უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა – ფლეი-ოფის ფინალში ისლანდია ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ევრო 2024-ზე კვალიფიკაცია მოიპოვა. სანაკრებო გუნდს გამარჯვება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა.
“მადლობა ბიჭებო! გმადლობთ, გუნდო! მთელი ქვეყნისთვის მონიჭებული უსაზღვრო ემოციებისთვის. აბსოლუტური გამარჯვებისთვის და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის.
კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად: როცა უკრაინელებს უჭირთ, მაგრამ არ ნებდებიან და ბრძოლას აგრძელებენ, მაშინ აუცილებლად იმარჯვებენ.
იმ დროს, რაცა ყოველდღე ჩვენს განადგურებას ცდილობენ, ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ: უკრაინელები არიან და იქნებიან! უკრაინა არის და იქნება! მადლობა გამარჯვებისთვის! დიდება უკრაინას!” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?