რომელია ყველაზე ეკოლოგიური ტურისტული ქალაქი?

რომელია ყველაზე ეკოლოგიური ტურისტული ქალაქი? ფინეთის დედაქალაქმა ჰელსინკმა, პირველი ადგილი დაიკავა ტურისტული მიმართულებების მდგრადობის ინდექსში (Global Destination Sustainability Index). ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ტურისტული მიმართულებების მდგრადობის ინდექსი აფასებს მდგრადობას 70-ზე მეტ ინდიკატორში. შედარება მოიცავს ასზე მეტ ქალაქს მთელს მსოფლიოში, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ მდგრად განვითარებაში. შედარება მოიცავს ასზე მეტ ქალაქს მთელს მსოფლიოში, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ მდგრად […]

„არქი“ 2024-25 წლის სასკოლო ლიგის ოქროს სპონსორი გახდა!

„არქი“ 2024-25 წლის სასკოლო ლიგის ოქროს სპონსორი გახდა! „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა „სასკოლო ლიგასთან“ ოქროს სპონსორის სტატუსით თანამშრომლობა, რადგან ამით ახალგაზრდა თაობას ხელს ვუწყობთ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მიიღონ კარგი განათლება და გახდნენ წარმატებულები მათთვის საინტერესო სფეროში. ვაგრძელებთ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვას. როგორც იცით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სპორტის განვითარება, გამწვანება და ქველმოქმედებაა. ყველა […]

წელს, საქართველოში ავოკადოს იმპორტი 12.2%-ით გაიზარდა – სად ვყიდულობთ?

საქართველოში ავოკადოს იმპორტი 12.2%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში, ქვეყანამ 3,4 მლნ დოლარის ღირებულების 1,471 ტონა ავოკადო შეიძინა. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს 1,310 ტონა ავოკადოში, 2,2 მლნ დოლარი ჰქონდა გადახდილი. რაც შეეხება მთავარ იმპორტიორ ქვეყანას, რეიტინგში ნიდერლანდები ლიდერობს, საიდანაც ქვეყნის მიერ შეძენილი 591 ტონა ავოკადოს ღირებულება, 2 მლნ დოლარს აჭარბებდა. […]

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას

22 ნოემბერს, გამთენიისას აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სუმიში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით შეუტიეს ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონს. სუმის მერის, არტიომ კობზარის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 2 და დაიჭრა 12 ადამიანი. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში სუმიზე დრონებით და რაკეტებით არაერთი შეტევა განხორციელდა. დაიღუპა 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი.

ხმაური თსუ-ში: სტუდენტებს გამთენიისას დაცვის სამსახური შენობის დატოვებას სთხოვდა

ხმაური და დაპირისპირება იყო ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს ათევდნენ. შედეგად, სტუდენტის თქმით, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, რადგან სამი სტუდენტი ცუდად გახდა. მისი თქმით, ერთ-ერთ სტუდენტს ხელითაც შეეხნენ. სტუდენტი ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ მათ აუდიტორიიდან უნივერსიტეტის სხვა სივრცეში გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, […]

„არქი“ 2024-25 წლის სასკოლო ლიგის ოქროს სპონსორი გახდა!

„არქისა“ და „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლიდერი დეველოპერული კომპანია 2024-25 წლის „სასკოლო ლიგის“ ოქროს სპონსორი გახდა. „არქი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას ბავშვებში, ამიტომ ყოველთვის მხარს უჭერს ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის ინიციატივას. მათ შორისაა „სასკოლო ლიგა“, სადაც სასკოლო ტურნირებში, ყოველდწლიურად სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში 100 000 მოსწავლე ჩაერთვება. […]

“არქი” 2024-25 წლის სასკოლო ლიგის ოქროს სპონსორი გახდა!

„არქისა“ და „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლიდერი დეველოპერული კომპანია 2024-25 წლის „სასკოლო ლიგის“ ოქროს სპონსორი გახდა. „არქი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას ბავშვებში, ამიტომ ყოველთვის მხარს უჭერს ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის ინიციატივას. მათ შორისაა „სასკოლო ლიგა“, სადაც სასკოლო ტურნირებში, ყოველდწლიურად სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში 100 000 მოსწავლე ჩაერთვება. […]

ზელენსკიმ რუსეთის მიერ ომის გაფართოების მცდელობად შეაფასა რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ესკალაციისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეაფასა უკრაინის წინააღმდეგ ახალი რუსული რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენება. 21 ნოემბერს, საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ დნეპრს საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“ დაარტყეს. პასუხად, გვიან ღამით სოციალური ქსელებით გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ პუტინმა აღიარა ამ წლის განმავლობაში […]

მედია – უკრაინის უმაღლესი რადას სხდომა გაუქმდა, სახალხო დეპუტატები სამთავრობო კვარტალზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს

უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ნოემბერს დაგეგმილი სხდომა გააუქმა, სახალხო დეპუტატები სამთავრობო კვარტალზე რუსეთის მხრიდან დარტყმის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დეპუტატები გააფრთხილეს დაბომბვის საფრთხის შესახებ და მოუწოდეს შეზღუდონ მათი და მათი ოჯახების ყოფნა სამთავრობო კვარტალში. უმაღლესმა რადას შეხვედრის გაუქმებას უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკოც ადასტურებს.

კიმ ჩენ ინი – არსებული სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება ყველაზე დამანგრეველ თერმობირთვულ ომში გადაიზარდოს

კორეის ნახევარკუნძულზე არსებულმა რთულმა ვითარებამ შეიძლება ყველაზე დამანგრეველი თერმობირთვული ომი გამოიწვიოს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა. „არასოდეს ყოფილან კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტის მხარეები ასეთ საშიშ და მწვავე დაპირისპირებაში, ისეთ სიტუაციაში, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს ყველაზე დამანგრეველ თერმობირთვულ ომში“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებმა […]