ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი – ბელგოროდში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის შეტაკებებია

უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე, ბელგოროდის ოლქში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ორმხრივი სროლაა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. მისი თქმით, იბომბება სოფელი ტერებრენო. „წინასწარი ინფორმაციით, სოფლის საზღვარზე მტერთან შეტაკებაა. ყველა შესაბამისი უწყება ვითარებას აკონტროლებს”, – განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა. მისი ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საავარიო […]
გივი მიქანაძე სერბეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ევროსაბჭოს დამკვირვებლის სტატუსით აკვირდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ბელგრადში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მასთან ერთად არჩევნების მონიტორინგის გუნდში არის ესპანეთის სენატის სენატორი ლაურა კასტელო.
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს – დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2 წლის განმავლობაში 170,000 ევრო მოიპარეს –

სალონიკში 5 პირისგან შემდგარი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები დააკავეს. მათ შორის არიან საქართველოსა და სომხეთის მოქლაქეები. როგორც ბერძნული მედია წერს, საქმის მასალების მიხედვით, ჯგუფის წევრები ბინის მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ და როცა ისინი სახლებს ტოვებდნენ, მათ ბინაში იჭრებოდნენ და ძარცვავდნენ. მედიის ცნობითვე, ისინი სპეციალურად ნაქირავებ ფართში ქმნიდნენ გასაღებების ასლებს სხვადსხვა საკეტებისთვის, მუდმივად იცვლიდნენ მანქანებს და დანაშაულს სხვადასხვა ადგილას […]
კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იოსელიანის ახლობლები ადასტურებენ. ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი; 1980 წლიდან მოღვაწეობდა საფრანგეთში; გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“ (1958), „აპრილი“(1961); მხატვრული […]
პენტაგონი აშშ-ის ავიამზიდს ისრაელის სიახლოვეს ტოვებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გასცა ბრძანება აშშ-ის ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი და კიდევ ერთი საბრძოლო ხომალდი რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩეს ხმელთაშუა ზღვაში, რათა ორი ხომალდი შენარჩუნდეს ისრაელის სიახლოვეს, რომელიც ომს აწარმოებს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ “ჰამასთან” – აცხადებენ აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ამ ავიამზიდს ადგილზე ყოფნის […]
სადღესასწაულო განწყობა თბილისში – საშობაო სოფელში, საბავშვო გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს

ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდი და დედაენის ბაღი – ახალი წლის ზღაპრული დღესასწაულისთვის, ამ სამ ლოკაციაზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება. წლის მთავარი დღესასწაულისთვის, საგანგებოდ მოწყობილ ჯადოსნურ სივრცეებში მშობლებს დილიდან მიჰყავთ ბავშვები. საბავშვო გასართობი ღონისძიებები, ამ წუთებში, საშობაო სოფელში მიმდინარეობს. დღის განმავლობაში მიმდინარე აქტივობებს კი, საღამოს, მუსიკალური ბენდები გააგრძელებენ. სტუმრების განწყობაზე, დღეს, “ღამის შოუსა” და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდები […]
ავსტრალიაში, წყალდიდობის გამო, ევაკუაცია გახდა საჭირო

ავსტრალიაში, ბრისბენის ჩრდილოეთით, წყალდიდობის შედეგად მოსალოდნელი საფრთხის გამო, ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საქართველოში დიაბეტის შესახებ პირველი განმარტებითი ლექსიკონი გამოიცა

საქართველოში პირველი, “დიაბეტის განმარტებითი ლექსიკონის” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი, “ევროპის უნივერსიტეტის” ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რამაზ ყურაშვილია. ლექსიკონის პრეზენტაციას, რომელიც მედიცინის არაერთ მიმართულებას გაუმარტივებს საქმიანობას, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის ავიაიერიშს ღაზაში 24 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის ჩრდილოეთში, ჯაბალიაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 24 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, მუნირ ალ-ბურშმა CNN-ს განუცხადა, რომ დაშავებულია 90 ადამიანი, ბევრი კი, სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. „საჰაერო დარტყმა ალ-შიჰაბების ოჯახის სახლზე, სადაც დევნილი ოჯახები იყო განთავსებული, დღეს დილით […]
პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ზარადიეს საკონცერტო დარბაზში შეიკრიბა და საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმირ პუტინის კანდიდატურის წამოყენებას მხარი ერთხმად დაუჭირა. საინიციატივო ჯგუფში შედიოდნენ რუსი პოლიტიკოსების, პროპაგანდისტები და ხელისუფლების მხარდამჭერი საზოგადოდ ცნობილი ხელოვანები, სპორტსმენები. მათ შორის იყვნენ: ფედერაციული საბჭოს სენატორი ანდრეი ტურჩაკი, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავმჯდომარე და ბატალიონი სპარტას მეთაური არტიომ ჟოგა, მომღერალი იაროსლავ დრონოვი (შამანი), მოციგურავე […]