იტალიურმა კლუბმა ერთ დღეში ორი მწვრთნელი დაითხოვა

იტალიის სერია D-ს ბინადარმა “პიაჩენცამ” ერთ დღეში ორი მწვრთნელი დაითხოვა. თავდაპირველად, გუნდმა გვაუწყა, რომ სპორტული დირექტორი ალესიო სესტა და მთავარი მწვრთნელი კარმინ პარლატო გაათავისუფლა. იმავე დღეს კლუბის ახალ მწვრთნელად სიმონე ბენტივოლიო გამოაცხადეს, მაგრამ ეს სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა. ბენტივოლიო 2011 წელს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდა, რის გამოც “პიაჩენცას” ფანებმა მისი დამრიგებლად დანიშნა გააპროტესტეს, აქცია გამართეს და […]

25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება – მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება

25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთი “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძეა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე […]

სტუდენტების ნაწილმა ღამე თსუ-ს ეზოში გაათენა – სტუდენტები პროტესტს განაგრძობენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების ნაწილის პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ღამე თსუ-ს ეზოში გაათენეს. ადგილზე სტუდენტებს 2 კარავი აქვთ გაშლილი, რომლებსაც 24-საათიანი პროტესტისთვის იყენებენ. ადგილზე ასევე სტუდენტებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, უნივერსიტეტის კიბეებზე კი სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერებით: – „სტუდენტები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, „არ შეშინდე, გაბრაზდი“, „რუსეთზე ამაზრზენი რუსმორწმუნე ქართველია“ და […]

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება – ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს

ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის და მოვალეობის შესრულებას შეუდგება. პრემიერ მინისტრის კანდიდატურას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია წარადგენს. პარტია “ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძე დაასახელა. ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს. რეგლამენტის თანახმად, ამ დროის ფარგლებში კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ასევე, ფრაქციები […]

მიხეილ სარჯველაძე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა, სერვისის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამაში გამოვლენილი გამოწვევები განიხილა. ისაუბრეს მათი დაძლევის შესაძლო გზებზე. „შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სოციალური განვითარების კიდევ უფრო გაძლიერებაზე მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციართა ინკლუზიური განვითარების მხარდაჭერა […]

ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში 1,1%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 0,7%-ით გაიზარდა

ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში 1,1%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 0,7%-ით გაიზარდა ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში 1,1%-ით გაიზარდა – განაცხადა ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციამ (ACEA). ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებული ახალი მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 866 397 ათასს მიაღწია გასული წლის ოქტომბრის 856 762 ათასთან შედარებით. ევროპის უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე – გერმანიაში, ეს მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა, ესპანეთში 7,2%-ით. ამასთან, საფრანგეთში […]

ამერიკამ 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციები დაუწესა რუსულ საფინანსო სექტორს

ამერიკამ 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციები დაუწესა რუსულ საფინანსო სექტორს აშშ-ის სანქციების მარეგულირებელმა, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ახალი სანქციები შემოიღო. 50-ზე მეტი ბანკი მოხვდა შავ სიაში (SDN, Specially Designed Nationals List), მათ შორის სისტემურად მნიშვნელოვანი „გაზპრომბანკი“, მისი უცხოური შვილობილი კომპანიები და Dom.RF Bank. შეზღუდვები ასევე დაწესებულია რამდენიმე ათეულ […]

უდაბნოს მტვრის გამო თბილისსა და რუსთავში დაბინძურებული ჰაერია

21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული თბილისში და რუსთავშია. კერძოდ ქალაქ თბილისში აღმაშენებლის გამზირზე […]

ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა! – 25 ნოემბერს, 09:00-ზე, პარლამენტის უკან აქცია ჩაინიშნა

ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა! – ამ სახელწოდებით, 25 ნოემბერს, 09:00-ზე, პარლამენტის უკან აქცია ჩაინიშნა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “ჩემი ხმაა”. მოქალაქეები გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ იმ დროს, როცა “ქართული ოცნება” პირველი სხდომის გამართვას აპირებს. საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი საერთო წარსული გვაერთიანებს და დღევანდელობას ერთნაირად ვგრძნობთ. როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ. თუმცა გვეუბნებიან, რუსეთში გამდიდრებულმა ერთმა […]

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები?

22 ნოემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.7433 ლარი. კურსის ცვლილება +0.51 თეთრი. 1 ევრო – 2.8862 ლარი. კურსის ცვლილება +1.36 თეთრი; 1 გირვანქა სტერლინგი – 3.4640 ლარი. კურსის ცვლილება +1.49 თეთრი; 1 თურქული ლირა – 0.0794 ლარი. ცვლილება +0.03 თეთრი; 100 რუსული რუბლი – 2.7214 […]