“ჰოუმი” 2024 წლიდან ონლაინ გაყიდვების ამოქმედებას გეგმავს

საოჯახო ნივთების მაღაზია “ჰოუმი” 2024 წლიდან ონლაინ გაყიდვებს დაიწყებს, ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა მაყვალა როგავამ გადაცემა “ბრენდის ხმაში” ისაუბრა. “მიმდინარე წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით ბაზარს, გავაკეთებთ ანალიზს და ყველაზე ნაკლებად მოგებიან ობიექტს, რომლის იჯარაც დიდი იქნება, დავხურავთ და ამის ხარჯზე ბრენდის ვებგვერდს გავაკეთებთ, რომლითაც ელექტრონულად მოვემსახურებით მომხმარებელს. ეს კოვიდის დროს გვქონდა ჩაფიქრებული, თუმცა მომავალი წლიდან აუცილებლად […]

უანტრაქტო სპექტაკლს, რომლის მთავარ როლში ზურაბიშვილი გამოდის, ჩვენ არ დავესწრებით | მდინარაძე

“კატეგორიულად შემიძლია, გითხრათ, რომ ამ სპექტაკლს, რომელსაც სათაური ჰქვია უანტრაქტო სპექტაკლს – მინდა მივიწერო ეს კარგი საქმე და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავესწრებით, არც მონაწილეობას მივიღებთ მასში. რადგან ადამიანი, რომელსაც ვერ დავაცდენინეთ ერთი სიტყვაც, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ცდილობს, ეს ამბავი მან მიიწეროს”.

წერეთელზე რეაბილიტაციის ფარგლებში სამუშაოების გამო დიდუბეში წყალი წყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, დღეს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. დიდუბის რაიონში 12/12 10:00-დან 13/12 15:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: · მარშალ გელოვანის ქუჩა N35,52; · რობაქიძის ქუჩა N 7; · დგებუაძე, ერისთავის, მექანიზაციის, მაიაკოვსკის, დიდუბის და პაიჭაძის ქუჩებს; · მტკვრის მარცხენა სანაპირო […]

უკლებლივ ყველა ფაქტორი მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უკლებლივ ყველა ფაქტორი მიანიშნებს, რომ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება იქნება დადებითი, რადგან არ არსებობს საპირისპირო არგუმენტაცია. მისი თქმით, ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა დისკუსიის შინაარსთან დაკავშირებით და ცხადი გახდა, რომ ამ თემას საქართველოს საკითხზე უარყოფითი გავლენა ვერ ექნება. “უკლებლივ ყველა ფაქტორი, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 დეკემბერს 12:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, საჯინიბო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გაერო-ს გენერალური ასამბლეა კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოითხოვს

გაერო-ს გენერალური ასამბლეა დღეს კენჭს უყრის იურიდიულად არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, აღნიშნული რეზოლუციის პროექტის ტექსტი მეტწილად ასახავს რეზოლუციის შინაარს, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთმა, პარასკევს ვეტო დაადო. აშშ-ის ამ ნაბიჯის შემდეგ არაბულმა ქვეყნებმა გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიის ჩატარება მოითხოვეს. უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისგან […]

„აზერბაიჯანიდან ბულგარეთში 2023 წელს ექსპორტირებული გაზის მოცულობა 1 მლრდ კუბური მეტრი იქნება“ – ალიევი

აზერბაიჯანის გაზის მიწოდება ბულგარეთში 2023 წელს დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ჩვენი გაზის მიწოდება ბულგარეთში ორი წლის წინ დაიწყო. 2021 წელს მიწოდებული იყო 270 მილიონი კუბური მეტრი. 2022 წელს მიწოდების მოცულობამ 500 მილიონ კუბურ მეტრზე ცოტა მეტი შეადგინა. წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი იქნება“, […]

ბჟანიას მტკიცებით, დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 11 დეკემბერს ე.წ. პრეზიდენტმა და ე.წ. პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს “აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები”. ე.წ. პრეზიდენტის, ასალან ბჟანიას მტკიცებით, აფხაზეთი დღევანდელი გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია. მისივე აზრით, დასავლეთს, რომელსაც წარმოადგენს შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები, არ სურს აფხაზეთის დანახვა მსოფლიოს ნაწილად. “მათ […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში უკრაინული, „ტოჩკა-უ“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. „დღეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტოჩკა-უ“ ტიპის ტაქტიკური რაკეტის გამოყენებით. უკრაინული რაკეტა განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბელგოროდის ოლქში,“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის შუა რიცხვებში გაავრცელა ინფორმაცია, […]

BBC – ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისის ცენტრისკენ მიიწევენ

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები ღაზას სექტორის ქალაქ ხან-იუნისის ცენტრისკენ მიიწევენ. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, ქალაქი დაუყოვნებლივ დატოვონ. ხან-იუნისის საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკას ელექტროენერგია, წყალი და საჭირო მედიკამენტები არ მიწოდება. პარალელურად კი, ჩრდილოეთ ღაზადან ისრაელის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ისრაელის თავდაცვამ საჰაერო თავდასხმა მოიგერია. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომს ამ დრომდე სულ […]