ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება

ასევე მინდა მივულოცო განსაკუთრებულად დღევანდელი ისტორიული გამარჯვება ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მთავრობის თითოეულ წევრს, ათასობით საჯარო მოხელეს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პარტიას, თითოეულ წევრს, ვინც თავისი ღირსეული წვლილი შეიტანა ამ დიდი ისტორიული გამარჯვების მიღწევაში. მე მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და ეს წარმატება.
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 15 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ ერისთავის, ფალიაშვილის, ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, ნაფარეულის, კეკელიძის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, დიდიმ მირცხულავას, ატენის და […]
გახარია სტატუსზე: დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ. არავინ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი

გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი! დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად. არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი, იმიტომ რომ ჩვენი წვლილი აქ მინიმალურია, აქ ჩვენი საქართველოს, ჩვენი წინაპრების, ჩვენი ისტორიის, […]
ორბანი: უკრაინაზე გადაწყვეტილება არასწორია, არ ვიზიარებთ, სხვებმა თავიანთი გზით იარონ

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ორბანმა მალევე სოციალურ მედიაში ვიდეო ატვირთა, რომელშიც კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არ არის. “უნგრეთის პოზიცია ნათელია: უკრაინა მზად არ არის დაიწყოს ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებები. ამ გარემოებებში უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ყოვლად უაზრო, არარაციონალური და არასწორი გადაწყვეტილება არის და […]
მეცოლა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: ეს ნიშნავს იმედს

ვულოცავ ქართველ ხალხს საქართველოსა და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ჩვენ ვისმინეთ თქვენი და თქვენი ევროპული მისწრაფების ხმა და დღეს საქართველო ამაყობს კანდიდატის სტატუსის მიღებით. ეს ნიშნავს იმედს.
სანდუ: ვულოცავ საქართველოსა და ზურაბიშვილს, ერთად უფრო ძლიერ ევროპას გამოვჭედავთ

ვულოცავთ საქართველოსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას! ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისა და ევროპისთვის. მოლდოვა ამ მოგზაურობაში თქვენთან დგას, რადგან ერთად ჩვენ უფრო ძლიერ, უფრო ერთიან ევროპას გამოვჭედავთ.
ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებას ივანიშვილს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება “ქართული ოცნების” წარმატებული მმართველობის დაგვირგვინებაა”. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, მან, მოქალაქეებთან ერთად, სტატუსის მიღება განსაკუთრებულად მიულოცა საკუთარ თანაპარტიელებს, საჯარო მოხელეებს და “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. “მინდა განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი ისტორიული გამარჯვება ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მთავრობის თითოეულ წევრს, ათასობით საჯარო მოხელეს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს […]
ომით გაყოფილი ოჯახები

ავტორი: მარიამ ცხოვრებაშვილი, თბილისი აფხაზეთში 1992-1993 წლებში მომხდარმა ომმა მძიმე შედეგები მოიტანა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც აფხაზეთი, მშობლიური ადგილი იყო. ომი მათი ისტორიის ნაწილი გახდა და დღემდე ამ შედეგებით ცხორობს ის ხალხი, ვისაც აფხაზეთის იძულებით დატოვება და სხვაგან გადასახლება მოუწია და ისინი, ვინც დღემდე აფხაზეთში ცხოვრობს. ქართულ-აფხაზური ქორწინებები არც თუ იშვიათი მოვლენა იყო აფხაზეთში, რაც […]
„ეს არის ისტორიული მომენტი და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი“ — მიშელი

„ეს არის ისტორიული მომენტი და აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას“, — განაცხადა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ. „ჩვენ ვხსნით მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან. ჩვენ ვაძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ღია ვართ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად, როცა მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს, რაზეც ანგარიში მარტში გამოქვეყნდება“, — განაცხადა შარლ მიშელმა. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა […]
ღარიბაშვილი: ესაა დამსახურებული სტატუსი, რომელიც ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად, ხალხისთვის მოიპოვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბრიფინგით გამოეხმაურა. მან მოქალაქეებს მიულოცა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და თქვა, რომ “ეს არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ხალხისთვის მოიპოვა”. “ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ”, – თქვა ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს […]