რა მიმართულებებს ამატებს Georgian Airways-ი?

„ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპაში კვირაში 60-მდე რეისს ამატებს – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კომპანიაში აცხადებენ, რომ დუბაისა და ჩინეთში სამი მიმართულებით ფრენებს დაიწყებს. „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორატი, მათ შორის, თამაზ გაიაშვილი მოხარულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭება, რაც დღე-დღეზე გადაწყდება. ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება მიიღო – მაქსიმალურად გაზარდოს […]
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ვიზიტით კატარში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს. ერდოღანს ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში კატარის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ხალიდ ბინ მუჰამედ ალ ატიაჰი, დოჰაში თურქეთის ელჩი მეჰმედ მუსტაფა გოქსუ და სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი და კატარის ამირა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული […]
“საქართველოს მარნების ხმა ევროკავშირს” — მეღვინეები EU-ს ელჩს მიმართავენ

საქართველოს მარნების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართავენ. ისინი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ევროგაერთიანებას სთხოვენ, საკითხი დადებითად გადაწყვიტოს. მეღვინეთა თქმით, ათწლეულების მანძილზე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა “სავალალოდ იყო დამოკიდებული რუსეთის დიდ, არასტაბილურ და დაბალი სამომხმარებლო კულტურის ბაზარზე”. “ამ კონიუნქტურის გავლენით ქართული ღვინო ყალიბდებოდა დაბალი ხარისხის, იაფფასიან პროდუქტად, რაც, ცხადია, ყოველგვარ პერსპექტივას უზღუდავდა მას, […]
პერუში, მაღაროზე თავდასხმის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 15

პერუში, მაღაროზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 15 პირი, 4 კი მძევლადაა აყვანილი, – ინფორმაციას Reuters ქვეყნის ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შეირაღებულმა პირებმა მაღაროში შესვლისას ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოიყენეს, თავს დაესხნენ კომპანიის შიდა დაცვის თანამშრომლებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი – ჩვენი მიზანი „ჰამასის“ განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა

ჩვენი მიზანი „ჰამასის“ განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს. „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ ბრძოლა, გავანადგუროთ „ჰამასი“ და ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ“, – განაცხადა ჰაგარიმ. ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედროებმა ბოლო 24 საათში 400-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. „ჩვენ მათი დევნა ჩრდილოეთ ღაზაში ვაწარმოეთ. ახლა მათ სამხრეთ ღაზაში […]
რუსეთმა აქტიური შეტევა დაიწყო და გაჩერებას არ აპირებს – უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადის მეთაურის მოადგილის მაქსიმ ჟორინის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ოკუპანტები უფრო აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ და ძალები კიდევ უფრო მობილიზებული გახადეს. „რუსები ახლა უფრო აქტიურ შეტევაზე გადავიდნენ, განსაკუთრებით აღმოსავლეთში. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალების აღდგენას და მობილიზებას ცდილობდნენ“, – აცხადებს ჟორინი.
იტალია და საფრანგეთი მთვარეზე საცხოვრებელ მოდულს ააშენებენ

ფრანგულმა და იტალიურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ერთობლივად საცხოვრებელი მოდულის შემუშავება დაიწყეს, რომელიც ასტრონავტებს მთვარეზე ცხოვრების საშუალებას მისცემს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. მოდული არა მხოლოდ მოკლე ექსპედიციების მონაწილეებს დასჭირდებათ, არამედ მას მთვარეზე ადამიანის გრძელვადიანი ყოფნის პროგრამაშიც გამოიყენებენ. მოდული კოსმოსურ ხომალდსა და გრძელვადიან სახლს შორის ერთგვარი „შუალედური გაჩერება“ იქნება. ჯერ მხოლოდ მისი საწყისი კონცეფციაა შექმნილი. კერძოდ, ეს არის ლითონის […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 5 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 5 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის […]
ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი და დაჭრა თბილისის ცენტრში | ზაარბრიუკენის მოედანზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები

ზაარბრიუკენის მოედანი მორიგი სისიხლიანი დაპირიპირების ადგილად იქცა. ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ტერიტორიაზე თემურ ანჯაფარიძე გამვლელების თვალწინ დაჭრეს. თუმცა სისხლიანი გარჩევა ამით არ დასრულებულა, ბრალდბულმა, ასევე ჭრილობა მიაყენა შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ პატრულის თანამშრომელს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულსა და თავდამსხმელს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მალევე გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ნოდარ ვაშაკიძე უკვე დაკავებულია
სქემა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დასახმარებლად | სკანდალური ინტერვიუ სანაპირო დაცვის ყოფილ მაღალჩინოსანთან

სქემა გაშიფრულია. სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი “მთავართან” რუსული სანქცირებული ტვირთის ქვეყნიდან გატანის დეტალებზე საუბრობს. ქართული მხარის ხელშეწყობით და საერთაშორისო სისტემების გვერდის ავლით რუსეთში მყოფი გემები ბათუმის პორტში ფიქსირდებობდნენ, რაც ავტომატურად გზას უხსნიდა ხომალდებს, რომ უპრობლემოდ გადაეზიდათ სანქცირებული პროდუქტი იქ, სადაც ოკუპანტი სახელმწიფოსთვის საზღვრები ჩაკეტილია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს უკიდურესად სახიფათო სქემაა და დიდი დარტყმის ქვეშ […]