ჩინეთმა ირანში ინვესტიციები წელიწადში 10-ჯერ გაზარდა – Spiegel

ჩინეთი აძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს ირანთან. ურთიერთობების განმტკიცების დინამიკა შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რადგან 2023 წელს ჩინეთის ინვესტიციები ირანის ეკონომიკაში 200 მილიონი დოლარიდან 2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ Spiegel ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით იუწყება. ჩინური ინვესტიციები ძირითადად მიმართულია ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და სამთო დარგების პროექტებზე. თეირანისთვის ჩინეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, რადგან ის ირანული ნავთობის მთავარი მყიდველია. […]
მაკა ბოჭორიშვილი – სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს

სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს, – ასე შეაფასა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაშია საქართველოს ხელისუფლებასთან და იმ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, რომელიც შეიძლება საქართველოსთვის საზიანო იყოს. „სამწუხაროდ, პირველად არ […]
სალომე ზურაბიშვილი – საერთო საფრთხეების წინაშე ერთობა ჩვენი ყველაზე ძლიერი თავდაცვაა

გაფართოება არ არის მხოლოდ პროცედურული საკითხი – ეს ეგზისტენციალურია ჩვენთვის – საქართველოსთვის და თქვენთვის – ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. „საერთო საფრთხეების წინაშე ერთობა ჩვენი ყველაზე ძლიერი თავდაცვაა. ერთად, უნდა შევეწინააღმდეგოთ ავტოკრატიებს და დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მედვედევი: გამოვიყენებთ მთელ არსენალს, თუ რუსეთის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებას შეეცდებიან

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამარხზე წერს, რომ ნებისმიერი მცდელობა, რუსეთი 1991 წლის საზღვრებში დააბრუნონ, გლობალურ ომს და ბერლინზე, ლონდონსა და ვაშინგტონზე დარტყმებს გამოიწვევს: „რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს, თუ მის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებას შეეცდებიან“. მისივე სიტყვებით, „ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომლითაც სამშობლოს იცავენ“. „ასე რომ, დროა დააბრუნონ ყველაფერი, ვიდრე ძალიან […]
მერაბ დვალიშვილი UFC-ში შემდეგ ბრძოლას ტიტულისთვის გამართავს

მერაბ დვალიშვილი UFC-ში შემდეგ ბრძოლას ტიტულისთვის გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ UFC-ს პრეზიდენტმა ღონისძიების შემდგომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. დღეს, 18 თებერვალს UFC-ში გამარჯვება ორმა ქართველმა მებრძოლმა იზეიმა. მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა, ილია თოფურია კი პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. დვალიშვილმა მეორე რაუნდში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ […]
სალომე ზურაბიშვილის განცხადებები კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური უვიცობაა – ნინო წილოსანი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური უვიცობაა – ნინო წილოსანი მისი [პრეზიდენტის] ბრძოლა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ წყალში ჩაყრილია მისი ახლანდელი მოქმედებებიდან გამომდინარე. ვხედავთ ამ ადამიანის ორ სახეს – ერთი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ებრძოდა და მეორე, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლიერებს, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. „მისი განცხადებები კოალიციურ […]
ვისთვისაც მისაღები იყო, საქართველოს ინტერესზე მაღლა ვიწროპარტიული ინტერესი დაეყენებინა, ამ ჯგუფებთან გარიგებას გეგმავს ზურაბიშვილი, უფრო სწორად, უკვე გარიგებულია

ვისთვისაც მისაღები იყო, საქართველოს ინტერესზე მაღლა ვიწროპარტიული ინტერესი დაეყენებინა, ამ ჯგუფებთან გარიგებას გეგმავს ზურაბიშვილი, უფრო სწორად, უკვე გარიგებულია როდესაც ქართველ ამომრჩეველს შეკვეთებს აძლევენ იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს მათი არჩევანი, ეს სწორი არ არის, ამას უნდა დაანებონ თავი და საკუთარი ქმედებები, იდეოლოგია, მსოფლმხედველობა უნდა მოიყვანონ შესაბამისობაში ქართველი ხალხის ნებასთან და არა პირიქით, ბრძანებებს გასცემდნენ ქართველი […]
„თამაშობანა“ მზიურში მულტიფუნქციური სივრცის გახსნას გეგმავს

ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი „თამაშობანა“, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სამაგიდო თამაშების ნაირსახეობას სთავაზობს, წელს ახალ, მულტიფუნქციურ სივრცეს ხსნის. ამის შესახებ BM.GE-სთან „თამაშობანას“ დამფუძნებელმა, ნაუ სონღულაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი სივრცე მზიურში განთავსდება. თუმცა, საჭირო ინვესტიცია ამ ეტაპზე არ სახელდება. „ახალი მულტიფუნქციური სივრცე დაახლოებით 1000 კვ.მ ფართობზე იქნება განთავსებული და დაბადების დღის ჩასატარებელ […]
რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. როგორც რუსული მედია წერს, 16 და 17 თებერვალს რუსეთის 37 ქალაქში 401 ადამიანი დააკავეს. აქედან ყველაზე მეტი – 200-ზე მეტი – სანქტ-პეტერბურგში, 49- მოსკოვში, 19 – სტავროპოლში. OVD-Info-ს ცნობით, დაკავებულთა შორის 4 ჟურნალისტია. დაკავებულებს ემუქრებათ 500 რუბლიდან 50 ათას რუბლამდე ჯარიმის გადახდა და პატიმრობა […]
აშშ-ის ელჩი მოსკოვში ნავალნის იმპროვიზებულ მემორიალთან მივიდა

რუსეთში აშშ-ის ელჩი 18 თებერვალს მოსკოვში მივიდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად იმპროვიზებულად შექმნილ მემორიალთან, „სოლოვეცკის ქვასთან“ მაშინ, როცა რუსეთის ხელისუფლებამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა საპატიმროში 16 თებერვალს გარდაცვლილი პოლიტიკოსის ხსოვნის აქციებზე. ელჩმა, ლინ ტრეისიმ ფოტო გადაიღო „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის მემორიალთან, „სოლოვეცკის ქვასთან,“ რომელიც ნავალნისთვის პატივის მიგების მთავარ ადგილად გადაიქცა. „დღეს „სოლოვეცკის ქვასთან“ გვგლოვობთ […]