Apple-მა ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტული დაიბრუნა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Appla-მა საბაზრო კაპიტალიზაციით Microsoft-ს კვლავ გადაუსწრო და გლობალურ რეიტინგში ლიდერის პოზიციას დაუბრუნდა. Apple-ის საბაზრო შეფასება ამჟამად 2 ტრილიონ 996 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერთი აქციის ფასი კი 193.77 დოლარია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 1.15%-ითაა გაზრდილი, ერთწლიან ჭრილში კი ზრდა 37.33%-ია. რაც შეეხება Microsoft-ს, კომპანიის აქციების ღირებულება უკანასკნელი ერთი დღის განმავლობაში […]
თეთრიწყლები-ვერონას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სალომე სამადაშვილი – ბარიერის გადალახვა არ არის „ლელოს“ ამოცანა, ჩვენი ამოცანა გაცილებით ამბიციურია და ეს არის ხელისუფლების შეცვლა – ჩვენი კარი ღიაა სხვა ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობისთვის

„ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ 76 ხმა, რომელიც ხელისუფლების ფორმირებისთვის არის საჭირო, ოპოზიცია შეკრებს. როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ლელოს“ ამოცანაა 76 ხმაში, რაც შეიძლება მეტი ხმა იყოს „ლელოსი“. ამასთან, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ „ლელო“ არ აპირებს რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებას. მისივე თქმით, „ლელოს“ არ აქვს სხვისი […]
გაზაფხულზე განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ბინიდან მდგმურის გასახლებას გაამარტივებს

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, დასრულებულია მუშაობა ინიციატივაზე, რომელიც მოქალაქებს საკუთრების იჯარით გაცემისას თუ გაქირავებისას რისკებისგან დაიცავს. მისი თქმით, კანონპროექტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება. ინიციატივის ფარგლებში, მხარეები ქირავნობის/იჯარის ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებენ. თუ მოქირავნე/მოიჯარე თანხას არ გადაიხდის, მას აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს. “მას შემდეგ, რაც კანონი იქნება მიღებული, ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის […]
,, ერთი მეკითხება: – ალექსანდრე გამზირის ქუჩას ვერ მიგვასწავლით?” – ალეკო შუღლაძე

მწერალი ალეკო შუღლაძე: ,,ვაჟაზე სეირნობისას ორი თინეიჯერი ბიჭი მაჩერებს. ერთი მეკითხება: – ალექსანდრე გამზირის ქუჩას ვერ მიგვასწავლით? – ვის ქუჩას? – ალექსანდრე გამზირის. – არა შეჩემა, რა ალექსანდრე გამზირის, – ერთვება მეორე, – რაღაც სხვა იყო. – ალექსანდრე ყაზბეგის? – ვეკითხები მე. – ჰო, აი ეგ. – ქვემოთკენ ჩადით და ეგ არის. რა ნომერი გინდათ? […]
“ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო” – გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე მისი პარტია არავისთან ალიანსს არ გეგმავს და მონაწილეობას მარტო მიიღებს. “არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ და არანაირი გაერთიანება არავისთან 2024 წლის არჩევნებისთვის არ იქნება. დაივიწყეთ ეს. ამათ ალაპარაკებთ შიში და მერე ცდილობენ ხან იქ მიგვაწებონ, ხან ამას მიგვაწებონ, იქ რაღაც […]
ბელგია უკრაინის უსაფრთხოებისთვის, 2024 წელს, 611 მილიონ ევროს გამოყოფს

ბელგია უკრაინის უსაფრთხოებისთვის, 2024 წელს, 611 მილიონ ევროს გამოყოფს. ქვეყანამ უკრაინის თავდაცვის ძალების მოდერნიზებაზე ვალდებულება აიღო. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელში დაწერა. “პროდუქტიული საუბარი გვქონდა ბელგიის თავდაცვის მინისტრთან, ლუდივინ დედონდერთან. განვიხილეთ ფრონტის ხაზზე ბოლო მოვლენები და ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. მადლობა ბელგიას სამხედრო საჰაერო ძალების კოალიციაში მონაწილეობისთვის, მათ შორის […]
რუსებმა კუპიანსკი არტილერიით დაბომბეს | არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონში, ქალაქი კუპიაბსკი არტირელიით დაბომბეს. იერიშის შედეგად არის მსხვერპლი, ასევე, დაშავდა 1 პირი. “ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს კუპიანსკს არტილერიით. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მონაცემები ზუსტდება. ამ წუთებში ვიცით დაშავებული 66 წლის კაცის შესახებაც”, – წერს Telegram-ზე სინებუგოვი. სინებუგოვის ინფორმაციითვე, დაბომბვის შედეგად სამოქალაქო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ასევე […]
“გვსურს აღვნიშნოთ რუსეთის ფედერაციის ფარისევლობა” | უკრაინის ელჩი გაეროში

“გვსურს აღვნიშნოთ რუსეთის ფედერაციის ფარისევლობა”, – ამის შესახებ გაეროშო უკრაინის ელჩი სერჰი კისლიცა საუბრობს და ნიუ-იორკში ლავროვის გამოსვლას სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება. ის მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, არ დაეხმარონ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. “ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ რუსეთის ფედერაციის ფარისევლობა, როდესაც მან კიდევ ერთი უშიშროების საბჭო მოიწვია, რათა გაეკრიტიკებინა უკრაინისთვის იარაღის კანონიერი მიწოდება, რაც კეთდება უკრაინის სუვერენიტეტის დაცვისთვის. […]
მორიგი სასამართლო ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე | სხდომაზე ბრალდების მოწმე გამოიკითხა

3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გამოკითხვა. ლაშა დარსალია დავით გარეჯის საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მოწმეა, რომელიც 2020 წლიდან საზღვრის დამდგენ კომისიას ხელმძღვანელობს. დარსალიას გამოკითხვის შემდეგ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ბრალდების მოწმემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი მეცნიერების ბრალდეულობას დაადასტურებს. იხილეთ ასევე: · […]