე” – თქვა ბორელმა შეხვედრის შემდეგ […]
ამაღამ შუქი მხოლოდ მთაწმინდის რაიონში ჩაქრება

თბილისში შუქი 23 იანვარს მხოლოდ ერთ, მთაწმინდის რაიონში ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს: მთაწმინდის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), იაკობ ნიკოლაძის, კოსტავას, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის და როდენის ქუჩების მოსახლეობას.
ბორელი თებერვლის დასაწყისში უკრაინაში ჩავა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შედეგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში უკრაინას ეწვევა. უკრაინული მედიის ცნობით, ბორელი უკრაინაში ჩავა, რომ დაადასტუროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, კერძოდ, განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელების შესახებ უკრაინას 5 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან.
“წელს უკრაინას სამი ძირითადი ამოცანა აქვს და ამაში დახმარებას პოლონეთს სთხოვს” | შმიგალი

“წელს უკრაინას სამი ძირითადი ამოცანა აქვს და ამაში დახმარებას პოლონეთს სთხოვს” – ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა კიევში პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შმიგალის განცხადებით, პირველი ამოცანა ევროპული საბჭოს მიერ ფინანსური მხარდაჭერის დამტკიცებაა. მეორე ამოცანად მან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება დაასახელა და მესამე “ეს არის მკაფიო და გაბედული […]
“2023-ში “ქართულ ოცნებას” ფიზიკურმა პირებმა ჯამში 8,4 მილიონი ლარი შესწირეს” | “ფლანგვის დეტექტორი”

2023 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში “ქართულ ოცნებას” დაახლოებით 3 მილიონი ლარი შესწირეს – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს და წერს, რომ აპრილში, მაისსა და ივნისში შეწირულობები საერთოდ არ ყოფილა, ნოემბერ-დეკემბერში კი მათმა ჯამმა 5.3 მილიონ ლარს გადააჭარბა. “პოლიტიკური პარტიების მონიტორინგი 2023 წლის სექტემბრიდან ანტიკორუფციული სააგენტოს პრეროგატივაა. თუმცა პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის შესახებ სააგენტოს ვებგვერდი შეფერხებებით მუშაობს. […]
ამერიკელი ადმირალი ამბობს, რომ ირანი “ჰუთების” თავდასხმებში პირდაპირ არის ჩართული

ირანი „პირდაპირ არის ჩართული” წითელ ზღვაში, იემენელი “ჰუთი” მებრძოლების თავდასხმებში კომერციულ გემებზე, ისრაელ-“ჰამასის” ომის ფონზე, განუცხადა ორშაბათს “ასოშეიტედ პრესს” აშშ-ის საზღვაო ძალების ახლო აღმოსავლეთის მიმართულების მეთაურმა. ვიცე-ადმირალმა ბრედ კუპერმა, საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის მეთაურმა, პირდაპირ არ თქვა, რომ თეირანი ხელმძღვანელობს “ჰუთების” თავდასხმებს წითელ ზღვასა და ადენის ყურეში. თუმცა აღნიშნა, რომ ირანთან დაკავშირებული თავდასხმების რადიუსი გაფართოვდა […]
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე, ქეთევან […]
„ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზნების შესახებ არა მარტო განსხვავებული, ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს“ – ლადო სადღობელაშვილი –

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება , სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი. – ლადო, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზნების შესახებ, სრულიად განსხვავებული ვერსია გაქვს. დეტალურად მოგვიყევი ამის შესახებ… – შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზნების შესახებ არა მარტო განსხვავებული, ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს. ეს ინფორმაცია მომაწოდა სანდო ადამიანმა, რომელსაც ხელი მიოუწვდება ნებისმიერი დონის კულუარულ ინფორმაციებზე. ეს ვერსია არ […]
ჯო ბაიდენსა და რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წითელი ზღვის, ღაზის სექტორისა და უკრაინის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი ავრცელებს. „მათ იმის შესახებ ისაუბრეს, რაც წითელ ზღვაში ხდება და „ჰუსიტების“ შესაძლებლობების დარღვევისა და დაქვეითების მიზნით საერთაშორისო მრავალმხრივი მიდგომის აუცილებლობა განიხილეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ. […]
ჯაფარიძე: ლელოსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, გვარამიასთანაც გვქონდა და გვილაპარაკია

ჩვენ ველაპარაკებით რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ველაპარაკებით და გვაქვს მაგაზე კომუნიკაცია, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული მზაობა არ ჩანს, ამიტომ, მაინცდამაინც პროაქტიულად ამით არ ვართ დაკავებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული საქმეებია საკეთებელი, ამ წუთში ჩვენ ისევ იმით ვართ დაკავებული, რითიც ახალ წლამდე ვიყავით… … ჩვენ ლელოსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ახლა ბოლო დროს, ახალ წელს და რაღაც, აღარ გვქონია, […]