აშშ-მ, კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო, ბოლივიის ყოფილ ელჩს ბრალი წარუდგინა

4 დეკემბერს, კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლივიის ყოფილ ელჩს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. აშშ-ს თქმით, ვიქტორ მანუელ როჩა ჯაშუში 40 წელზე მეტხანს იყო ჯაშუში. იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ეს არის აშშ-ს მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი და ხანგრძლივი ჯაშუშობის ფაქტი. „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიქტორ მანუელ როჩა […]
,,მოსკოვი მზადაა, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან, ეფექტური სისტემის ფორმირებისთვის ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად”- ვლადიმერ პუტინი

,,მოსკოვი მზადაა, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან, ეფექტური სისტემის ფორმირებისთვის ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად”- ვლადიმერ პუტინი მოსკოვი მზადაა, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან, რათა მოძებნოს გადაწყვეტილებები ეფექტური სისტემის ფორმირებისთვის ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „რუსეთი გამოვიდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციადან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ დეკლარაციაში დადგენილ პრინციპებზე. პირიქით, ჩვენ […]
,,მაკდონალდსში იყიდება რუსეთში წარმოებული სოუსები”

ჟურნალისტი თამთა როგავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,მაკდონალდსში იყიდება რუსეთში წარმოებული სოუსები 🙂 ალბათ, გახსოვთ ჭყონიების ოჯახი, რომლებმაც რუსეთთან ” ბრძოლით” დაგვამახსოვრეს თავი. განა რამე, უბრალოდ, სხვას უკითხავენ მორალს, ადანაშულებენ. და, როგორც ჩანს, ფულს სუნი არ აქვს ჩვენს ზემოთ მდგომი ადამიანებისათვის. :)”
ევგენი პრიგოჟინის ვაჟი მამის ორ კომპანიას გააკონტროლებს

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის, შვილმა პაველმა, მოიპოვა კონტროლი ორ კომპანიაზე, რომლებიც ადრე მამას ეკუთვნოდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ტელეგრამის არხი Daily Storm-სა და „სპარკ-ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იუწყება. საუბარია კომპანიებზე „კონკორდ მენეჯმენტ ენდ კონსალთინგსა“ და „კონკორდ კეიტერინგზე“, რომლებიც დაკავებულნი არიან, კერძოდ, საკვების მიწოდებით და მილიარდობით მანეთის მოგება მიიღეს მთავრობის შეკვეთების წყალობით. გაზეთი […]
“ჩვენი მიზანი “ჰამასის” განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა” | ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ მათი მიზანი “ჰამასის” განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა. “ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ ბრძოლა, გავანადგუროთ „ჰამასი“ და ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ… ჩვენ მათი დევნა ჩრდილოეთ ღაზაში ვაწარმოეთ. ახლა მათ სამხრეთ ღაზაში ვდევნით. “ჰამასის” ტერორისტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მაქსიმალური ძალით ვიმოქმედებთ, ხოლო ვიზრუნებთ იმაზე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანი მინიმუმამდე […]
მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეებში, იური უშაკოვი ავრცელებს. „ეს იქნება სამუშაო ვიზიტი, მოლაპარაკებები, უპირველეს ყოვლისა, საუდის არაბეთის პრინცთან. ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავემგზავრებით, იქაც სამუშაო ვიზიტი იქნება. იმედი მაქვს ძალიან სასარგებლო მოლაპარაკებები შედგება, რაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, – განაცხადა უშაკოვმა. […]
Alaska Air-ი Hawaiian Airlines-ს ყიდულობს

Alaska Air Group-მა რომ Hawaiian Holdings-ის შეძენის შესახებ განაცხადა. კომპანიებმა საბოლოო შეთანხმება უკვე გააფორმეს. Alaska Airlines-ი Hawaiian Airlines-ს დაახლოებით 1,9 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს, რაც თითო აქციაზე18 დოლარს უტოლდება. ტრანზაქციის ფასში შედის Hawaiian Airlines-ის 0,9 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა დავალიანება. პრესრელიზში ნათქვამია, რომ Alaska Airlines-ისა და Hawaiian Airlines-ის ბრენდები შენარჩუნდება, მაგრამ იქნება „ინტეგრირებული ერთ საოპერაციო […]
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს — “საფარის” იურისტი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” იურისტის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მანამდე, “საფარის” დახმარებით, ქალმა პოლიციას მიმართა. “საფარის” იურისტი სალომე სალდაძე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ ქალი “მრავალი წელი იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი”. მისი მშობლები სამეგრელოში ცხოვრობენ, თუმცა თავად გალის რაიონში იყო დაქორწინებული. “რამდენიმე თვის წინ მსხვერპლი მოტყუებით წამოვიდა […]
უკრაინა ადასტურებს, რომ გუშინ დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ნავთობისა და საპოხი მასალების საწყობებს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ადასტურებს, რომ გუშინ, 3 დეკემბერს, დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ნავთობისა და საპოხი მასალების საწყობებს დაარტყეს. “გუშინ, 2023 წლის 3 დეკემბერს, თავდაცვის ძალებმა წარმატებული საცეცხლე შეტევა მოახდინეს დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში მდებარე ნავთობისა და საპოხი მასალების საწყობებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი კატარში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდა. ერდოღანს ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში კატარის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ხალიდ ბინ მუჰამედ ალ ატიაჰი, დოჰაში თურქეთის ელჩი მეჰმედ მუსტაფა გოქსუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი და კატარის ამირა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მეცხრე შეხვედრას […]