უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მან ნატოს გენერალურ მდივანთან ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და ზამთრისთვის უკრაინისთვის აუცილებელი საჭიროებები განიხილა. „თავდაცვის სამინისტრო ნატოსთან შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველსაყოფად მუშაობს. უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია. ჩვენმა […]

პრეზიდენტი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს – „თქვენი ხმა ევროპას“ – ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, სხვა პერსპექტივა არ გვაქვს და ამის ახსნა ალბათ ყველაზე ნაკლებად თქვენთან მჭირდება

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამედიცინო სფერო არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კარგად აცნობიერებს თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ევროპული სტანდარტები სჭირდება. „თქვენი ხმა ევროპას“ – ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ […]

ოთარ ფარცხალაძე თბილისში | სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის ზუსტი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია – ახალი დეტალები

სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე 5 საათზე მეტია საქართველოშია და მისი კვალი დაკარგულია. ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ეფესბეს აგენტად გამოაცხადა, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შენიშნეს. ამ დროს დედაქალაქში ორი ბორტი დაეშვა – აზიმუტი – მოსკოვიდან და ფლაი დუბაი, დუბაიდან. რომელ რეისს ჩამოყვა სანქცირებული პროკურორი, უცნობია – ისევე როგორც მისი ადგილმდებარეობა ამ მომენტისთვის. აეროპორტიდან ფარცხალაძე დაცვამ […]

ომი, ბეთლემი და ქრისტეშობის მოლოდინი

ბეთლემი – ქალაქი, რომელიც სამი უძველესი რელიგიის მიმდევრებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და საშობაოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ბევრისთვის სანატრელი ქალაქია. თუმცა წელს, ყველა ტრადიციული საზეიმო ღონისძიება ომის გამო გადადებულია.

უკრაინა-პოლონეთის ახლადგახსნილი საზღვარი პირველმა პოლონურმა სატვირთოებმა გადაკვეთა

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ორშაბათს, პირველმა 30-მა ცარიელმა სატვირთო ავტომობილმა უკრაინა-პოლონეთის ახლადგახსნილი საზღვრის უჰრინივ-დოლჰობიჩუვის პუნქტი გადაკვეთა. კიევი იმედოვნებს, რომ ეს ბოლო კვირების განმავლობაში შექმნილ კრიზისს შეამსუბუქებს. პოლონელმა სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინელ კოლეგებთან არათანაბარი კონკურენციის პირობებში უწევთ მუშაობა, პროტესტი 6 ნოემბერს დაიწყეს. ოთხი სასაზღვრო გადასასვლელი, ამ დრომდე, ბლოკირებული რჩება. პოლონელი გადამზიდავების მთავარი მოთხოვნაა […]

დიდთოვლობის და უამინდობის გამო ევროპის ქალაქები პარალიზებულია – ჯამში 850 ფრენაა გაუქმებული

გაუქმებული ფრენები და შეფერხებული საგზაო მოძრაობა – დიდთოვლობის და ძლიერი ყინვის გამო ევროპის ქალაქები თითქმის პარალიზებულია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მიუნხენში, სადაც გაჩერებულია შორ მანძილზე მოძრავი მატარებლები. სპეციალური განრიგით მუშაობს ტრამვაი და მეტრო. გაუქმდა ასობით ავიარეისი. თოვლის სიმაღლემ უკვე 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. ბავარიაში ზოგიერთ ადგილზე -10 გრადუსი ყინვაა. უამინდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დიდთოვლობის შედეგად ათასობით მოქალაქე […]

24 საათში განადგურებული 200 ობიექტი – სახლებში, რელიგიურ დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში, “ჰამასის” გვირაბებთან დამაკავშირებელი ათობით შახტაა აღმოჩენილი

200 განადგურებული ობიექტი 24 საათში. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში “ჰამასის” ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. საცხოვრებელ სახლებში, რელიგიურ დაწესებულებებსა და საავადმყოფოების შენობებში, ტერორისტული ორგანიზაციის გვირაბების სისტემასთან დამაკავშირებელი ათობით შახტაა აღმოჩენილი. ყველა მათგანი განადგურებულია. “ცახალის” სახმელეთო ოპერაცია გაფართოვდა და ღაზას სექტორის სრული ტერიტორია მოიცვა. ამის შესახებ ცნობებს ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ასევე, უწყების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაციის რამდენიმე მეთაური. […]

ყირგიზეთში ენერგეტიკული სასმელები იკრძალება

ყირგიზეთის პარლამენტში ენერგეტიკული სასმელების აკრძალვის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. აკრძალვის ინიციატორი დეპუტატი ულან ბაკასოვია. მისი აზრით კანონი “მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და ენერგეტიკული სასმელებით გამოწვეული ზიანის შემცირებას ემსახურება”. “ერთ ენერგეტიკულ სასმელში 3 ჭიქა ყავა და 13 კოვზი შაქარია”. – ამბობს ბაკასოვი. კანონპროექტს მოსმენამდე მხარი დაუჭირა სოციალური პოლიტიკის კომიტეტმაც. “სამედიცინო შემთხვევებით დადასტურებულია, რომ ენერგეტიკული სასმელები იწვევს […]

შანტაჟის მსხვერპლი მოზარდები – “კურიერი P.S.-ის” რეპორტაჟის შემდეგ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, გამოძიება კიდევ რამდენიმე მოზარდის საქმეს შეისწავლის

არასწრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებაზე დაწყებული გამოძიება, დიდი ალბათობით გამოძიება გავიდა დანაშაულებრივი ჯგუფის კვალზე, რომელიც არასრულწლოვან გოგონებს შიშველი ფოტოების გადაღებას აიძულებს და აშანტაჟებს. “რუსთავი 2-ზე” გუშინ გასული რეპორტაჟის შემდეგ, “კურიერში” უკვე სხვა მსხვერპლი მოზარდები რეკავენ. ხელწერა იგივეა – სკოლის მოსაწვლეებს სოციალური ქსელებით უკავშირდებიან და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან. ინტიმური კადრები საჯარო სივრცეში […]

იურიდიულ პირებს პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსება ეკრძალებათ – რა არგუმენტით არ უჭერს მხარს ოპოზიცია პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას

ეუთოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას, მმართველი გუნდი ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. საუბარია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც იურიდიულ პირებს პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსება ეკრძალებათ. მცირდება კვალიფიციური სუბიექტების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ათვისების ზედა ზღვარიც. უმრავლესობის წევრებს ევრორეკომენდაციის შესრულების პროცესში ოპონენტების მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ამბობენ, რომ ახალი კანონი ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტიც […]