აქციებზე განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციის გასაზიარებლად სოციალური ქსელი შეიქმნა

საპროტესტო აქციების დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაზიარებლად ახალი სოციალური ქსელი სახელად MNT შეიქმნა. აღნიშნული ინფორმაცია ამ აპლიკაციის შემქმნელმა, ნიკა შელიამ Linkdin-ზე გაავრცელა. MNT-ის შემქმნელის თქმით, ამ პლატფორმაზე პირდაპირ მოქალაქეები გაავრცელებენ ინფორმაციას. ამასთან, შელიას ცნობით, აპლიკაციაში პოსტის ან ვიდეოს ატვირთვა მხოლოდ კონკრეტულ ლოკაციაზე, მხოლოდ მობილური ტელეფონითაა შესაძლებელი. “შეიქმნა ქართული სოციალური ქსელი რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს, აქციაზე, […]
“ხვალინდელი დღის ანონსი ნახეთ? სრული სიგიჟეა, ხალხო” – გიგა მაქარაშვილი

ხვალინდელი დღის ანონსი ნახეთ? სრული სიგიჟეა ხალხო, სია ყოველ 5 წუთში იზრდება და მიწევს ახლების ჩამატება 13 დეკემბერი 11:00 დან 7 საათამდე IT/ Tech მარში რესპუბლიკის მოედნიდან 13:00. საჯარო მოხელეების აქცია. თბილისის მერიასთან 13:00 HR და ტრენერები რესპუბლიკის მოედნიდან 13:00, სტუდენტების აქცია განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან 13:00 იფიცება ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერააცია და უერთდებიან მსვლელობას […]
13 დეკემბერს მარკეტერების, PR სპეციალისტების მსვლელობა გაიმართება

“13 დეკემბერს, 14:30-ზე მარკეტერების, PR სპეციალისტების და სრულიად შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან პარლამენტისკენ გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
13 დეკემბერს, 17:00 საათზე ადვოკატების აქცია გაიმართება

ხვალ, 13 დეკემბერს, 17:0 საათზე ადვოკატების აქცია გაიმართება. “ევროინტეგრაციისთვის“, “სამართლიანიბისთვის“, “ძალადობისთვის“ – ისინი ამ ლოზუნგებით უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბებიან. ასევე, ადვოკატები იურისტებს მოუწოდებენ, მათ პროტესტს შეუერთდნენ.
“რას მოვესწარით… იმედია ეს დეზინფორმაციაა“ – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სირიის დამხობილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა,ოჯახითურთ, საცხოვრებელ ადგილად აირჩია აფხაზეთი. “რას მოვესწარით. ამ წუთისთვის გავრცელებული ინფორმაციით და იმედია ეს დეზინფორმაციაა,სირიის დამხობილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა,ოჯახითურთ, საცხოვრებელ ადგილად აირჩია აფხაზეთი. ჩვენი ბიჭვინთა.ხომ არ გაგვეგზავნა ივანიშვილიც სირიაში,გაცვლითი პროგრამით?”- წერს შალვა ნათელაშვილი.
ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 18 წლის ინდოელი გროსმაისტერი გუკეშ დომარაჯუ

ჭადრაკში მსოფლიოს მორიგი, რიგით მეთვრამეტე ჩემპიონი გახდა ინდოელი გროსმაისტერი გუკეშ დომარაჯუ. მსოფლიოს პირველობის მატჩის უკანასკნელ, მე-14 პარტიაში მან დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი, ჩინელი მოჭადრაკე დინ ლიჟენი. ამ გამარჯვებამ გუკეშს მთელს მატჩში გამარჯვება მოუტანა. მან 3 პარტია მოიგო, მისმა მეტოქემ – 2, ხოლო 9 პარტია ფრედ დასრულდა. მატჩი სინგაპურში გაიმართა. ინდოელი გროსმაისტერი კლასიკური ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა […]
აშშ-მა 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის „ლენდ ლიზს“ არ ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, თუმცა დოკუმენტი უკრაინისთვის პროგრამა ,,ლენდ ლიზის’’ გაგრძელებას არ ითვალისწინებს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამ გააკეთა. 2024 წელს კანონპროექტი შეიცავდა დებულებებს, რომელიც უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად პროგრამის გახანგრძლივებას ითვალისწინებდა. ელჩის თქმით, 2025 ფისკალური წლისთვის ,,უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა” 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.
ხვალ სტარტაპები აქციას გამართავენ

პარასკევს, 13 დეკემბერს, 12:00 საათზე, სტარტაპები ტექნოპარკში შეიკრიბებიან. “ვიკრიბებით GITA-სთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად”, – აღნიშნულია დაანონსებული პროტესტის აღწერაში. ცნობისთვის, 13 დეკემბერს არაერთი საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი. 13:00 საათზე HR პროფესიონალები და ტრენერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობას გამართავენ. 14:30-ზე მარკეტერების, PR სპეციალისტების და სრულიად შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა იგეგმება. მსვლელობა ვაკის პარკის […]
13 დეკემბერს XI მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიას დახურავს

13 დეკემბერს, XI მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიას დახურავს. ამ ეტაპზე უცნობია, შეიკრიბება თუ არა ახალარჩეული პარლამენტი რიგგარშე სხდომების ფორმატში. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საშემოდგომო სესიას 13 დეკემბერს დახურავენ. მიმდინარე კვირას პარლამენტმა გადაწყვეტილებები დაჩქარებული წესით მიიღო. 13 დეკემბრის სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცებენ “ქართული ოცნების“ […]
თეონა ჭალიძე – გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია 4 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან გამოვედი და ე.წ. ტიტუშკები დაგვხვდნენ

გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია 4 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრიდან გამოვედი და სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან” ე.წ ტიტუშკები დაგვხვდნენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს კადრები, მოწმეები, თვითმხილველები. ჭალიძე იმედს გამოთქვამს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შედეგს სწრაფად დადებს. „გამომძიებელს მივაწოდე ინფორმაცია 4 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როცა […]