ბირთვული სახელმწიფოები სამშობლოს დასაცავად ომში არასდროს და არავისთან დამარცხებულან – მედვედევი

ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომელსაც სამშობლოს დასაცავად აწარმოებდნენ, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.
“რამდენიმე ხნის წინ დავწერე აქ, ჩემს „ტელეგრამ“ არხზე: “ბირთვული სახელმწიფო არ შეიძლება დამარცხდეს ომში.” მყისვე გამოხტნენ ცბიერი გულის შემზარავი შეძახილებით: “არა, სულაც არ არის ასე, თუნდაც შეერთებულმა შტატებმა წააგო ომებში.” – ეს აშკარა სიცრუეა. მე არ ვსაუბრობდი ვიეტნამზე, ავღანეთზე ან ათობით სხვა ადგილზე, სადაც ამერიკელები აწარმოებდნენ კოლონიურ-დამპყრობლურ ომებს. მე დავწერე ისტორიული ომების შესახებ, რომელშიც სამშობლოს, საკუთარი მიწის, ხალხისა და ღირებულებების დაცვა ხდება. ეს ის ომებია, რომელიც ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს და არავისთან წაუგიათ“, – წერს მედვედევი.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ხორგუანი გიორგი გვარაკიძეს – როდესაც სტუდენტს აუდიტორიის წინ აკავებთ და ამის გამბედაობა გაქვთ, კირიენკოს მიმართ თუ დაიწყებთ გამოძიებას?! – ეს გამბედაობა თუ გეყოფათ? – რატომ გეშინიათ? იოლია ხომ სტუდენტის დაჩაგვრა?!