ბრაზილიამ და საფრანგეთმა ამაზონის ტროპიკული ტყეების დასაცავად 1 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პროგრამა შექმნეს

ბრაზილიამ და საფრანგეთმა ამაზონის ტროპიკული ტყეების დასაცავად 1 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პროგრამა შექმნეს, – ამის შესახებ განცხადება ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაავრცელეს. ემანუელ მაკრონი, რომელიც ბრაზილიაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას ამაზონის ტროპიკული ტყეების დაცვის ერთობლივი ინიციატივის წარსადგენად ბელენში შეხვდა. „აქ, ბელენში, […]
გუსტავო პოიეტი: ჩემი ფეხბურთელები განადგურებული არიან

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა: “უპირველეს ყოვლისა, საქართველოს და ვილი სანიოლს გამარჯვებას ვულოცავ. თამაშის დასრულებისას მისი ნახვა ვერ მოვახერხე და მილოცვას გადავცემ. რთული შეხვედრა იყო. ბიჭები განადგურებული არიან. მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არ გაუმართლათ. როდესაც ბოლომდე იხარჯები და მარცხდები, ეს ძალიან მტკივნეულია. ბოლო ორ მატჩში გოლი არ გავუშვით და […]
პენტაგონი – აშშ მზადაა, დაიცვას ნატო-ელი მოკავშირეები თავდასხმის შემთხვევაში

შეერთებული შტატები მზადაა, შეასრულოს ნატო-ს ვალდებულებები და დაიცვას თავისი მოკავშირეები თავდასხმის შემთხვევაში, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, საბრინა სინგმა განაცხადა. “ამ ადმინისტრაციას არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენ დავიცავთ ნატო-ს თითოეულ დუიმს, თუ ნატო-ს მოკავშირეს თავს დაესხმებიან – ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა ამის ხილვა- მაგრამ ჩვენ დავიცავთ ნატო-ს თითოეულ დუიმს”, – განაცხადა სინგმა, როდესაც რუსული […]
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:30 საათზეა დანიშნული. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. სასამართლოს დისტანციურად კლინიკა „ვივამედიდან“ სავარაუდოდ, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ჩაერთვება. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა […]
დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 27 მარტს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სუნდუკიანის, რომის, მაზნიაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, არჩილ და გია ქურდიანების და ზაქარია ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან […]
„სტუმარმა“ ღვინის ჩაის სატესტო რაოდენობა იაპონიასა და ევროპის ქვეყნებში გაგზავნა

„სტუმარის“ ინოვაციური პროდუქტი – საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის ჩაი ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ბუკია ამბობს, მანამდე კომპანიამ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსში გაიმარჯვა და ამ კონკურსის ფარგლებში 650 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო. ამას დაემატა 650 000-ლარიანი თანამონაწილეობის თანხა და სულ ჯამური ინვესტიცია 1 300 000 ლარი იყო. ამჟამად […]
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვება გულშემატკივართან ერთად რესპუბლიკის მოედანზე იზეიმა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც შეკრებილ გულშემატკივართან ერთად აღნიშნეს გამარჯვება. რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე „ქართული ოცნების“ წევრები. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს […]
ლიბანში ისრაელის თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ ნაბათიეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ შვიდი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის წყაროების თანახმად, დარტყმის სამიზნე სამხრეთ ლიბანში, სოფელ ჰებარიეში მდებარე ისლამური დაჯგუფების გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის ცენტრო იყო. ცნობისთვის, ისრაელის ავიაიერიშებს გუშინ ლიბანის ჩრდილო-აღმოსავლეთით „ჰეზბოლას“ სამი მებრძოლი ემსხვერპლა.
გაეროს მონაცემებით, სამ თვეში რუსეთში სიკვდილით დასაჯეს 32 უკრაინელი ტყვე

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, რომლის ერთი თავი მთლიანად ეთმობა სამხედრო ტყვეებს. კომისრის ოფისის მიერ მოპოვებული მონაცემებით, სამ თვეში, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსმა სამხედროებმა დახოცეს სულ მცირე 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე. ეს რიცხვი წინა პერიოდებთან შედარებით ყველაზე მაღალია. გაეროს ექსპერტებმა შეძლეს დამოუკიდებელი წყაროებით […]
“ვცდილობთ, ქალების ეკონომიკურად გაძლიერებაში მივიღოთ მონაწილეობა” – „მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2024“-ში 100-მდე ქალი მონაწილეობდა

24 მარტს სასტუმრო ბილტმორში “მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი – 2024” ჩატარდა, სადაც ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად, მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სიმპოზიუმის შედეგებზე დეტალურად „ქალების ნარატივში“ “ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის” დამფუძნებელმა, თეა ადუაშვილმა ისაუბრა.