მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „სამუშაო შეხვედრაზე, კლინიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასეს, განიხილეს ის საჭიროებები, რაც დაწესებულების, სრული დატვირთვით, ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. იმსჯელეს აქტუალურ საკითხებზე, ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურული, კლინიკური და მენეჯმენტის მიმართულებით. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა გადაიჭრას […]

ზღვარგადასული ლიბერალიზმი არის ფერადი ფაშიზმი და ამ თითქოსდა უფლებების სახელით ჩვენი უუფლებობამდე მიყვანა სურთ

„როცა შენ გიპირისპირდებიან სახელმწიფო და პოლიტიკურ დონეზე, აუცილებელია შექმნა სამართლებრივი ბერკეტები, რომ დაიცვა თავი, მომავალი და შენი შვილები,” – ამით ხსნის „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ავტორია მმართველი გუნდი. როგორც თამთა მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აუცილებელია ამ ინიციატივის კანონად ქცევა, რადგან როცა ქვეყანას უპირისპირდებიან, აუცილებელია შექმნა სამართლებრივი ბერკეტები. […]

ყველაფერზე მოუწევთ პასუხისგება -დაჩი ბერაია მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე

არანაირი შეხება არ მაქვს არც ტენდერთან და შესაბამისად, მთელი ეს ისტორია, რაც მოვისმინეთ იყო სიცრუე,“ – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დაჩი ბერაია და ასე პასუხობს მისი მისამართით ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ეთერით გაჟღერებულ ბრალდებებს. საუბარი შეეხებოდა ხობში მიმდინარე ტენდერებთან ბერაიას კავშირებზე გასულ დეზინფორმაციას. „არანაირი შეხება არ მაქვს არც ტენდერთან და შესაბამისად, მთელი ეს ისტორია, რაც მოვისმინეთ […]

მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. „ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში გასულ ღამეს უეფა-ს ევრო 2024-ზე კვალიფიკაციას ვულოცავთ. თქვენმა შრომამ შედეგი გამოიღო! წარმატებებს და დაუვიწყარი მომენტებით სავსე ტურნირს გისურვებთ“, – წერს მაია სანდუ X-ზე. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო […]

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა. „დღეს არის უბედნიერესი დღე. ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. პირადად მე, როგორც გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს, 1994 წლიდან. ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. მინდა, გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რაც ბიჭებს უკვე ვუთხარი. […]

დღეს მთავრობის სხდომაა – მინისტრები 15 საკითხს განიხილავენ

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაზე, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება, მინისტრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხს განიხილავენ: · საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ვეფხვისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის №750 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი; · საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს […]

ავოკადო ბაზარზე 200%-იანი ფასნამატით იყიდება – იმპორტი ბოლო ხუთ წელში 6-ჯერ გაიზარდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 622 860 დოლარის ღირებულების 335.62 ტონა ავოკადოს იმპორტი განხორციელდა. (1კგ- 5ლ) ორი თვის მანძილზე, თურქეთიდან 377 130 დოლარის ღირებულების 270.57 ტონა ავოკადო (ახალი ან ხმელი ავოკადო) შემოვიდა. ნიდერლანდებიდან 245 400 დოლარის ღირებულების 65.03 ტონა. საფრანგეთიდან კი 330 დოლარის ღირებულების 0.02 ტონა თურქეთიდან იმპორტირებული 1კგ ავოკადოს ღირებულებამ ($1.39) 3.76 ლარი, ნიდერლანდებიდან იმპორტირებული […]

სერბეთს მძიმე დღეები ელის, ვიბრძოლებთ, გავიმარჯვებთ – ვუჩიჩი უცნაურ პოსტს აქვეყნებს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა უცნაური პოსტი – სქრინი, რომელშიც ქვეყნის ლიდერი მოსახლეობას მძიმე დღეების შესახებ აფრთხილებს და გამარჯვებას ჰპირდება. “სერბეთს რთული დღეები ელის. ამჟამად, რთულია, ვთქვა, რა ამბები გავიგეთ ბოლო 48 საათში. ისინი პირდაპირ ემუქრებიან ჩვენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს, სერბეთსა და სერბებს. სერბ ხალხს მომავალ დღეებში გავაცნობ პრობლემებს, რომლებიც წინ გველის. […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ჩვენი პოზიცია უცვლელია – უკრაინის მიერ მისი ტერიტორიის გარეთ თავდასხმების განხორციელებას მხარს არ ვუჭერთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ”ჩვენი პოზიცია ამ ომის დაწყებიდან ყოველთვის იყო, რომ უკრაინის მიერ მისი ტერიტორიის გარეთ თავდასხმების განხორციელებას მხარს არ ვუჭერთ და არ ვახდენთ ამის წახალისებას”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო […]

პიტერ ფიშერი, ჰავიერ კოლომინა, მაია სანდუ, საელჩოები საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავენ

26 მარტს დინამო არენაზე გამართულ თამაშზე საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. საქართველო და მისი საფეხბურთო ნაკრები დილიდან მილოცვებს იღებს. საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში წერს. „ვულოცავ საქართველოს. საქართველომ გეზი აიღო გერმანიაში ევრო 2024-სკენ. იმედია იქ შევხვდებით“, […]