“ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი, აყვავებული და სტაბილური ევროპისკენ” – ჟოზეფ ბორელი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელ X-ში წერს. “დღეს ჩვენ ვდგამთ ისტორიულ ნაბიჯს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით, მას შემდეგ რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ადასტურებს ჩვენი პარტნიორების ერთგულებას […]

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა. ამის შესახებ მიშელი ტვიტერზე წერს: “ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. საბჭომ მოიწვია […]

ზელენსკი უკრაინისთვის და ევროპისთვის “გამარჯვებას” უწოდებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ევროკავშირის ლიდერების მიერ 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას კიევთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე და მას უწოდა “გამარჯვება” მისი ქვეყნისთვის და ევროპისთვის. “ეს არის გამარჯვება უკრაინისთვის. გამარჯვება მთელი ევროპისთვის. გამარჯვება, რომელიც მოტივაციას გვაძლევს, შთაგვაგონებს და გვაძლიერებს” – წერს ზელენსკი პლატფორმაზე X. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროკავშირის მხრიდან უკრაინასთან და მოლდოვასთან […]

“გილოცავთ! მადლობელი ვარ EU-ს ლიდერების… ჩვენ ვრჩებით ევროპული ინტეგრაციის ერთგულები” | ღარიბაშვილი

“გილოცავთ! მადლობელი ვარ EU-ს ლიდერების… ჩვენ ვრჩებით ევროპული ინტეგრაციის ერთგულები”, – წერს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. “საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა! მადლობელი ვარ ევროპული საბჭოს და ევროკავშირის ლიდერების შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაენის, ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური აღიარებისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგულები და მოუთმენლად ველით წინსვლას ჩვენს […]

ოლაფ შოლცი – ერთი რამ ნათელია: უკრაინა და მოლდოვა ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან

ერთი რამ ნათელია: უკრაინა და მოლდოვა ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი და პერსპექტივა უკრაინისთვის: ევროპულ საბჭოში უკრაინასთან და ასევე მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გადავწყვიტეთ. ერთი რამ ნათელია: ეს ქვეყნები ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან”, – წერს შოლცი.

“მეამაყება, რომ დაპირებები შევასრულეთ და პარტნიორები გავახარეთ” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნან, და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღე, რომელიც ჩვენი კავშირის ისტორიაში დარჩება. მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ.”

“ევროპისკენ მაგ გზით არ წახვიდეთ, – საცობია!” – ბონდო მძინარაშვილი

მოგვცეს! გადავიმეოროთ ბუმბერაზი კლასიკოსები. თითქმის 3 წლის წინ ვთქვი, რომ ევროპა საქართველოს არ დათმობდა. საიდან ვიცოდი?! საიდან და… მოსკოვს შევეკითხე! … მა მე?! – წამოიყვირა სააკაშვილმა და საწოლიდან გადმოვარდა. … რა ქენით, – დაბრუნდით სახლში?! … ხვალიდან როგორ აპირებთ ცხოვრებას, – გერმანულად თუ ბერძნულად?! … ევროპისკენ მაგ გზით არ წახვიდეთ, – საცობია! … აქედან ყველა […]

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი, ის ჩვენთვის ღირსების მაგისტრალია – ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ეხმაურება და საქართველოს მოქალაქეებს წარმატებას ულოცავს. “ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი, ის ჩვენთვის ღირსების მაგისტრალია. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ გამოიჩინეს უდიდესი სიბრძნე, დაუდგნენ გვერდით საკუთარ ხელისუფლებას და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს დღეც დამდგარიყო, ღირსებით, სიამაყით, შემართებით, […]

ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს, ასევე ვულოცავ ჩვენს გუნდს, შრომა დაფასდა – ანრი ოხანაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი საქართველოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს: “ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს, ასევე ვულოცავ ჩვენს გუნდს, შრომა დაფასდა და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც, შრომაზე დაფუძნებით, ენიჭება ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. დიდი მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ნდობისთვის, რომელიც მათ ჩვენს გუნდს გამოუცხადეს. მათ ჰქონდათ რწმენა, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებდით, ეს სწორი იყო,”- აცხადებს ანრი […]

დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის – ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა – პრეზიდენტი

ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “X-ის” პირად გვერდზე წერს. “დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა. საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!” – წერს ზურაბიშვილი.