“თქვენი ხმა ევროპას” – ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ისინი ხელმოწერების კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ევროპული სტანდარტები სჭირდება. “თქვენი ხმა ევროპას” – ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც კარგად აცნობიერებენ, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა, ყველაზე […]

როგორი უკუღმართი თესლიც ჩააგდო ნიადაგში სააკაშვილმა, როცა ამ ავაზაკთა დაჯგუფებას ქმნიდა, დაგვიანებით, მაგრამ 20 წლისთავზე, თავისი შედეგი მაინც გამოიღო – გიორგი ცაგარეიშვილი ენმ-ში დაპირისპირებაზე

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთობის რღვევა გრძელდება – ამჯერად, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულოს წევრები უერთდებიან. 13 წევრიდან პარტია უკვე დატოვა 7-მა. „ბოლო 1 წლის განმავლობაში, საზოგადოებისგან ხშირად გვესმოდა: რას აპირებთ, თუ ერთობა არ არის, რამდენ ხანს უნდა იყოთ ერთად და ა.შ. ჩვენ ვიყავით მანამ, სანამ ვხედავდით თეორიულ შანსსაც, რომ ერთობა შენარჩუნებულიყო, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ […]

ანექსირებული ყირიმიდან ათეულობით აფეთქების შესახებ იუწყებიან

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, გასული ღამის განმავლობაში, ქალაქ ქერჩის მახლობლად სულ მცირე 30 აფეთქება მოხდა. აფეთქებები იყო ფეოდოსიასა და სიმფეროპოლშიც. ე.წ. ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდთან მდებარე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 04:25 საათისთვის ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ ტელეგრამ-არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ხიდზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა დროებით შეწყდა. რუსეთის თავდაცვის […]

ხანძარი თელავის მუნიციპალიტეტში – ლეჩურისა და ფშაველის მიმდებარედ, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს ეკიდა

ხანძარი თელავის მუნიციპალიტეტში – ცეცხლი სოფლების – ლეჩურისა და ფშაველის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარს ეკიდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შესაბამისი სამსახურები.

“საქართველოს გზა ევროპისკენ” – დისკუსია ვაშინგტონში

საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ვაშინგტონში შეხვედრები გამართეს. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს „დემოკრატიის განვითარების ეროვნული ფონდის“ დისკუსიაში, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს გზას ევროპისკენ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და ამ კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს.

ღაზის სექტორში სატელეფონო სერვისები და ინტერნეტკავშირი შეწყდა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ღაზის სექტორში სატელეფონო სერვისები და ინტერნეტკავშირი შეწყდა. ისრაელის სამხედროები სამხრეთისკენ სვლას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ აფართოებენ სახმელეთო ოპერაციებს, პალესტინის სრული ტერიტორიის დასაფარად. “ჩვენი მიზანი „ჰამასის“ განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს. ოფიციალური უწყების ცნობით, ისრაელის სამხედროებმა, ბოლო 24 საათში, 400-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. ისრაელის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დახურულ ბრიფინგზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენატორებს მიმართავს, – ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ზელენსკი სენატორებთან ისაუბრებს უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობისა და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების საჭიროების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სენატორები ხვალ კენჭს უყრიან საკანონმდებლო მექანიზმს გადაუდებელი საგარეო დახმარების უზრუნველყოფისთვის 106 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, საიდანაც უკრაინისთვის 61 მილიარდ […]

ისრაელი-ჰამასის კონფლიქტს 63 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ღაზაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შედეგად, მინიმუმ 63 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟუნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან : 56 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 4 ლიბანელი ჟურნალისტი. „ღაზაში ჟურნალისტები განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე დგანან, რადგან ისინი ცდილობენ გააშუქონ კონფლიქტი“, – ნათქვამია ჟუნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაში.

ჯეიკ სალივანი კონგრესს – უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გაუმჯობესების სასარგებლოდ

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს თეთრი სახლის მოთხოვნას უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ და აცხადებს, რომ ამ მოთხოვნის წინააღმდეგ ხმის მიცემა რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების გაწევას ნიშნავს. „მიმაჩნია, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინის გამარჯვებას. ანუ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ […]

ანტონიო გუტერეში ისრაელი-ჰამასის ომზე – მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ყოველთვის დაცული უნდა იყოს

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ღაზის სექტორში არსად არის უსაფრთხო ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ევაკუაციის განკარგულება მიიღეს. ”ადამიანებისთვის, რომლებსაც ევაკუაცია უბრძანეს, არსად არის უსაფრთხო წასასვლელი,” – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა. ანტონიო გუტერეშის თქმით, უკიდურესად შეშფოთებულია ღაზაში საომარი მოქმედებების განახლებით. მან ისრაელის თავდაცვის ძალებს მოუწოდა, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და თავიდან აიცილონ ქმედებები, რომელიც გააუარესებს კატასტროფულ […]