გიორგი კვირიკაშვილი – საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს – ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს

საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს – ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, უერთდება საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, „მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების გაძლიერების უნიკალური შანსი და […]
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ევროპის თავდაცვის ჰაბი უნდა შეიქმნას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და ევროპის თავდაცვის ჰაბის შექმნის იდეაზე ისაუბრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ზელენსკის თქმით, ასეთი კერა უკრაინის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს, რადგან ქვეყანას ომის შედეგად შეძენილი დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ზელენსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ იდეის განსახორციელებლად უკრაინა მზადაა, ძალიან სწრაფად მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება, […]
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჯივიპი“ წერეთლის გამზირზე ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დღეს, 12 დეკემბერს, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სრულად იცვლება 4.5 კმ წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები. „მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში წერეთლის გამზირზე […]
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რუსეთიდან დაადეპორტებენ მოზარდებს, რომლებმაც პეტერბურგში მარადიული ცეცხლი ჩააქრეს

რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის კრასნოსელსკის რაიონში სკოლის მოსწავლეებმა მარადიული ცეცხლი ჩააქრეს. პოლიციის გადაწყვეტილებით, მოზარდებს და მათ ოჯახებს დაადეპორტებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ პოლიციამ მოზარდების ოჯახები შეამოწმა და გაირკვა, რომ ისინი რუსეთში მიგრაციის კანონების დარღვევით ცხოვრობდნენ. საუბარია ერთი ოჯახიდან 10 და 14 წლის ძმებზე, და კიდევ ერთ 12 წლის ბიჭზე. მათ 10 დეკემბერს, ლენინის გამზირისა და 9 […]
“სქარლეთსი” – “შავი ლომის” მომავალი მეტოქე

“შავი ლომი” ჩელენჯ თასის ისტორიულ სეზონს აგრძელებს. ჩვენი გუნდი უელსში მიემგზავრება, სადაც მეორე ტურში ჰლანეჰლიში ადგილობრივ “სქარლეთს” შეერკინება. თამაში 15 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:55 საათზე, Parc y Scarlets-ზე დაიწყება. 1995 წელს რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ სამოყვარულო და ნახევრად სამოყვარულო კლუბები გაერთიანდნენ და პროფესიული ფრენჩაიზები, რეგიონული ნაკრებები შექმნეს, ისე, როგორც ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა […]
ბითაძის შედეგიანი მატჩი და “ორლანდოს” მორიგი გამარჯვება [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ორლანდო მეჯიქმა” “კლივლენდ კავალიერსი” 104:94 დაამარცხა. “მეჯიქის” რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 29:01 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება მიითვალა. “ორლანდოდან” საუკეთესო პაოლო ბანჩერო გახდა, გუნდის ლიდერმა 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. “კლივლენდიდან” დარიუს გარლანდმა საკუთარ გუნდს 36 […]
ქვეყნის მასშტაბით, 3036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული, 2012 წლიდან დღემდე კი სუროგაციის გზით 5393 ბავშვი დაიბადა

ქვეყნის მასშტაბით, 3036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული, 2012 წლიდან დღემდე კი სუროგაციის გზით 5393 ბავშვი დაიბადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროს, სერვისების განვითარების სააგენტოდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2012 წლიდან დღემდე, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებიდან 54 მკვდრადშობილი იყო. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სუროგაციის გზით ყველაზე მეტი ბავშვი – 933, 2023 წლის 11 თვეში დაიბადა, მათ შორის […]
დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელეტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 დეკემბერს, თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის […]