ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი რეჟისორი, ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა გიორგობისთვე კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მოუტანა. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის პასტორალი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა. 1980-იანი წლებიდან მუშაობს და ცხოვრობს საფრანგეთში. 2022 წლის 9 დეკემბერს, […]

მამუკა ხაზარაძე ბრიუსელში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა | “ლელოს” ვიზიტი გრძელდება

“ლელოს” თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტი გრძელდება – მამუკა ხაზარაძე ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. ხაზარაძემ ბრიუსელში მყოფ ქართველებს ქვეყნის განვითარებაში მათ ჩართულობასთან დაკავშირებით “ლელოს” ხედვები გააცნო. ემიგრანტებმა კი საქართველოში არსებულ მთავარ პრობლემად უმუშევრობა და სიღარიბე დაასახელეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავენ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ იცვლება. “გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ 300-იანთა კლუბი, როგორიც გაკეთდა ირლანდიაში […]

ღარიბაშვილი ხვალ წლიურ ანგარიშს წარადგენს | ოპონენტების აზრით, პრემიერის გამოსვლა “ოცნების” პიარს მიეძღვნება

18 დეკემბერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ღარიბაშვილი ტრიბუნას ამჯერადაც “ქართული ოცნების” პიარისთვის გამოიყენებს, რეალურად კი, მმართველ პარტიას, არც წელს, ისე, როგორც გასულ წლებში, საკუთარ მოსახლეობაზე არ უზრუნია. სად და რა ფორმატში წარადგენს პრემიერი ანგარიშს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრაზე მიიწვევენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ოპოზიცია კი არა.

ღაზაში დაიღუპა ისრაელის კიდევ ორი სამხედრო, ნეთანიაჰუზე იზრდება ზეწოლა მძევალთა ნათესავების მხრიდან

ღაზაში განხორციელებულ ახალ შეტევებს ემსხვერპლა ისრაელის კიდევ ორი სამხედრო, ქვეყნის ლიდერებზე იზრდება ზეწოლა, რათა გათავისუფლდნენ მძევლები, რომლებიც ღაზაში ჰყავთ დაკავებული აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” მებრძოლებს. ორი სამხედროს დაღუპვა 17 დეკემბერს გამოცხადდა, რითიც ისრაელის ძალებში მსხვერპლმა 121 ადამიანს მიაღწია 27 ოქტომბერს ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან. ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში დაიღუპა 19 000-მდე […]

სერბიაში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებია, რომელსაც მიიჩნევენ რეფედენდუმად ვუჩიჩის მმართველობაზე

17 დეკემბერს სერბიაში მიმდინარეობს ვადამდელი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები, რომელბსაც ბევრი მიიჩნევს რეფერენდუმად ნაციონალისტი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობის თაობაზე – იმ ფონზე, როცა პროდასავლური კოალიციიდან ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით არის წარმოდგენილი. ვუჩიჩი, რომლის სახელიც ბიულეტენზე დატანილი არ არის, ცდილობდა გაეძლიერებინა მხარდაჭერა მმართველი, სერბიის პროგრესული პარტიის (SNS) მიმართ, კამპანიით, რომელსაც, ბევრი დამკვირვებლის შეფასებით, თან სდევდა ზეწოლის შემთხვევები […]

პუტინი ამბობს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი NATO-ზე თავდასხმას არ გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სრულ სისულელეს უწოდებს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ რუსეთი თავს დაესხმება NATO-ს, თუ ის უკრაინაში ომში მოიგებს. „ეს სრული სისულელეა – და ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენს ეს ესმის“, – ამბობს პუტინი სახელმწიფო ტელევიზიასთან Rossiya ინტერვიუში. მისივე თქმით, ბაიდენი, როგორც ჩანს, ცდილობს გაამართლოს საკუთარი „მცდარი პოლიტიკა“ რუსეთის მიმართ. „რუსეთს არ აქვს არანაირი […]

ქართველი ინვესტორები ყაზახეთში ზეთისხილის ჰაბს ქმნიან

ყაზახეთის მანგისტაუს რეგიონის ბიზნესმენებმა ზეთისხილის ნერგების დარგვა დაიწყეს. მათი თქმით იგეგმება 10 ათას ჰა ფართობზე პლანტაციის გაშენება და შემდეგ ზეითუნის ზეთის წარმოება. ცნობილი გახდა, რომ ამ თემით დაინტერესდნენ ინვესტორები საქართველოდან. ისინი აპირებენ ყაზახეთს ზეთისხილის ჰაბად აქციონ, იუწყება სააგენტო APK News. „ზეთისხილი ძალიან უპრეტენზიოა მცენარეა ნებისმიერი კლიმატისთვის. საქართველოშიც ძალიან კარგად ხარობს. ნერგი მოსავალს უკვე მესამე წელს […]

“კვარა”, გარისკე და უფრო მეტი გაბედე” – რას წერს იტალიური მედია ხვიჩას შესახებ

სერია A-ს მე-16 ტურში “ნაპოლიმ” “კალიარი” 2:1 დაამარცხა. მასპინძელთაგან მეორე, გამარჯვების გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. იტალიურმა მედიამ ქართველის თამაში დადებითად შეაფასა, გთავაზობთ მათ კომენტარებს. “კვარა”, გარისკე და უფრო მეტი გაბედე” – Corriere dello Sport-ი “ფეხებში ძალიან ბევრჯერ მოხვდა, თავიდანვე მაგრად დაიწყო და არაერთი დრიბლინგი შეასრულა. მიუხედავად უხეშობისა, ხვიჩა არასდროს ნებდება. გატანილ გოლს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა […]

„ბაიდენის განცხადება, თითქოს უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი ნატოს თავს დაესხმება, სისულელეა“ – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ჯო ბაიდენის განცხადება, თითქოს უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი ნატო-ს დაესხმება თავს, „ სისულელეა“. „ეს სრული სისულელეა და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ამას ხვდება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ბაიდენი ამით ცდილობს რუსეთის მიმართ აშშ-ის მცდარი პოლიტიკა გაამართლოს. „რუსეთს არ აქვს მიზეზი, ინტერესი, არც გეოპოლიტიკური, არც ეკონომიკური, პოლიტიკური […]

გარდაიცვალა კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი

89 წლის ასაკში, თბილისში გარდაიცვალა კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი. ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, იოსელიანი დაიბადა თბილისში დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს; 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი 1980 წლიდან ის მოღვაწეობდა საფრანგეთში. გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: · “აკვარელი” […]