ბირთვული სახელმწიფოები სამშობლოს დასაცავად ომში არასდროს და არავისთან დამარცხებულან – მედვედევი

ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომელსაც სამშობლოს დასაცავად აწარმოებდნენ, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა. “რამდენიმე ხნის წინ დავწერე აქ, ჩემს „ტელეგრამ“ არხზე: “ბირთვული სახელმწიფო არ შეიძლება დამარცხდეს ომში.” მყისვე გამოხტნენ ცბიერი გულის შემზარავი შეძახილებით: “არა, სულაც არ არის ასე, თუნდაც შეერთებულმა შტატებმა წააგო ომებში.” – ეს აშკარა […]

მადრიდის რეალი ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობას ულოცავს

საფეხბურთო კლუბმა მადრიდის რეალმა ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობა მიულოცა. “გილოცავთ ესპანური სპორტისთვის შენს ისტორიულ ტრიუმფს. ვამაყობთ, რომ შენაირი დიდებული მადრიდისტა UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა”. – დაწერა საფეხბურთო კლუბმა Instagram-ზე. ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი გახდა. მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ

ისრაელი აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ – გავაგრძელებთ პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაშია აღნიშნული. „იმ შენიშვნების ფონზე, რომელიც ბოლო დროს გაისმა საერთაშორისო საზოგადოებაში ისრაელისთვის პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარების თავს მოხვევის მცდელობის შესახებ, დღეს მთავრობას დასამტკიცებლად წარვუდგენ ამ საკითხზე დეკლარაციულ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, რომ […]

დავით მჟავანაძე – ნაცვლად იმისა, რომ მდინარე ნატანებზე ქვა-ღორღის მოპოვებაზე აუქციონის შესახებ ყოფილიყო საჯარო ინფორმაცია მოსახლეობისთვის, ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეს amazon.com-ზე – ეს არის კორუფციის კლასიკური მაგალითი

ნაცვლად იმისა, რომ მდინარე ნატანებზე ქვა-ღორღის მოპოვებაზე აუქციონის შესახებ ყოფილიყო საჯარო ინფორმაცია მოსახლეობისთვის, ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეს amazon.com-ზე. ეს არის კორუფციის კლასიკური მაგალითი და ძმები თალაკვაძეების გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა. მჟავანაძე პროკურატურას მოუწოდებს, რომ აღნიშნული ფაქტით დაინტერესდეს. „მინდა გამოვეხმაურო მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიერ გამოცხადებულ […]

მამუკა ხაზარაძე ფერმერებს შეხვდა და ლამისყანური ხახვიც მოინახულა

“ლელო”-ს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართველ ფერმერებს შეხვდა და მათი მოყვანილი, ეკოლოგიურად სუფთა ხახვი მოინახულა. ასევე გაეცნო მათ პრობლემებს და გამოწვევებს. “ლამისყანაში რამდენიმე ფერმერს ვესტუმრე. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავთ. ბევრი პრობლემა აქვთ – ტექნიკა, მელიორაცია, დისტრიბუციის სტაბილური ჯაჭვი,ხშირ შემთხვევაში, კონკურენტი – უხარისხო, იმპორტული პროდუქცია. ასევე დიდი პრობლემაა ინფორმაციის და პროფესიული გადამზადების არ არსებობა, სოფლის მეურნეობა საქართველოში […]

“ქამარს აუცილებლად დავიბრუნებ, თოფურიასთან მატჩრევანში მსურს” – რა თქვა ვოლკანოვსკიმ ბრძოლის შემდეგ

UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ თოფურიასთან მატჩრევანში სურს. “თავიდან კარგად დავიწყე, საწყის წუთებში თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ მისი უპირატესობა ძალა იყო. ისღა დამრჩენია, ილიას გამარჯვება მივულოცო, მან კარგად იმუშავა. მატჩრევანში მსურს, არ აქვს მნიშვნელობა ბრძოლა სად იქნება. ვფიქრობ, […]

ირაკლი ფავლენიშვილი – უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის

უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ფორუმებზე საქართველო წარმოდგენილია პოლიტიკური დუბლებით, „რაც ეროვნული ინტერესების რეალიზების შანსს ამცირებს“. „უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ […]

ჩინეთმა აშშ-ში საქონლის იმპორტზე პირველობა დაკარგა

20 წლის განმავლობაში პირველად, ჩინეთმა აშშ-ში საქონლის იმპორტზე პირველობა დაკარგა. ამის შესახებ ABC News-ი აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს ყველაზე დიდი იმპორტიორი შეერთებულ შტატებში, მთელი ამერიკული იმპორტის 15%-ზე მეტი წილით, მექსიკა იყო, საიდანაც მიწოდება წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და $475 მლრდ-ს მიაღწია. ამავდროულად, ჩინეთის იმპორტის ღირებულება 20%-ით, $427 მლრდ-მდე, ხოლო […]

„ნოვაია გაზეტა“: ნავალნის ცხედარი სალეხარდის საავადმყოფოშია

„ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით ციხეში დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის საავადმყოფოში მორგშია დასვენებული და მას 17 თებერვლის მონაცემებით აუტიფსია ჩატარებული არ ჰქონდა. წყარო გამოცემას ეუბნება, რომ ნავალნის ცხედარი კლინიკაში 16 თებერვალს გადაასვენეს მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ციხეში დაღუპულთა ცხედრებს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ასვენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი გაურკვეველი მიზეზით ცხედარი კლინიკაში მიიტანეს: „სხეული […]

“ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე მხარდაჭერა ევროპულ გზაზე” – საფრანგეთის ევროპისა და საგრეო საქმეთა მინისტრი

“ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე მხარდაჭერა ევროპულ გზაზე” – საფრანგეთის ევროპისა და საგრეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ფრნაგ კოლეგასთან, სტეფან სეჟურნესთან. შეხვედრის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ზე წერს: “ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საფრანგეთის მხარდაჭერა ევროპულ გზაზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ […]