“ექიმებს მხედრიონის დროსაც კი არ იჭერდნენ” – თბილისში მედიკოსების პროტესტია

პროტესტის ნიშნად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ექიმები შეიკრიბნენ – მედიკოსები კატეგორიულად გმობენ “ქართული ოცნების” ძალადობრივ პოლიტიკას, რომელსაც ივანიშვილის გუნდი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ახორციელებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები “პირველებთან” ამბობენ, რომ საპოლიციო ძალებმა ექიმების დაჭერა დაიწყეს – “ასეთი რამ კომუნისტური წყობის და მხედრიონის დროსაც კი არ ხდებოდა”. “ექიმები კონსერვატიული ადამიანები ვართ და ძალიან გვიჭირს ასეთი გადაწყვეტილების მიღება. […]

საია: პროკურატურა და სასამართლო ოკმელაშვილის საქმის განხილვას ხელოვნურად აჭიანურებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებლის, გიორგი ოკმელაშვილის საქმე ხელოვნურად ჭიანურდება. დღეს, 12 დეკემბრის სასამართლოში ახალი პროკურორი – როინ ხინთიბიძე გამოცხადდა და მან სხდომის გადადება იშუამდგომლა იმ მოტივით, რომ საქმის მასალებს არ იცნობდა. დაცვის მხარე შემდგომი დღისთვის ან უახლოეს პერიოდში სხდომის გადანიშვნას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და […]

მიჰკელსონი: დასავლეთმა უნდა გამოაცხადოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარკო მიჰკელსონის განცხადებით, დასავლეთმა წინასწარ უნდა გამოაცხადოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. მიჰკელსონი ოპოზიციური პარტიების განცხადებას X-ზე გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და ძლიერი საქართველო, 14 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს არ სცნობენ. “დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა გამოაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის დაგეგმილ გადაწყვეტილებას, შაბათს ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. […]

ვატო ბჟალავა დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს

რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. მას სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამის შესახებ ფორმულას ნათია ჩიქოვანმა უამბო. “აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!!”, – წერს ჩიქოვანი.

“იმათ იმღერონ – ბიძინას ფული რად უნდა… ჩვენ ვიმღეროთ – დიდება თავისუფლებას!” – ირაკლი ტაბლიაშვილი

გოჭი ვის გექნებათ საახალწლოდ?.. დაჭერით წვრილ ნაჭრებად და 31 დეკემბერს რუსთაველზე გამოიტანეთ! გოზინაყი? – ისედაც დაჭრილი გექნებათ! კონტეინერი უნდა იყოს თხელი! ნაჭრები ერთმანეთს არ უნდა ეკვროდეს! ფხალეული ერთმანეთში არ გადაზილოთ! ბურთულებად ჩააწყეთ! აუცილებლად იყიდეთ ერთჯერადი ჩანგლები! საცივი საჭირო არაა! ცოტა რთული მისართმევია! მაგრამ, თუ მაინც გადაწყვეტთ, ღრმა კონტეინერებიც წამოიღეთ!.. ასევე პური! ბევრი პური! ნამცხვრებსაც თუ […]

სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლებმა მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ პარლამენტის წინ გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და ხმის არ ამოღება დანაშაულია, ამავე დროს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, […]

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ექიმების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ექიმების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილე ექიმმა, პედიატრმა მაია ხერხეულიძემ აღნიშნა, ეს არ არის პარტიული პროტესტი, არამედ პროტესტია იმაზე, რომ ევროპული გზიდან გადახვევის უფლება არავის არ აქვს. „[ქუჩაში გამომიყვანა] ძალადობამ, რომელსაც ვხედავთ. ის კადრები და ძალადობა, რაც ვნახეთ, აღმაშფოთებელია. ასეთი მოქცევა საკუთარი […]

ეკონომიკის სამინისტრო – საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება

საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონიმიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს ფუნქცია საქართველოს როტაციით ენერგეტიკული გაერთიანების 22-ე მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადმოეცა. „საქართველო, როგორც პრეზიდენტი ქვეყანა, 2025 წლის განმავლობაში შეძლებს, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს ენერგეტიკული გაერთიანების დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებათა დაგეგმვასა და განსახილველი საკითხების შემუშავების პროცესში. […]

რუსეთში დაიწყეს გასამართლება უცხოურ NGO-ებთან თანამშრომლობისთვის

რუსეთის სასამართლოებმა დაიწყეს პირველი საქმეების განხილვა იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მონაწილეობის მუხლით, რომლებიც არ არიან რუსეთში რეგისტრირებული. ოქმების შესახებ „მედიაზონა“ იუწყება. სულ მცირე სამი ასეთი შემთხვევა გამოვლინდა. პეტერბურგის ორმა სასამართლომ მიიღო ოქმები სამშენებლო კომპანიების დამფუძნებლის, დმიტრი დიუკარისა და მოპირკეთების საქმეებით დაკავებული ალექსანდრ დერევიანკოს წინააღმდეგ. ორივემ უარი უთხრა „მედიაზონას“ ბრალდებების თაობაზე კომენტარის გაკეთებაზე. ყაზანის სასამართლო კიდევ […]

ლარი გაუფასურდა დოლართან და ევროსთან მიმართებით

ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა. მათ შორის – დოლართან და ევროსთან. ეროვნული ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ეროვნულმა ბანკმა 12 დეკემბერს, 17:00 საათზე დაადგინა. ხვალიდან: · 1 გირვანქა სტერლინგი 3,6359 ლარი ეღირება (გაუფასურდა 3,07 თეთრით); · 1 ევრო – 2,9946 ლარი (გაუფასურდა 2,04 თეთრით); · 1 დოლარი 2,8512 ლარი (გაუფასურდა 1,89 თეთრით). ევრო, რომლის ღირებულებაც კოვიდპანდემიისას […]