ბრიტანელი პარლამენტარი ირაკლი რუხაძის კომპანიის სანქცირებას ითხოვს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის ლეიბორისტმა წევრმა ბლერ მაკდუგალმა ტელეკომპანია “იმედის” პროპაგანდისტული საქმიანობის შესაჩერებლად, მისი მფლობელის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგის Hunnewell Partners-ის მიმართ სანქციების გატარების საკითხის დაყენების შესახებ გააკეთა განცხადება. მაკდუგალმა კითხვით მიმართა თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პაუელს, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, გაერთიანებული სამეფო გმობს ძალადობას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ასევე მიიჩნევს, […]
რედაქტორები და ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ

მსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას “პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” (IPI) “გლობალური ქსელისა” და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. განცხადებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლები “საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბნელ დროს”, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამაც ჟურნალისტებს. აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო თავდასხმა ქვეყანაში პრესის თავისუფლებისა და, […]
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა. დავით ვერავა სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი, ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი.
კინემატოგრაფისტები – ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან და ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო საშიშ და სასტიკ ფორმებს იძენს

ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გასულია ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან და ის ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო საშიშ და სასტიკ ფორმებს იძენს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას კინოაკადემიის წევრები ავრცელებენ. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კინემატოგრაფისტები გმობენ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობასა და რიგ შემთხვევაში ადამიანის დაცვაზე უარის თქმას, რაც, მათი შეფასებით, ხელს უწყობს კრიმინალური დაჯგუფებების წახალისებას. კინოაკადემიის წევრები ითხოვენ აქციის ყველა […]
UK-ის პარლამენტში რუხაძესთან დაკავშირებულ კომპანიაზე გამოძიების დაწყებაზე ისაუბრეს

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლეიბორისტი ბლერ მაკდაუგალი ინიციატივით გამოდის, რომ განიხილონ გამოძიების დაწყება ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრე ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებული კომპანიის , Hunnewell Partners-ის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან დღეს, 12 დეკემბერს, ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადა. `საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევის ფონზე გავრცელებული ზიზღის გათვალისწინებით, დაუთმობს თუ არა პალატის ლიდერი დროს ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებს? ტელეკომპანია იმედი, ამ […]
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სამივე ძირითადი საპროცენტო განაკვეთი შეამცირა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ხუთშაბათს გამართული სხდომის შემდეგ სამივე ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. გადაწყვეტილება დაემთხვა ანალიტიკოსებისა და ბაზრის მონაწილეების მოლოდინებს.
ევროპარლამენტარები პრეზიდენტს, ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს შეხვდნენ

ევროპარლამენტარების დელეგაცია, რომელიც 11 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში, 12 დეკემბერს შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. „მწვანეების“ წევრმა რაინიე ვან ლანშოტმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს „არალეგიტიმური ლიდერები“ უწოდა და ისინი „არაკონსტიტუციურ ქმედებებში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე და ის, თუ როგორ შეუძლია ქართველ ხალხს საკუთარი […]
“ქალბატონო მოსამართლე, გაგაშიშვლებთ, გადაგიღებთ და გაგაუპატიურობთო” – 20 წლის ბიჭის უმძიმესი ჩვენება

სასამართლომ სამართალდამრღვევად გამოაცხადა 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მოსამართლეს უმძიმესი ჩვენება მისცა. აქციების მონაწილე ახალგაზრდა ირწმუნება, რომ მას სექსუალური ძალადობით და სიკვდილით გომელაურის უწყების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. “მეტროსთან ველოდებოდი შეყვარებულებს, ნიღბიანები გამოიწივნენ ჩემსკენ, გავიქეცი, შემდეგ შუა გზაში გავჩერდი, მანქანით მთელი სისწრაფით მოდიოდნენ და ლამის დამარტყეს. მესმოდა, გაიტანეთ, მოკალითო. რომ დამიჭირეს, იმ პიროვნებამ სახეში მუხლი მირტყა, გავხდი ცუდად, […]
ცნობილი გახდა რამდენი ხანი იუქმებს მბაპე

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში, ბერგამოში მოგებული მატჩის (3:2) 35-ე წუთზე “რეალის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მბაპეს მარცხენა ბარძაყის დაზიანება დაუდგინდა და აღდგენისთვის დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. ის თავის გუნდს შაბათს ლა ლიგაზე “რაიო ვალეკანოსთან” ვერ დაეხმარება და მცირეა შანსი, რომ 18 დეკემბერს საკონტინენთაშორისო თასის ფინალში […]
ბრიტანეთის პარლამენტში “იმედის” მფლობელი კომპანიის მიმართ გამოძიების საკითხი წამოჭრეს

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოში განვითარებული პროცესები განიხილეს. პალატაში გააკრიტიკეს ძალადობრივი თავდასხმები პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებსა და მედიაზე. ისაუბრეს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი კომპანიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობაზეც. საქმე ეხება კომპანია Hunnewell Partners-ს, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან მართავს იმედს. თემთა პალატაში იმედს მთავრობის პროპაგანდისტული ხელიც უწოდეს. “საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევის ფონზე, დებატებისთვის ხომ არ გამოვნახოთ? ამ დებატებზე […]