საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ქართველი მძღოლები გამოწვევაა – რა არ მოსწონთ ტურისტებს?

კერძო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები მთავარ გამოწვევად ტურიზმის სექტორში მომუშავე მძღოლებს ასახელებს. როგორც “რენტო ჯგუფის” დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, ნიკოლოზ სირაძემ “საქმის კურსში” სტუმრობისას განაცხადა, მძღოლების ნაწილის არაკვალიფიციურობა ძალადობას, ყაჩაღობასა და ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევს.
თურქეთში უმუშევრობის მაჩვენებელი ბოლო 11 წელში ყველაზე დაბალ დონეზეა

თურქეთში, 2023 წლის ოქტომბერში მიმდინარე ანგარიშის 186 მილიონი დოლარის პროფიციტი დაფიქსირდა, წინა წლის 815 მილიონი დოლარის დეფიციტთან შედარებით. ამის შესახებ თურქეთის ცენტრალური ბანკი იტყობინება. ქვეყანამ ზედიზედ მეორე თვეა, რაც მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი დააფიქსირა. სექტემბერში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1,91 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავდროულად, თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის (TurkStat) მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე […]
„ახლა იმის დრო არ არის, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შევასუსტოთ“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის ქვეყნებმა კიევის დახმარება უნდა გაზარდონ. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ახლა არ არის დრო, რომ შევასუსტოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. პირიქით, ახლა არის მისი გაზრდის დრო“, – განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ. უკრაინაზე საუბრისას მან დასძინა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე განიხილავენ […]
ფრანგული მედიის ცნობით, სტრასბურგში ქართველი უსახლკაროები სოც.სამსახურის შენობაში თვითნებურად შესახლდნენ

სტრასბურგში, სარლას ქუჩაზე, ნეუჰოფის უბანში მდებარე სოციალური სამსახურის კუთვნილი შენობიდან უკანონოდ შესახლებული უსახლკაროები უნდა გამოასახლონ. როგორც ფრანგული მედია წერს, უსახლკაროებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. “არ ვიცი, რას ვიზამთ და სად დავიძინებთ”, – ამბობს გამოცემასთან საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად ცხოვრობს. გამოცემის ცნობით, სარლას ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებას კიდევ 20-მდე უსახლკარო ელოდება. მედიის […]
ევროკომისიის წინადადება უკრაინის შესახებ მოუმზადებელია – ევროკომისიას, პრაქტიკულად, არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება – სიიარტო კულებასთან შეხვედრის შემდეგ

ევროკომისიის წინადადება უკრაინის შესახებ მოუმზადებელია, – დაწერა სოციალურ ქსელში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ. დიპლომატი აღნიშნავს, რომ ევროკომისიას, პრაქტიკულად, არ აქვს წარმოდგენა, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. “რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით უკრაინის ამბიციაზე. კოლეგას ვუთხარი, რომ ეს ჩვენთვის არა ტაქტიკური საკითხი, არამედ გადაწყვეტილებაა, რომელიც მთლიანად […]
ოლაფ შოლცი – მნიშვნელოვანია უკრაინას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ შეუძლია ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს – პუტინს კი ვეტყოდით, რომ უკრაინის მხარდაჭერის შემცირების იმედად ნუ იქნება

მნიშვნელოვანია უკრაინას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ მას შეუძლია ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში, ჩვენ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უკრაინას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ მას შეუძლია ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს“, – თქვა ოლაფ შოლცმა. შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შემცირების იმედი […]
მდინარაძის თქმით, მომდევნო ორი წელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იგივე იქნება

ფრაქცია “ქართული ოცნების”თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 11 დეკემბერს გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. “მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, დაასრულონ ძალიან კარგი პროექტი, შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა, მოახდინონ მისი სრული აღჭურვა. ორი წლის შემდეგ, 2026 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება […]
„ევროკავშირისკენ საქართველოს გზა არის ევროპული ქვეყნის ბუნებრივი გზა საკუთარ ოჯახში დასაბრუნებლად“ – თენგიზ ფხალაძე

„ევროკავშირისკენ საქართველოს გზა ეს არის ის ბუნებრივი გზა, რომელიც ევროპულმა ერმა უნდა გაიაროს, რათა სრულფასოვანი წევრი გახდეს იმ ოჯახისა, სადაც მისი ადგილია. ბედის უკუღმართობის გამო ჩვენ ვიყავით ამოგლეჯილი ევროპული ოჯახიდან და ნამდვილად დროა რომ იქ დავბრუნდეთ“, – ამის შესახებ GIPA-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა თენგიზ ფხალაძემ რადიო „კომერსანტის“ […]
მამუკა მდინარაძე NDI-ზე – იმდენად ალოგიკური რაღაცები ხდება კვლევაში, შეუძლებელია სერიოზულად ილაპარაკო

იმდენად ალოგიკური რაღაცები ხდება ამ კვლევაში, რომ შეუძლებელია სერიოზულად ილაპარაკო, იმის მიუხედავადაც კი, რომ პროპორცია გარკვეულწილად გარკვეულ რეალობას ემთხვევა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმ საველე სამუშაოს მიმართ ნდობა, რომელსაც ატარებს ორგანიზაცია, რომელიც ათეულობით 20 და 30%-ით ცდება რეალურ მონაცემებს ყოველთვის და არჩევნები აჩვენებს ამ ყველაფერს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ NDI-ის კვლევებთან […]
ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილები ინტერვენციული საავადმყოფოს მიმდებარედ იყო განთავსებული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული, ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.