სამაიას ბაღი, ბარამიას, ბუკიას, ნიკოლაძის ქუჩებისა და რუხის თავშესაფარი – ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

“მწვანე ბიუჯეტის” პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. სამაიას ბაღის, ბარამიას, ბუკიას, ნიკოლაძის ქუჩებისა და რუხის თავშესაფრის გამწვანების პროცესს ზუგდიდის მერი, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად გაეცნო. პროექტი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის გარე იერსახის მოწესრიგებასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში და თავად გადაწყვიტონ, რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი თანხები.
პარიზის გარეუბანში, მცირე ზომის თვითმფრინავი კორპუსის კედელს შეეჯახა

პარიზის სამხრეთ გარეუბანში, ვილჟუიფის დასახლებაში, მცირე ზომის ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიულად დაშვების დრო საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა – BBC-ის ინფორმაციით, ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ. შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის, განცხადებით, თვითმფრინავს პრობლემები ძრავის გაუმართაობის გამო შეექმნა, ავარაიულად დაშვების დროს კი კორპუსის კედელს შეეჯახა.
უკრაინამ კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო

უკრაინამ კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კონსულტაციების პირველი რაუნდი პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო სამოქმედო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჩარლზ ფრისთან გამართა. კონსულტაციების დროს მხარეებმა ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების მიმართ ხედვები გაცვალეს და აქცენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე გააკეთეს. ჟოვკვამ […]
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას, პარლამენტი მიმდინარე კვირიდან დაიწყებს

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას, პარლამენტი მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულობების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა აეკრძალებათ. ცვლილება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა. კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ წევრები არიან. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე […]
პარიზში თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, ვილჟუიფის დასახლებაში, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიულად ეშვებოდა, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა, – ამის შესახებ BBC წერს. ბორტზე მყოფი სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს – დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა. კორპუსში ან მის მიმდებარედ არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი ვილჟუიფიდან 130 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ რუანიდან აფრინდა და გეზი ტუსიუ-ლე-ნობლიკენ […]
ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვის რესპუბლიკაში, ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და წარმატებული გამოცდილების გაზიარება იყო. ვიზიტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ვილკავიშკისის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესისა და სხვა სექტორულ მიმართულებებში გულისხმობს. სამუშაო შეხვედრები გაიმართა […]
მიიღეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება – მეღვინეების წერილი ევროკავშირის ელჩს

საქართველოს მარნების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავენ. “საქართველოს მარნების ხმა ევროკავშირს”, – ამ სათაურის წერილით, რომელსაც 178 მეღვინე აწერს ხელს, ისინი ევროკავშირს სთხოვენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. “ჩვენი თხოვნაა, მიიღოთ საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ როგორც საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართულმა ღვინომ გაიკვალა გზა თავის ბუნებრივ ეკოსისტემაში […]
BBC – ამ დროისათვის ღაზას სექტორის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია და ინტერნეტი არ მიეწოდება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის შეიარაღებული ძალების ტანკები ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან-იუნისთან იმყოფებიან. სამშვიდობო ზავის ამოწურვის შემდეგ ისრაელმა სამხედრო მოქმედებები ღაზას სამხრეთ რეგიონშიც გააგრძელა. ისრაელელი მაღალჩინოსნების განცხადებით, მათი მიზანი „ჰამასის“ განადგურებაა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ხან-იუნისის საავადმყოფოებში „ქაოტური“ სიტუაციაა და პაციენტები შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებენ. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახი, თვალივი, ზემო ხორხი, ჩარგალი, გომეწარი, გუდრუხი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, გველეთი, დარიალი, გარბანი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ჯიღაურა, […]
ნეტავ, რადიკალურმა ოპოზიციამ იცოდეს, როგორ სულერთია საქართველოს საზოგადოებისთვის, ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფებში თუ არა – გურამ მაჭარაშვილი

საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 9 დღე დარჩა. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ მზადაა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად, მხოლოდ მათი წინადადების განხილვის შემთხვევაში, ნაწილი კი რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქტიურად ჩართვას აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობაში 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის იმედი არ აქვთ და აცხადებენ, რომ ოპონენტებმა ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობას ბოიკოტი […]