„რუსეთის ეკონომიკის კრიზისი საქართველოს ეკონომიკას ვერ ჩამოაქცევს“ – სოსო ბერიკაშვილი

„რუსეთის ეკონომიკის კრიზისი საქართველოს ეკონომიკას ვერ ჩამოაქცევს“ – სოსო ბერიკაშვილი „რუსეთის ეკონომიკის კრიზისს საქართველოზე ზოგიერთ სექტორზე გავლენა ექნება, მაგალითად, შეიძლება შემცირდეს ღვინის ექსპორტი, მაგრამ მთლიან ეკონომიკას ეს ვერ დაანგრევს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა რუსეთში სტაგფლაციის პროგნოზზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა დივერსიფიცირებულია და რუსეთის პრობლემები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ვერ […]

„ჩინელი პარტნიორები მეორეული სტატუსის ავტომობილებზე გარანტიას ვერ იძლევიან“ – ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

„ჩინელი პარტნიორები მეორეული სტატუსის ავტომობილებზე გარანტიას ვერ იძლევიან“ – ავტოიმპორტიორთა ასოციაცია ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის ალექსი ნონიაძის თქმით, ჩინური მხარე საქართველოში ადგილობრივი წარმოების ავტომობილების გაყიდვითაა დაინტერესებული. განსაკუთრებული ინტერესი კი ელექტრო ავტომობილებზეა. ამ მიზნით თბილისში, ჩინელ და ქართველ ავტოიმპორტიორთა შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ჩინური მხარიდან ტიანჯინის მუნიციპალური კომერციის ბიუროს ხელმძღვანელი, გუ ტინქსინი, Harbour Bonded Area-ის ადმინისტრაციული ბიუროს, […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 ნოემბერს ქუთაისში +20 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. იწვიმებს ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა […]

თბილისის ქუჩები, სადაც ელექტრომომარაგება დღეს შეიზღუდება

თბილისის ნაწილს დღეს – 22 ნოემბერს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვა გავრცელდება. გლდანის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 […]

საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება

საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათში დაიწყება. სხდომას კლინიკა “ვივამედიდან” სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ 4 პირს. მათი საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

პესკოვმა ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა, რომ „ორეშნიკის“ გამოყენება ამერიკელებს აცნობეს

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა, რომ რუსეთმა აშშ-ს წინასწარ აცნობა უკრაინის წინააღმდეგ ახალი რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენების შესახებ. 21 ნოემბერს, გვიან ღამით, პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ „გაფრთხილება“ რაკეტის გაშვებამდე 30 წუთით ადრე „ავტომატურ რეჟიმში გაიგზავნა“ ბირთვული საფრთხის შემცირების ეროვნული ცენტრის ხაზით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და მუდმივი კავშირი აქვს […]

დღეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „მსწრაფლშემსმენელი“ დღესასწაულია

ეს ხატი იმყოფება ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში და მის შესახებ შემდეგი გადმოცემა არსებობს: მონასტრის საძმოს სატრაპეზოს წინ, კედელზე, ნიშში, ძველი დროიდან დაწერილი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ღირსი მამები, ამ სავანის დამაარსებლის წმიდა ნეოფიტეს დროინდელად მიიჩნევენ. იგი კი მე-10 ს-ში ცხოვრობდა. შეხედავ თუ არა ხატს, ირწმუნებ, რომ იგი ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედია და წარმოშობით საკმაოდ დაცილებული ჩვენს […]

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთის ნაკრები დაამარცხა

„ევრობასკეტ 2025″-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 90:83, დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ამერიკელი კამარ ბოლდუინის დებიუტი შედგა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ საშინაო თამაშს ფინეთის წინააღმდეგ, 24 ნოემბერს 18:50 საათზე, „თბილისი არენაზე“ გამართავს.

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, დღეს, 22 ნოემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს […]

რუსულმა ძალებმა სუმს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 12 ადამიანი

უკრაინის ქალაქ სუმში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. „მტერი „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რეგიონული ცენტრის საცხოვრებელ მიკრორაიონს შეუტია“, – აცხადებენ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში. წუხელ, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ […]