„ანტი-ერდოანის“ კამპანიით რუსეთის სპეცსამსახურები თურქეთსა და შვედეთს შორის კონფლიქტის გაღვივებას ცდილობდნენ

რუსეთის სპეცსამსახურები გეგმავდნენ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავდა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესში ჩარევას, კერძოდ, ამ ქვეყნებსა და თურქეთს შორის წინააღმდეგობების გაღვივების გზით. ამის შესახებ ორშაბათს ფინურმა სამაუწყებლო კომპანია Yle-მ ჟურნალისტების მიერ მიღებული დოკუმენტებზე დაყრდნობით განაცხადა. საკუთარი წყაროების გარდა, Yle ასევე ცენტრ „დოსიეს“ იშველიებს. Yle-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში შვედეთსა და ფინეთში კამპანიის გეგმებზეა საუბარი. „დოსიეს“ […]
„პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პარტნიორებმა ახალი რაკეტები და საზენიტო სისტემები გადმოგვცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „ჩვენს პარტნიორებთან დადებული მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეთანხმებების შესრულება გრძელდება. ჩვენ არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და ასევე ახალი, თანამედროვე საზენიტო სისტემები მივიღეთ. ჩვენი მეგობრების მადლობელი ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას ზრდის. „თავდაცვის შიდა […]
რუსეთიდან ფქვილის ექსპორტიორებში საქართველო მეორე ადგილზეა

2023 წელს, იანვარ-ოქტომბერში, რუსეთიდან ფქვილის ექსპორტიორებს შორის, საქართველო მეორე ადგილზეა. „ინტერფაქსის“ ცნობით, 2023 წლის 10 თვის განმავლობაში რუსეთმა 990 ათასი ტონა ხორბლის და ხორბალი-ჭვავის ფქვილი გაიტანა, რაც წინა, მთელი წლის ექსპორტის მოცულობასაც აჭარბებს. აქედან, ყველაზე მეტი, 150 ათას ტონაზე მეტი ერაყში, ხოლო, 120 ათას ტონაზე მეტი საქართველოში გაიგზავნა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოფიციალურად წელს […]
“არაფერი სკანდალური ამაში არ არის” | თალაკვაძე ფარცხალაძის საქართველოში ჩამოსვლაზე

“არაფერი სკანდალური ამაში არ არის”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე ყოფილი მთავარი პროკურორის, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ჩამოსვლას. მისივე თქმით, ეს საკითხი კანონიერი კონტროლის ქვეში იქნება. “ეს საკითხიც იქნება სათანადო კანონიერი კონტროლის ქვეშ, ასე რომ, არაფერი სკანდალური ამაში არ არის და რაღაც ახალი სენსაცია აქედან უბრალოდ არ გამოვა. ის, რასაც ადრე ამბობდით […]
“ის ევროკავშირში არ არის სანქცირებული… თუკი იმყოფება საქართველოში, იმყოფება როგორც რუსეთის მოქალაქე” | პაპუაშვილი ფარცხალაძეზე

“ევროკავშირში არ არის სანქცირებული… თუკი ის იმყოფება საქართველოში, იმყოფება როგორც რუსეთის მოქალაქე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობს და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქართველოში შემოსვლას ეხმაურება. დედამიწაზე არის ორი ქვეყანა, სადაც სანქცირებული არის ბატონი ფარცხალაძე. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის საქართველო. როგორც იცით, ის ევროკავშირში არ არის სანქცირებული […]
სომხეთი: აზერბაიჯანმა ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია ერთი სამხედრო

4 დეკემბერს, 14:35 საათზე აზერბაიჯანმა სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა სომხეთის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. შემთხვევა ბარძრუნის რაიონში მოხდა, დაღუპულია სომხეთის არმიის მსახური გერასიმ არაკელიანი. ინფორმაციას მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მომხდარზე სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ორბანი მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს საბჭო უკრაინის საკითხზე – ახალი წერილი

14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი “უსაფუძვლოა – პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით”. “ევროკავშირის საბჭოს მიუწოდებენ, მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, მასზე ყოველგვარი დისკუსიის შესაძლებლობის გარეშე. აშკარაა, რომ ერთობა ვერ შედგება კომისიის დასკვნაზე, რადგან ის ეწინააღმდეგება […]
უკრაინის თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. როგორც უმეროვის Twitter-ზე წერს, შეხვედრაზე განიხილეს ფრონტზე არსებული მდგომარეობა და ზამთრის პერიოდში უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები. “უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გარდაუვალია. ჩვენმა ქვეყანამ ეს გზა დიდი ხნის წინ აირჩია და ახლა ჩვენ ვმუშაობთ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რათა მივუახლოვდეთ ნატოს წევრობას”, – წერს უმეროვი. Had […]
სებ-მა 5 საათში ოქროს 40-მდე ზოდი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვა დაიწყო. როგორც სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლალიაშვილმა BMG-სთან განაცხადა, 5 საათის განმავლობაში 40-მდე ოქროს ზოდი გაიყიდა. “საწყის ეტაპზე შემდეგი ოდენობით ორი საინვესტიციო პროდუქტი გვაქვს: 100-100 20-გრამიანი სერტიფიკატი და ზოდები და ასევე 10-10 ცალი 1-კილოგრამიანი ზოდები და სერტიფიკატები. დამატებით შესყიდული გვაქვს გარკვეული რაოდენობა და იმის მიხედვით, […]
შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი ვერ იქნება სრული საქართველოს გარეშე, ისევე როგორც საქართველო ვერ იქნება სრული ევროკავშირის გარეშე, ეს არის ერთი ისტორიულ -კულტურული სივრცე, რომლის ნაწილიც ვართ

ევროკავშირი ვერ იქნება სრული საქართველოს გარეშე, ისევე როგორც საქართველო ვერ იქნება სრული ევროკავშირის გარეშე, ეს არის ერთი ისტორიულ-კულტურული სივრცე, რომლის ნაწილიც ვართ. დარწმუნებული ვარ, კულტურული დიპლომატია შეიტანს გადამწყვეტ როლს ამ სივრცის საბოლოო აღდგენაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადა. პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ევროპის როლზე და […]