,, ცუდი საყურებელია შორიდან: სულ ფული, ფული, ფულის ძახილი!…” – გია ხუროშვილი

ყოფილი ჩინოვნიკი, აშშ-ში მცხოვრები გია ხუროშვილი: ,,მდიდარ ქმარს რომ გაუჭირდება და ცოლს ყველა პრობლემა მაშინ გაახსენდება, ხომ გაგიგიათ…- მიზეზს ეძებს ოღონდ ოჯახიფან გაიქცეს!…. არაფერი პირადი! ზოგიერთების პოსტებს რომ ვკითხულობ, სულ კეზერაშვილის ფულზე რომ ლაპარაკობთ და ამბობთ პარტია ჩვენ ხელფასებს არ გვიხდიდაო! პარტიის წევრობა ანაზღაურებადი არ არის! იქეთ იხდიან ზოგჯერ საწევროს! პარტიული თანამდებობა არის ანაზღაურებადი! პარტიიდან […]
ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს და შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩარლზ ბრაუნს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი 2 დღე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას დეკემბრის ბოლომდე სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ზელენსკის ვიზიტი აშშ-ს კონგრესში უკრაინის შემდგომი დაფინანსების საკითხზე უთანხმოების […]
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ლუპიტა ნიონგო იქნება

2024 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წარმოშობით კენიელი მექსიკელი მსახიობი ლუპიტა ნიონგო იქნება. “ნიონგო ასახიერებს იმას, რაც კინოში გვიყვარს: უნივერსალურობას, სხვადასხვა აუდიტორიაზე ზემოქმედებას და ერთი იდეის ერთგულებას, რომელიც მის გმირებში იკითხება”. – წერია ფესტივალის განცხადებაში. ნიონგო მექსიკაში დაიბადა და კენიაში გაიზარდა, მისი მამა კენიელი პოლიტიკოსი პიტერ ანიანგ ნიონგოა. უმაღლესი განათლება მომავალმა მსახიობმა აშშ-ში მიიღო, […]
“პუტინი უნდა დამარცხდეს” – ზელენსკი აშშ-შია

უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების დედაქალაქშია. ვოლოდიმირ ზელენსკის სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლით დაიწყო. აღნიშნულ უნივერსიტეტში აშშ-ისა და მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებს ამზადებენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობასა და სამხედრო ხელმძღვანელობას ამ დრომდე გაწეული მხარდაჭერისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავაც უქმნის საფრთხეს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს. “პუტინი უნდა […]
“ჰამასის” წინააღმდეგ ომი ღაზის სექტორში მას შემდეგ დასრულდება, რაც ისრაელი თავის მიზნებს მიაღწევს” | გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, “ჰამასის“” წინააღმდეგ ომი ღაზის სექტორში მას შემდეგ დასრულდება, რაც ისრაელი თავის მიზნებს მიაღწევს. “ომი დასრულდება მას შემდეგ, რაც მიზნებს მივაღწევთ. ვითვალისწინებ ყველაფერს, რასაც აშშ ითხოვს და ამბობს ომის კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, ჩვენ სერიოზულად ვიღებთ ამერიკის ქმედებებს”, – ამბობს გალანტი. კითხვაზე, როდის იგეგმება “ჰამასთან” მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება, გალანტმა განაცხადა, […]
ძლიერი თოვა, ზვავი, ნისლი და ქარბუქი | 12 დეკემბრის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 დეკემბრის საღამომდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო, მთიან რაიონებში, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. სააგენტოს თქმით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ფრანგული მედიის ცნობით, სტრასბურგში ქართველები სოც.სამსახურის შენობაში თვითნებურად შესახლდნენ

სტრასბურგში, სარლას ქუჩაზე, ნეუჰოფის უბანში მდებარე სოციალური სამსახურის კუთვნილი შენობიდან უკანონოდ შესახლებული თავშესაფრის მაძიებლები უნდა გამოასახლონ. როგორც ფრანგული მედია წერს, უსახლკაროებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. “არ ვიცი, რას ვიზამთ და სად დავიძინებთ”, – ამბობს გამოცემასთან საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად ცხოვრობს. გამოცემის ცნობით, სარლას ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებას კიდევ 20-მდე პირი ელოდება. […]
ორთვიანი ძებნის შემდეგ, პოლონეთში 25 წლის ქართველი დააკავეს, რომელიც ღამის კლუბში მანქანით შევარდა

2-თვიანი ძებნის შემდეგ, პოლონეთში, ქალაქ ლოძის პოლიციამ 25 წლის ქართველი დააკავა, რომელიც, შურისძიების მიზნით, მანქანით ღამის კლუბში შევარდა. პოლონური მედიის ცნობით, შემთხვევა 2023 წლის 21 სექტემბერს მოხდა. 25 წლის კაცი ერთ-ერთი კლუბიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ის კლუბის ტერიტორიაზე მანქანით მივიდა და კლუბის შესასვლელ კარს რამდენჯერმე შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. […]
პოლონეთის სეიმმა დონალდ ტუსკი პრემიერმინისტრად აირჩია

პოლონეთის სეიმმა 11 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი აირჩია. მის კანდიდატურას პარლამენტის კოალიციამ დაუჭირა მხარი, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობას ფლობს. ტუსკსის კანდიდატურას მხარი სეიმის 248 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი 201-მა მისცა. 66 წლის ტუსკი პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. ის ორჯერ აირჩიეს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ. ტუსკის გუნდი ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებასა […]
პაველი: მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის მიღმა არიან

სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოლეგებმა შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოების, საქართველოს ევროინტეგრაციისა და ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხებზე ისაუბრეს. პაველმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. “ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი”. – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა. […]