ქართველი ხალხის ნებამ თავისი სიტყვა თქვა – ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვლი და ამბობს, რომ “ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა”. “დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა. საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!” – წერს სალომე […]

ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს – რობერტა მეცოლა

ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლამ „ტვიტერზე“ დაწერა. „ჩვენ მოგისმინეთ თქვენ და თქვენი ევროპული მისწრაფებების შესახებ. დღეს საქართველო ამაყობს, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს იმედს“, – წერს რობერტა მეცოლა. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა […]

მაია სანდუ: ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის

ვულოცავ საქართველოსა და მის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღებას! ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ევროპისთვის. მოლდოვა თქვენს გვერდით დგას ამ გზაზე, რადგან ერთად ვაყალიბებთ უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას.

ხაბეიშვილი კანდიდატის სტატუსზე: ეს გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა

ქართული ოცნება აბუჩად იგდებდა ევროკავშირს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, შესაბამისად, ეს გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა. არ შემიძლია, არ ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ – პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა. ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროკავშირის გზაზე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, მისი პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება. ასე, რომ […]

დავუმტკიცეთ საქართველოს პარტნიორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იმსახურებდა, მის პირობებში მონიჭებოდა საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი – ბექა ოდიშარია

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუმტკიცა ევროპელ პარტნიორებს, რომ დაიმსახურა, მისი ხელისუფლების პირობებში მიეღო ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. “ვულოცავ მთელს საქართველოს, მართლაც ემოციებისგან ძალიან გადატვირთულები ვართ. ვიმსახურებდით, როგორც მინიმუმ, უკვე ერთი წელიწადია. ყველანაირ შინა და გარე გამცემს და მტერს გავუძელით ჩვენი მეთოდური მუშაობით, […]

თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია – თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა,” […]

ეს არის, პრაქტიკულად, ბოლო, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა – საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე მოქალაქეებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. მისი შეფასებით, კანდიდატის სტატუსი არის მწვანე შუქი, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. “ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს და, ასევე, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც დღეს ემიგრაციაში არიან საქართველოს. ჩვენმა ქვეყანამ შეძლო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ხელისუფლებამ ხალხის მხარდაჭერით შეასრულა ის მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელსაც ერქვა კანდიდატის სტატუსის […]

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. “მინდა გულწრფელად მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, უხარია წინგადადგმული ნაბიჯები და ევროპასთან დაახლოება. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ. იცით, პირველი გადაწყვეტილება როდესაც იყო მიღებული უკრაინასა […]

ვულოცავ ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას – ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – ხავიერ კოლომინა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება. “ვულოცავ ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას! ისტორიულ დღეს ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,” – განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა.

“ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი” – თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საერთო სახალხო ზეიმი ხვალ, 17:00 საათზე გაიმართება, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. “მინდა, ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის. ხვალინდელი დღე უნდა იყოს ეროვნული ზეიმის და საერთო გამარჯვების […]