ოკუპანტების ეკონომიკური ექსპანსია გრძელდება | პროცედურები, რომლის გავლაც რუსებს საქართველოში ბინის შესაძენად უწევთ – “მთავარის” ექსპერიმენტი

ოკუპანტების ეკონომიკური ექსპანსია გრძელდება – რუსი მიგრანტები საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვას განაგრძობენ. მასშტაბები უკვე იმდენად გაიზარდა, რომ წლევანდელი გარიგებების რაოდენობამ რამდენიმე თვეში შარშანდელ მასშტაბებს გადააჭარბა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქმე გვაქვს კრემლის გამიზნულ პოლიტიკასთან და როგორც ყველა სხვა შემთხვევაში მოსკოვმა შესაძლოა ეს ბერკეტი პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენოს. ხელისუფლების ოპონენტები ურჩევენ “ქართულ ოცნებას” მიიღოს საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც არ […]
2 კვირაზე ნაკლები ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე | “ოცნება” სამოქმედო გეგმას ასაიდუმლოებს

ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება, თუმცა კვლავ გაურკვევველია, როგორ აპირებს “ოცნების” ხელისუფლება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებას. მთავრობა ირწმუნება, რომ ევროკომისიის ყველა დათქმა შესრულდება. თუმცა რატომ ასაიდუმლოებს ივანიშვილის გუნდი სამუშაოების გეგმას, გაუგებარია. ის ქვეყნის შიგნით არც ოპოზიციას და არც სამოქალაქო საზოგადოებას უნახავს. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებენ, რომ ახლა გარდამტეხი დროა, […]
,,ევროკავშირი ვერ იქნება სრული საქართველოს გარეშე, ისევე როგორც საქართველო ვერ იქნება სრული ევროკავშირის გარეშე, ”- შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირი ვერ იქნება სრული საქართველოს გარეშე, ისევე როგორც საქართველო ვერ იქნება სრული ევროკავშირის გარეშე, ეს არის ერთი ისტორიულ-კულტურული სივრცე, რომლის ნაწილიც ვართ. დარწმუნებული ვარ, კულტურული დიპლომატია შეიტანს გადამწყვეტ როლს ამ სივრცის საბოლოო აღდგენაში, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე. მანვე ისაუბრა ევროპის როლზე და აღნიშნა, რომ ევროპის […]
ლიეტუვა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის ფონდის მეშვეობით, უკრაინას €1 მილიონს გამოუყოფს

ლიეტუვის ფინანსთა მინისტრმა გინტარე სკაისტემ და ევროპის განვითარების ბანკის (BRРЄ) ხელმძღვანელმა კარლო მონტიჩელმა ორშაბათს ვილნიუსში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ლიეტუვა 1 მილიონ ევროს გაუგზავნის უკრაინის სოლიდარობის ფონდს. BSEU-ს უკრაინის სოლიდარობის ფონდის მიზანია იძულებითი მიგრანტების მხარდაჭერა და უკრაინის აღდგენის ხელშეწყობა. ამ ფონდის თანხები მიმართული იქნება ომის შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა სოციალური საჭიროების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა, იძულებითი მიგრანტების […]
კარგი იქნება, არამხოლოდ მარეგულირებელი ჰესები, არამედ ელ.ენერგიის დამაგროვებლებიც გვქონდეს – მაია მელიქიძე

ენერგეტიკის სექტორი ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინიციატივით მიმართავს. ბიზნესი CFD სქემის ფარგლებში ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების პროექტების გათვალისწინებას ითხოვს. ინიციატორი საქართველოს მზის ენერგიის ასოციაცია და განახლებადი ენერგიის ასოციაცია GREDA-ა. „22 ნოემბერს შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამინისტრო, GREDA-ს წევრები. ერთ-ერთი თემა და არა ერთადერთი თემა, რაც დააინიცირა კერძო სექტორმა და ახალი ინიციატივა შეიტანა CFD […]
გიორგი კირთაძე – ლევან ხაბეიშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიძლება სასტარტო ათეულშიც ვერ შედიოდეს – შესაძლებელია, ნიკა მელიასთან ერთად ვიყო ახალ პოლიტიკურ პარტიაში

ჩვენს გზას უნდა ვეწიოთ, ქართველ ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ყველა, ვინც პოლიტიკურ სპექტრშია, ერთი და იგივე არაა – შესაძლებელია, ნიკა მელიასთან ერთად ვიყო ახალ პოლიტიკურ პარტიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა გიორგი კირთაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. კირთაძე განმარტავს, რატომ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილმა წევრებმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება. მისი თქმით, […]
თაკო ჩარკვიანი – ნიკა მელიას უკან ყოველთვის იყო გიგა ბოკერია – ეს ბიჭი, ლევან ხაბეიშვილი რა ტალახსაც იტანს, გაოცებული ვუყურებ მის მოთმინებას

ნიკა მელიას უკან ყოველთვის იყო გიგა ბოკერია, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. თაკო ჩარკვიანის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გრიგოლ ვაშაძეს ისე ლანძღავდნენ მელიას მომხრეები, რომ „ოცნების“ მომხრეებსაც გადაასწრეს. „მელიას უკან 2016 წელსაც იდგა გიგა ბოკერია. კაცმა გამარჯვება მოუტანა „ძალა ერთობაშიას“, მელიას მომხრეები ტროლ-ბოტებს ასწრებდნენ […]
ვლადიმერ პუტინის მრჩეველი – მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეებში, იური უშაკოვი ავრცელებს. „ეს იქნება სამუშაო ვიზიტი, მოლაპარაკებები, უპირველეს ყოვლისა, საუდის არაბეთის პრინცთან. ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავემგზავრებით, იქაც სამუშაო ვიზიტი იქნება. იმედი მაქვს ძალიან სასარგებლო მოლაპარაკებები შედგება, რაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, – განაცხადა უშაკოვმა. […]
არჩილ თალაკვაძე მედიას – თქვენი კითხვა იყო, რომ ფარცხალაძე დაინახეთ აეროპორტში, ანუ შემოვიდა საზღვრით, შესაბამისად, გეუბნებით რომ საზღვარზეც, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით ყველა შესაბამისი სტრუქტურა არის კანონმდებლობის სადარაჯოზე

თუ ფარცხალაძე საზღვრის გავლით საქართველოში დაბრუნდა, გარწმუნებთ, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც საქართველოში ვიზიტორების შემოსვლას აკონტროლებს, სრულ მზად ყოფნაშია და მათი კომპეტენციის ფარგლებში ეს საკითხიც იქნება სათანადო კანონის კონტროლის ქვეშ. ამიტომ ამაში, არაფერია სკანდალური და ამისგან ახალი სენსაცია არ გამოვა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, თუ რატომ ჩამოვიდა […]
Spiegel – გერმანია მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო კონტროლს 15 დეკემბრამდე გააგრძელებს

გერმანია მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო კონტროლს 15 დეკემბრამდე გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს. Spiegel-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან საზღვარზე კონტროლი ძალაში შევიდა, პოლონეთიდან გერმანიაში არალეგალურად შესვლის 3,300 შემთხვევა დაფიქსირდა და 1,100-ზე მეტის აღკვეთა მოხერხდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სასაზღვრო კონტროლი სამინისტროს არალეგალური მიგრაციის მრავალი შემთხვევის იდენტიფიცირებაში დაეხმარა და […]