ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველით ჩვენს წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა! ვარ შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ოლივერ ვარჰეის მადლობელი ქართული საზოგადოების არჩევანის ცნობისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგულები და მოუთმენლად ველით ჩვენს წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ბორელი: დღეს ჩვენ გადავდგით ისტორიული ნაბიჯი უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისაკენ

დღეს ჩვენ გადავდგით ისტორიული ნაბიჯი უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისაკენ – უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით, მას შემდეგ რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ადასტურებს ჩვენი პარტნიორების ერთგულებასა და თავდადებას ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმების მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი, აყვავებული და […]

ჯაფარიძე: ვულოცავ ქართველ ხალხს მისი ბრძოლის დაფასებას ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ

ვულოცავ ქართველ ხალხს მისი ბრძოლის დაფასებას ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ და მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც გაეხსნა ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ სწრაფად შევძლოთ შემდგომი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმა, რაც უკვე იქნება გამოხატული გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაში. კიდევ ერთხელ […]

ირაკლი ღარიბაშვილი ულოცავს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ სქელში გამოქვეყნებული პოსტით ულოცავს საქართველოს ევროკავშირის წვერობის განდიდატი ქვეყნის სტასუხიის მინიჭებას. “გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუკის გვერდზე. მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოს მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა. ევროკომისიამ […]

ელჩი ჰერჩინსკი და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ბლოკის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს ამ ისტორიულ თარიღს ულოცავენ. “საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის…”, – ამბობს მიმართვაში ელჩი ჰერჩინსკი. დღეს, 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის მიწურულს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა, […]

პრეზიდენტი: ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც სტატუსამდე მიგვიყვანა

დღევანდელი დღე საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის მონუმენტური ეტაპია! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა. საქართველოს ხელახლა გაერთიანება ევროპულ ოჯახთან შეუქცევადი პერსპექტივაა!

“უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა… ამაში უნგრეთი არ მონაწილეობდა” | ორბანი

“უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა. ამაში უნგრეთი არ მონაწილეობდა”, – წერს X-ზე უნგრეთის პრემიერმინისტრი, პუტინის მეგობარი ვიქტორ ორბანი და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. Starting accession negotiations with #Ukraine is a bad decision. Hungary did not participate in the decision. pic.twitter.com/omYLSxefkI— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 14, 2023

გილოცავ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა! – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. “მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპის შეუცვლელი ნაწილია. ისინი იმსახურებენ თავისუფალ და დემოკრატიულ ერად ცხოვრებას, მშვიდობიანად! ვამაყობ ევროკავშირის ამ ღამის გადაწყვეტილებით. გილოცავ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა,” – წერს ლატვიის […]

უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაშიც უნგრეთს მონაწილეობა არ მიუღია – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილებაში უნგრეთი არ მონაწილეობდა”, – წერს ვიქტორ ორბანი. ამასთან, ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.