გერმანია პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან სასაზღვრო კონტროლს 15 დეკემბრამდე გაახანგრძლივებს

გერმანია პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან სასაზღვრო კონტროლს 15 დეკემბრამდე გაახანგრძლივებს. როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სასაზღვრო კონტროლი სამინისტროს არალეგალური მიგრაციის მრავალი შემთხვევის იდენტიფიცირებაში დაეხმარა და აღნიშნული ღონისძიების გაგრძელების რეალური მიზეზები არსებობს. ცნობისთვის, რომ გერმანიამ მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრებზე კონტროლი 16 ოქტომბერს დააწესა.
ინდოეთში საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა | არიან დაღუპულები

ინდოეთში, ქალაქ ტოოპრანში, მედაკის რაიონში საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი Pilatus pc-7 mark II ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი. ოფიციალური პირების ინფორმაციით, კატასტროფა ორშაბათს, დილის 8:55 საათზე, დინდიგულის რაიონთან მდებარე საჰაერო ძალების აკადემიაში ვარჯიშის დროს მოხდა. პილოტებს შორის ინსტრუქტორი და ერთი იუნკერი იყო. არსებული ინფორმაციით, ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
5 დეკემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]
ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ჯავშანტექნიკის გაგზავნას ვეტო დაადო

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინაში 100 ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნის გეგმას და შეთავაზება პარლამენტს ხელახლა განსახილველად გადაუგზავნა. პარლამენტმა უკრაინისთვის ამ სამხედრო ტექნიკის გადაცემის ინიციატივას მხარი გასულ თვეს დაუჭირა. ვეტოს დადების მიზეზის ახსნისას, პრეზიდენტის ოფისში განმარტეს, რომ კანონმდებლებმა უნდა შეაფასონ, დაჭირდება თუ არა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ბულგარეთს სწორედ ამ ჯავშანტექნიკის გამოყენება. ბოლოს ეს ჯავშანტრანსპორტიორები ბულგარეთმა 1980-იან […]
ირანი აცხადებს, რომ სირიაში მისი სამხედროების მკვლელობას უპასუხოდ არ დატოვებს

ირანი უპასუხებს სირიაში მისი ინტერესების წინააღმდეგ თავდასხმებს, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა 4 დეკემბერს, როდესაც ჰკითხეს ისრაელის მიერ გასულ კვირაში ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის ორი წევრის მკვლელობაზე სირიაში. „არანაირი ქმედება ირანის ინტერესებისა და ჩვენი მცველების წინააღმდეგ სირიაში უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ქანაანმა. ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, 2 დეკემბერს რევოლუციის მცველთა კორპუსის ორი […]
უკრაინამ ფრონტზე თაგვებთან, ვირთხებთან და გველებთან საბრძოლველად კატები გაგზავნა

უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე თაგვებთან, ვირთხებთან და გველებთან საბრძოლველად კატებს გზავნის. ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს. ფრონტის ხაზზე გადაღებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ მღრღნელებისა და ქვეწარმავლების შემოსევა როგორც უკრაინელ, ისე რუს სამხედროებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. თაგვები და ვირთხები სამხედროებს ძილს არ აცლიან, ასევე ჭამენ პროვიზიას, აზიანებენ იარაღს. “როდესაც იღვიძებ, ყოველთვის იჭერ 2 ან სამ თაგვს, რომლებიც საძილე […]
საქართველოდან გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა

საქართველოდან უცხოეთში, გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა, – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. როგორც გამოცემას სტუდია “ვარსკვლავების” ხელმძღვანელმა, თეა წიკლაურმა უთხრა, ფრენა გაუქმდა და ისინი ამ წუთებში აეროპორტში იმყოფებიან, საიდანაც ნეაპოლში გამგზავრებას აპირებდნენ. “ჯავშნები ისე შეიცვალა, ფაქტობრივად ჩვენი გასტროლი უშედეგო იქნება. მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ შევძლებთ. 6 საათი ვიდექით სერვისცენტრის რიგში, […]
კახა ქემოკლიძე – გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ეს 20-25 ოჯახი ვერ მდიდრდებოდა, მერე აიწყვიტეს – გახარიას როცა მართვის ინსტრუმენტები ხელთ ჰქონდა, ეს ადამიანები ვერ იგებდნენ ტენდერებს, ვერ აწყობდნენ წინმსწრებად ბიზნეს გარიგებებს

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიერ ნახსენებ 20-25 ოჯახში იგულისხმებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ღიად არ უჭერენ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც არიან და „ერთი ჯიბიდან მათაც აფინანსებენ“. ამის შესახებ ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ […]
აშშ ისრაელს სთხოვს, რომ ღაზაში უფრო მეტი საწვავის შეტანა დაუშვას

აშშ ისრაელს სთხოვს, რომ ღაზაში უფრო მეტი საწვავის შეტანა დაუშვას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვსურს ღაზაში საწვავის შეტანის არა მხოლოდ ის დონე ვნახოთ, რაც ჰუმანიტარული პაუზის დროს შედიოდა, არამედ რეალურად უფრო მაღალი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა. შეგახსენებთ, რომ ჰუმანიტარული ზავის პირობებში ღაზაში საწვავის შეტანა დაშვებული იყო.
“კვარამ” დაცვაში არ უნდა ირბინოს – დე ლაურენტისის პროექტი ჩავარდა” – ნეაპოლში ვნებათაღელვაა, ფედელე კი სიმართლეს ამბობს

“ნაპოლის” “ინტერთან” საშინაო მატჩში მარცხმა (0:3) დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელის ვალტერ მაცარის ნაცვლად პრესკონფერენციაზე კლუბის სპორტული დირექტორი მაურო მელუზო მივიდა, რომელსაც პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უთხრა, რომ დავიდე მასას მიკერძოებული მსაჯობის გამო წააგეს. Tuttonapoli წერს, რომ ეს თაღლითობა თაღლითობის ყველა საზღვრებს სცილდება, იგივეა, სახლი რომ გაგიქურდონ, ვიდეოზე ქურდები ჩანან, ისინი კი ამბობენ, საქმეში […]