“8 საათი ვიყავით მაგიდასთან, 26 ქვეყანა დაჟინებით ითხოვდა…” – რას ამბობს ორბანი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე

უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება არის ცუდი გადაწყვეტილება. უნგრეთი არ იღებდა მონაწილეობას ამ გადაწყვეტილების მიღებაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. ორბანი ვიდეომიმართვაში ამბობს: „ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიყავით თითქმის რვა საათის განმავლობაში ბრიუსელში სამიტზე. ჩვენ გვაქვს დიდი დებატები ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ. უნგრეთის პოზიცია მკაფიოა, უკრაინა არ არის მზად, დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების […]

“თაობათა ბრძოლის მიზანი – გავაღწიოთ რუსეთის წიაღიდან, ახლოვდება!” – გია ხარჩილავა

გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის! თაობათა ბრძოლის მიზანი – გავაღწიოთ რუსეთის წიაღიდან ნათელი, თავისუფალი მომავლისკენ, ახლოვდება!

“მადლობელი ვარ ევროპული საბჭოს და ევროკავშირის ლიდერების” – პრემიერი

“საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა! მადლობელი ვარ ევროპული საბჭოს და ევროკავშირის ლიდერების შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაენის, ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგულები და მოუთმენლად ველით წინსვლას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე.”

პრემიერი – მადლობელი ვარ ევროკავშირის ლიდერების საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის – ერთგულნი ვრჩებით და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

მადლობელი ვარ ევროკავშირის ლიდერების საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა! მადლობელი ვარ შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ერთგულნი ვრჩებით და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, – წერს ღარიბაშვილი. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. […]

ჯოზეფ ბორელი – დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით

დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და წევრობის კრიტერიუმებთან საჭირო თავსებადობის დონის მიღწევისას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისადმი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორების ჩვენი საერთო […]

ბადრი ჯაფარიძე – ვულოცავ ქართველ ხალხს მისი ბრძოლის დაფასებას – ახლა ჯერი ჩვენზეა

ვულოცავ ქართველ ხალხს მისი ბრძოლის დაფასებას ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ და მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროპული ინტეგრაციის გზაზე , – აღნიშნულით „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებას ეხმაურება. ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატვა. „ევროკავშირის მხრიდან საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, ეს არის ის […]

ვიქტორ ორბანი – უნგრეთს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია – უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა და უნგრეთს ამ ცუდი გადაწყვეტილების გაზიარება არ სურს

უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, უნგრეთს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს. „აქ, ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრების სამიტზე მოლაპარაკებების მაგიდასთან თითქმის რვა საათი ვიყავით. დიდი დებატები გვაქვს ევროკავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. უნგრეთის პოზიცია ნათელია: უკრაინა მზად არ არის ევროკავშირში წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად. ასეთ […]

თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

მერიის ინფორმაციით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. „ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა”, – ნათქვამია […]

ირაკლი პეტრიაშვილი საზოგადოებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი საზოგადოებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. პეტრიაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბრიუსელიდან ეხმაურება და ევროკავშირის გადაწყვეტილებას ისტორიულ დღეს უწოდებს. ,,ვულოცავ ყველას ამ ისტორიულ დღეს და გაწევრიანების გზის მალე გავლას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, თუ ყველას ექნება სახელმწიფოებრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა გასაკეთებელ […]

სოზარ სუბარი კანდიდატის სტატუსზე – ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი

ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი , – აღნიშნულით “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. სუბარის თქმით, ეს არის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობის და დიდი ძალისხმევის შედეგი. “გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის […]