ქობულეთში, ბავშვს პიროტექნიკა საწვავში ჩაუვარდა და აფეთქდა

ქობულეთში, ბავშვს პიროტექნიკა საწვავში ჩაუვარდა და აფეთქდა ajaratimes.ge-ის ინფორმციით, ქობულეთში, ბავშვს პიროტექნიკა აივანზე, ჭურჭელში ჩასხმულ ბენზინში ჩაუვარდა და აფეთქდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ მუხაესტატეში მოხდა. 12 წლამდე ბავშვს სხეულზე დაზიანებები აქვს და ამ წუთებში ის რეანომობილით თბილისში გადაჰყავთ.

მდინარაძე: მომდევნო 2 წლის განმავლობაში, საზმაუს ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ორი წლის შემდეგ, 2026 წლიდან საზმაუს დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე. “მომდევნო 2 წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს […]

ბაჩო დოლიძე – გვექნება კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა სხვა დასავლურ პარტიებთან – ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობაში ძალიან ბევრი ახალი ხალხი, ასევე, გამოცდილი პოლიტიკოსებიც იქნებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ახალი პოლიტიკური პლატფორმიდან არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას არ გეგმავენ, ვინაიდან, აქვთ იმის ამბიცია, რომ პოლიტიკაში ახალი თამაშის წესების დანერგვას დამოუკიდებლად შეძლებენ. ამის შესახებ ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც მან განმარტა, პარტია ოფიციალურად შესაძლოა ახალი წლის შემდეგ დაარეგისტრირონ. “ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ […]

ქობულეთში პიროტექნიკის აფეთქებისას მოზარდი დაშავდა

ქობულეთში, ერთ-ერთ სოფელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 12 წლამდე ბავშვი მძიმედ დაშავდა. როგორც “ინტერპრესნიუსთან” ადგილობრივებმა განაცხადეს, მოზარდს სხეულზე დამწვრობა აღენიშნება, დაშავებული ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით, მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა ბენზინის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

მეთიუ მილერი – “ჰამასის“ ხელმძღვანელობის განადგურება სამხედრო გზით შეიძლება

„ჰამასის“ ხელმძღვანელობის განადგურება სამხედრო გზით შეიძლება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ჰამასის“ ხელმძღვანელობის განადგურება, რომლებიც ისრაელში შევიდნენ და 7 ოქტომბრის თავდასხმები განახორციელეს, სამხედრო გზით შეიძლება“, – განაცხადა მილერმა. მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ისრაელსა და პალესტინას შორის უფრო ფართო კონფლიქტი არ შეიძლება სამხედრო გზით გადაწყდეს და […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 12 დეკემბერს | ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 12 დეკემბერს – ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით: · 1 აშშ დოლარი – 2.6684; · 1 ევრო – 2.8752; · 1 ფუნტი – 3.3531; · 1 ლირა კი 0.0920 ლარი ეღირება.

“უკრაინას და უნგრეთს საერთო ევროპული მომავალი აქვთ” | კულება სიიარტოს შეხვდა

“უკრაინას და უნგრეთს საერთო ევროპული მომავალი აქვთ”, – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უნგრელ კოლეგას, პეტერ სიიარტოს შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ კულება X-ზე წერს. “ბრიუსელში, ჩემს უნგრელ კოლეგასთან, პეტერ სიიარტოსთან გულწრფელი საუბარი გვქონდა. მე მას ვაცნობე ეროვნული უმცირესობების შესახებ უკრაინის კანონმდებლობაში ბოლო ცვლილებების შესახებ. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების […]

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს რიგ კანონპროექტებს, მათ შორის, „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, რომლის შესწორებულ ვარიანტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს; დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს […]

„კარგა ხანია სტაბილური ფასები გვაქვს“ – რა ღირს საწვავი ბენზინგასამართ სადგურებზე?

„კარგა ხანია სტაბილური ფასები გვაქვს შიდა ბაზარზე. საერთაშორისო ბაზარზე ისეთი რყევები არ არის, რომ ამან შიდა ბაზარზე დიდი ფასთა ცვლილება გამოიწვიოს“- ამის შესახებ BM.GE-სთან ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი აცხადებს. მისი თქმით, კომპანიებს ჯერ კიდევ გააჩნიათ რუსეთიდან დაბალ ფასად შესყიდული საწვავის მარაგი. სტაბილურ ფასებს განაპირობებს ასევე ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ევროპიდან საწვავის ღირებულება შემცირდა. „რუსული, შენახული პროდუქტები […]