გორში 31 დეკემბრის კონცერტისთვის 5 მომღერალს 38 189 ლარს გადაუხდიან | “მოზაიკა”

რეგიონული გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო 31 დეკემბრის საახალწლო გალა კონცერტისთვის ერთ ჯგუფს და 4 ინდივიდუალურ შემსრულებელს 38 189 ლარს გადაუხდის. მედიის ცნობით, უწყებამ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს თხოვნით, რომ კულტურის სააგენტომ შეძლოს ხელშეკრულების გაფორმება ტენდერის გარეშე. 31 დეკემბრის გალა კონცერტისთვის გორის კულტურის სააგენტომ შემდეგი შემსრულებლები შეარჩია: მუსიკალური ბენდი […]
პუტინი ფინეთს აფრთხილებს “პრობლემების” შესახებ, საზღვრის დახურვის შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით დაუკონკრეტებელი “პრობლემების” შესახებ ფინეთთან და განაცხადა, რომ გასცა ახალი სამხედრო ოლქის დაარსების ბრძანება ჩრდილოეთ ევროპის ამ ქვეყანასთან მოსაზღვრე რეგიონებში. პუტინი ამ განცხადებებით გამოვიდა ინტერვიუში, რომელიც 17 დეკემბერს ქვეყნდება. განცხადებების ფონია ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობა, გამოწვეული რუსეთის მხრიდან 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრით და ფინეთის გადაწყვეტილებით ნატოში გაწევრიანებულიყო. ბოლო […]
ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი რეჟისორი, ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა გიორგობისთვე კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მოუტანა. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის პასტორალი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა. 1980-იანი წლებიდან მუშაობს და ცხოვრობს საფრანგეთში. 2022 წლის 9 დეკემბერს, […]
რუსეთმა და უკრაინამ ღამით ერთმანეთზე საჰაერო თავდასხმები განახორციელეს

უკრაინამ ღამით ათობით დრონი გაუშვა რუსეთის სამხრეთსა და დასავლეთში განთავსებულ სამიზნეებზე, მოსკოვმა კი სულ მცირე ერთი ბალისტიკური და ერთი ფრთოსანი რაკეტითა და დრონებით მიიტანა იერიში უკრაინის ტერიტორიაზე. 16-დან 17 დეკემბრის ღამით სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ოდესის სანაპირო რეგიონში, როცა რუსეთის მხრიდან გაშვებული დრონის ჩამოგდების შემდეგ ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა – იუწყება რეგიონის გუბერნატორი. […]
4-წლიანი პაუზის შემდეგ, “ჩარგლის წყაროები” ბაზარზე 2024 წლიდან დაბრუნდება

ლიმონათების და მინერალური წყლების ადგილობრივი კომპანია “ჩარგლის წყაროები”, რომელსაც წარმოება 4 წელია გაჩერებული აქვს, სასმელების ჩამოსხმას 2024 წლიდან განაახლებს. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი გურჩიანმა განუცხადა. საქმე ის არის, რომ უძრავი ქონების სხვადასხვა საიტებზე დღემდე იძებნება განცხადება, სადაც მფლობელი ქარხანას და 18300 კვ.მ მიწას 26.2 მლნ ლარად ყიდის. ირაკლი გურჩიანის თქმით, ქარხნის გაყიდვის […]
გოცირიძე საზმაუზე: ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის ფინანსური, ეს არის პოლიტიკური

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რამდენიმე გადაცემის დახურვას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას ფინანსურ ფაქტორთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა. “ამ გადაწყვეტილების მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის ფინანსური, ეს არის პოლიტიკური, ვინაიდან, წინასაარჩევნოდ არ უნდათ, ისეთი გადაცემები იყოს ეკრანზე, სადაც შესაძლებელია, რაღაც ფორმით, ხელისუფლების პოლიტიკასთან არ […]
მაღლაფერიძე: მანამდე არცერთი გადაცემა არ მოსწონდათ, ახლა აღმოჩნდა, რომ ყველა მოსწონთ

· 113 · · ფინანსური და ტექნიკური მიზეზების გამო გარკვეული გადაცემები იხურება, გარკვეულ გადაცემებში შედის შესწორებები და ა. შ. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა ის არსებული ბიუჯეტი, ახალი ბიუჯეტი. […] მანამდე არცერთი გადაცემა არ მოსწონდათ, ახლა აღმოჩნდა თურმე ყველა გადაცემა მოსწონთ. ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ვასილ მაღლაფერიძე TV პირველთან. საზოგადოებრივ მაუწყებელზე […]
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გზა გავხსნათ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც იქნება მდგრადი მშვიდობის წინაპირობა” – ბრიტანეთი და გერმანია ისრაელისა და „ჰამასის” ომში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ

დიდი ბრიტანეთი და გერმანია ისრაელისა და „ჰამასის” ომში მდგრად ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ერთობლივ სტატიაშია ნათქვამი. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გზა გავხსნათ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც იქნება მდგრადი მშვიდობის წინაპირობა. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. საჭიროება […]
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ღაზაში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება, საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ და ხანგრძლივი დროით შეწყვეტა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კეტრინ კოლონა ბრიტანელი და გერმანელი კოლეგების განცხადებას უერთდება და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. „ღაზაში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება, საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივ და ხანგრძლივი დროით შეწყვეტა“, – განაცხადა კოლონამ ისრაელელ კოლეგასთან ელი კოჰენთან თელ-ავივში გამართული შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, საფრანგეთი ღრმად შეშფოთებულია ღაზის სექტორში არსებული ვითარებით. ამასთან, კეტრინ კოლონამ ხაზი […]
ერთი წლის წინ – მესი პელესა და მარადონას გვერდით – დიდი მოწყენილობის შიში…

ერთი წლის წინ (18 დეკემბერს), კატარის 2022 წლის მუნდიალი არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ ამბავს მიეძღვნა… მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყოველთვის ემოციებისგან დაცლილები ვართ და მცირე პერიოდი მოწყენილობაც კი ისადგურებს. ახლა ყველაფერს ისიც ემატება, რომ კატარის მუნდიალზე ბევრი ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებსაც მომდევნო ჩემპიონატებზე ვეღარ ვიხილავთ და […]