მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ – დანიის პრემიერი

დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციაზე განაცხადა. ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საბრძოლო მასალები უკრაინას. „მაგრამ უკრაინა ჩვენგან საბრძოლო მასალას და არტილერიას ახლა ითხოვს. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ამიტომ, მაპატიეთ, მეგობრებო, ევროპაში არის სამხედრო ტექნიკა, ეს არ […]
ზურაბიშვილი: EU-ს გაფართოება საქართველოსთვის და EU-სთვისაც ეგზისტენციალურია

დარწმუნებული ვარ, რომ იპოვით წარმოსახვასა და შემოქმედებითობას იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია: ერთსულოვნება, პროცედურები, რაც არის პირველი და უკანასკნელი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გაფართოება ჩვენთვის ეგზისტენციალურია, არ არის პროცედურული, მოწონების ან არ მოწონების საკითხი, არჩევანი არ გვაქვს. მინდა გაგიზიაროთ, რომ გაფართოება დღეს თქვენთვისაც ეგზისტენციალურია, რადგან თუ შეხედავთ გლობალურ სურათს, იხილავთ იმას, რაც, ვფიქრობ, ზოგჯერ […]
მედია – უკრაინა პირველ F-16-ებს ივნისში მიიღებს

პირველი ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის ცაზე დაახლოებით 2024 წლის ივნისში გამოჩნდება, – ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy იუწყება. „ვფიქრობ, ივნისში ჩვენ ვიხილავთ მათ (F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს) უკრაინაში“, – ციტირებს გამოცემა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს, არვიდას ანუსაუსკასს. Foreign Policy წერს, რომ იგივე დრო დაადასტურა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილე სხვა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა. გამოცემის […]
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაიწყეს

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას შეუდგა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები. ბუქარესტში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ჩვენი გუნდი სრული – 10-კაციანი გუნდით მონაწილეობს. აქედან ოთხმა კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო, გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმაც. გივი მაჭარაშვილი (97 კგ), რომელიც ბუქარესტს ევროპის ჩემპიონის რანგში ეწვია, პირველ შეხვედრაში ლიეტუველი მეტოქე 13-2 დაამარცხა. 4-2 მოუგო ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ბელარუს ალექსანდრ ხუშტინს. 7-2 დაამარცხა […]
უკრაინელებმა რუსი მაღალჩინოსანი მოკლეს

უკრაინელებმა რუსეთის მე-18 არმიის მეთაურის მოადგილე მოკლეს. უკრინული მედიის ცნობით, მაგომედალი მაგომეჟანოვი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში, ყირიმში, საავადმყოფოში საომარი მოქმედებების დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მაგომეჟანოვი რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის 61-ე საზღვაო ქვეით ბრიგადას ხელმძღვანელობდა.
Новая газета: ნავალნის ცხედარი სალეხარდის მორგში იპოვეს

“ნოვაია გაზეტა” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი ქალაქ სალეხარდის მორგში იპოვეს. 17 თებერვლის მდგომარეობით, მას ექსპერტიზა არ ჩატარებია, თუმცა გამოცემასთან წყარო ამბობს, რომ მას სისხლჩაქცევები აღენიშნება. ის ასევე აღნიშნავს, რომ ჩალურჯებები, შესაძლოა, გულის არაპირდაპირი მასაჟის შედეგად იყოს გაჩენილი. “როგორც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე სასწრაფო დახმარების მუშაკს, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დაზიანებები, როგორც მათ […]
რუსეთში 400-ზე მეტი პირი დააკავეს ალექსეი ნავალნის ხსოვნის აქციებში მონაწილეობისთვის

რუსეთის ქალაქებში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართული აქციების დროს. ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა სასჯელაღსრულების კოლონიაში. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მძაფრი ოპონენტის, 47 წლის ნავალნის უეცარი სიკვდილი დიდი დარტყმა იყო მრავალი რუსისთვის, რომლებიც მასზე მომავლის იმედებს ამყარებდნენ. ასობით ადამიანი ყვავილებითა და სანთლებით მივიდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან და ძეგლებთან და […]
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს

საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამო. „ეს არის […]
სალომე ზურაბიშვილი – ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია

ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია. ეს არ არის პროცედურის საკითხი, ან მოწონება არ მოწონების საკითხი. არჩევანი არ არსებობს. გაფართოება ევროკავშირისთვისაც ეგზისტენციალური საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. „თუ შევხედავთ გლობალურ სურათს, ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთი არამხოლოდ შეიჭრა უკრაინაში, ემუქრება ჩვენს […]
ჯიმ ო’ბრაიენი – აშშ მოუთმენლად ელის პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას 2024 წელს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. ქართველ დიპლომატთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე თავად ო’ბრაიენი ეხმაურება: „როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ვუთხარი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრისას, აშშ მოუთმენლად ელის მასთან და პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას 2024 წელს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის”,-წერს […]