ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე – ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]

“ნასაფი” გასვლაზე “ალ სადს” დაუზავდა (2:2), ამ შეხვედრაში სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი B ჯგუფში 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. “ნოვბაჰორმა” გასვლაზე 2:1 დაამარცხა “მუმბაი სიტი”. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა თომა ტაბატაძემ 75-ე წუთამდე ითამაშა. უზბეკურმა კლუბმა 13 ქულა მოაგროვა და D ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. […]
ინდონეზიაში გამოღვიძებულ ვულკანზე ასვლისას 11 ადამიანი დაიღუპა

ორშაბათს ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, ვულკან მერაპის კრატერთან 11 გარდაცვლილი ალპინისტის ცხედარი იპოვეს. მე-12 დაკარგულის ძებნა გრძელდება. ამის შესახებ BBC და Euronews იუწყებიან ამოფრქვევა კვირას დაიწყო. ერთი დღით ადრე, 75 ალპინისტისგან შემდგარმა ჯგუფმა დაიწყო ვულკანზე ასვლა. მათი უმრავლესობა გაქცევა მოახერხა. ზოგიერთი მათგანი დამწვრობით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მთა მერაპის სიმაღლე დაახლოებით სამი ათასი მეტრია, მედია იუწყება, რომ კვამლისა […]
რა უპირატესობა აქვს ელექტროენერგიის დამაგროვებლებს და რა მნიშვნელობა აქვს მას სისტემისთვის? – ირაკლი ტყებუჩავას მოსაზრება

„ელექტროენერგიის დამაგროვებლების პროექტი შეგვიძლია პირდაპირ ავიღოთ როგორც დიდი რეზერვუარიანი ჰესების ანალოგი“,- ამის შესახებ „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა აცხადებს. ის იზიარებს განახლებადი ენერგიების ასოციაციის ინიციატივას, CFD სქემაში მოექცეს და წახალისდეს ენერგიის შემნახველი ტექნოლოგია, რა პრაქტიკასაც კარგად იცნობს განვითარებული ქვეყნები. „დამაგროვებლების ტექნოლოგია ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფად ვითარდება, მიმზიდველია და საინტერესოა მსოფლიოსთვის, რადგან მაღალი კაშხლის […]
გორში კაცი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, დაიღუპა

გორში ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, დაიღუპა. ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორისა ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ლირა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

ფორექსის საერთაშორისო ბაზრის მონაცემებით, თურქული ლირა ახალ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. დოლარის კურსი თურქულ ლირასთან მიმართებაში 0,79%-ით გაიზარდა და 29,12 ლირას მიაღწია. ნოემბერში თურქეთის ეროვნულმა ბანკმა მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის გამო რეფინანსირების განაკვეთის 40%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. დეკემბრის თვეში ელოდნენ, რომ თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი 70-75%-მდე გაიზრდებოდა. ინფლაცია ფასებისა და საქონლის საერთო დონის განმსაზღვრელი მაჩვენებელია. ეროვნული ბანკის ინტერვენციების […]
ტანზანიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა

ტანზანიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა, დაშავებულია 85-ზე მეტი პირი, თუმცა, ეს მონაცემები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მედია წერს, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. წვიმა ქალაქ კატეშში, დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, შაბათს დაიწყო. ტანზანიის მეტეოროლოგიური სააგენტოს გაცხადებით, წვიმები მიმდინარე თვეშიც გაგრძელდება.
თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება | ჩამონათვალი

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “თელასი” ავრცელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო […]
ინდოეთში შეიარაღებული ჯგუფების შეტაკებისას 13 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის შტატ მანიპურში შეიარაღებული ჯგუფების შეტაკებისას სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინდოეთის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ცხედრები ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობით იპოვეს. ოფიციალური პირის თქმით, დაფიქსირდა “მასიური” სროლა. “ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ დაუყოვნებლივ დავაიდენტიფიციროთ დაღუპული ცხედრები. არც ის შეგვიძლია ვთქვათ, რომელ ბოევიკთა ჯგუფებს მიეკუთვნებიან ისინი. შესაძლებელია, რომ მსხვეპლების იარაღი მათი […]
ბელგიაში H5N1-ის გამო 20 000 ფრინველი განადგურდა

ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ცნობით, ბელგიაში, ფრინველის გრიპის H5N1 გავრცელსა, რის გამოც 20 000 ფრინველი განადგურდა. არსებული ინფორმაციით, გრიპი ბოლო პერიოდში ბელგიის მეზობელი ქვეყნების ფერმებში აღმოაჩინეს – კერძოდ საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სააგენტომ განაცხადა, რომ ფრინველის გრიპის ეპიდემია ევროპაში 2021-2022 წლების ბოლოს ყველაზე მძიმე შედეგები გამოიწვია.
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება დილამდე შეეზღუდა | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება დილამდე შეეზღუდა. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. GWP წერს, რომ უმეტესობა მათგანს წყლის მიწოდება დილის 09:00 საათზე აღუდგება. გლდანის რაიონში: გლდანის 5,6,7,8 მ/რ, სოფ.ბერთუბანი, გიორგი წმინდა, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის, მებაღიშვილის ქუჩებს. თიანეთის გზატ. გლდანის საპატიმროს, ჰაიდელბერგცემენტს. საბურთალოს რაიონში: პეკინის N 4ა, 6, 8 ქუჩას […]