იმპორტიორები დემპინგური ფასებით ადგილობრივი მწარმოებლების მარწყვის ფასს აგდებენ – „პლანტველი“

„მარწყვის იმპორტიორებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ შემოვიდნენ და, თუნდაც, დემპინგური ფასებით ადგილობრივი მწარმოებლების მარწყვის ფასი დააგდონ“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას მარწყვის ბიომეურნეობა „პლანტველის“ დამფუძნებელმა და მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა მანანა ანჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, იმპორტირებული მარწყვი ხშირად უხარისხოა და ფასიც დაბალი აქვს და ადგილობრივ მწარმოებლებს მათთან კონკურენციის გაწევა უჭირთ. ამ მიზეზით ძალიან ბევრმა […]
გიორგი გიგაშვილმა Terrence Judd-Hallé-ის ჯილდო მოიგო

პიანისტ გიორგი გიგაშვილს, მანჩესტერში, დიდ ბრიტანეთში, Terrence Judd-Hallé ჯილდო გადაეცა. პრემია ყოველ წელს ერთ პიანისტს გადაეცემა. 2024/25 წლის გამარჯვებული, გიორგი გიგაშვილი, BBC Radio 3-მა აირჩია.
$7 მილიონიანი Ibis Styles Old Tbilisi-ს მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება – როგორი იქნება ახალი სასტუმრო კალაუბანში

კოტე აფხაზის N39 -ში კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის ბრენდის ახალ სასტუმროს – ibis Styles Old Tbilisi Hotel აშენებს, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება. როგორც „კომერსანტს“ პროექტის მენეჯმენტ კომპანია PDP-ში უთხრეს, მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და მისი დასრულება 2024 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. არქიტექტურული სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გახანგრძლივება მფლობელმა კომპანიამ რამდენჯერმე მოითხოვა. […]
სერბეთის პრეზიდენტმა იდუმალებით მოცული პოსტი გამოაქვეყნა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბები გააფრთხილა „მძიმე დღეების“ შესახებ, თუმცა რატომ, არ უთქვამს. ვუჩიჩმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წუხელ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად, „სერბეთისთვის მძიმე დღეებია“ და ბოლო 48 საათის განმავლობაში მიღებული ცნობები პირდაპირ საფრთხეს უქმნის სერბეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს. პრეზიდენტი ვუჩიჩი ხალხს დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში აცნობებს, რა გამოწვევების წინაშე დგანან. როგორც სერბეთის პრეზიდენტი […]
უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა – ფლეი-ოფის ფინალში ისლანდია ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ევრო 2024-ზე კვალიფიკაცია მოიპოვა. სანაკრებო გუნდს გამარჯვება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა. “მადლობა ბიჭებო! გმადლობთ, გუნდო! მთელი ქვეყნისთვის მონიჭებული უსაზღვრო ემოციებისთვის. აბსოლუტური გამარჯვებისთვის და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის. კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად: როცა უკრაინელებს უჭირთ, მაგრამ არ ნებდებიან და ბრძოლას აგრძელებენ, მაშინ აუცილებლად იმარჯვებენ. იმ დროს, […]
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. მთავრობის ცნობით, სამოქმედო გეგმა ყველა უწყების ჩართულობით დამუშავდა და ის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. “სხდომაზე განიხილეს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრინციპების საფუძველზე. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და […]
“გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!” – აშშ-ის საელჩო

“გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!” – ამის შესახებ აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა და ეროვნულ ნაკრებსა და მთელ საქართველოს ისტორიული გამარჯვება მიულოცა. “ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას. გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!” – წერს საელჩო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთს, პენალტების სერიაში 4:2 მოუგო. საქართველო […]
“გილოცავთ!” – სალომე ზურაბიშვილისა და შოთი არველაძის მილოცვა

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრებს და გულშემატკივრებს გამარჯვებას ულოცავს. მან შოთი არველაძესთან ერთად გადაღებული მისალოცი მიმართვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
თეთრი სახლი – მნიშვნელოვანია, ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და რაფაჰის მოსახლეობის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს და სამხედრო ოპერაციები სტრატეგიული სიზუსტით ჩაატაროს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ჯეიკ სალივანმა იოავ გალანტთან შეხვედრისას ისრაელის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი განიხილა. „მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან […]
კობახიძე: ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად მივიდა. “დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი […]