ხახმატი-შატილის გზაზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ63-კმ67 (სოფ.გუდანი-სოფ.ხახმატი) მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამასთან, თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ67-კმ106 (სოფ. ხახმატი-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის კმ53-კმ67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო […]
“რად მინდა ასეთი სიცოცხლე…თვითნებურად შემოხვედითო, ცილს გვწამებენ” | ქუთაისში დევნილებს ასახლებენ

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო “თბილისის” შენობის დემონტაჟს იწყებენ და იქ მცხოვრები ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 3 ოჯახის გამოსახლებას გეგმავენ. თუმცა, დევნილები ამბობენ, რომ შენობის დატოვებას არ აპირებენ. მათი თქმით, ხელისუფლებას მათთვის ალტერნატივა არ შეუთავაზებია და წასასვლელი არსად არ აქვთ. “არაფერს არ ვაპირებ. ბენზინი რომ მქონდეს, დავდგები აგერ დავისხამ და დავიწვავ თავს. უკვე ეს გადაწყვეტილება მივიღე. რად მინდა […]
ბრაზილიის პრეზიდენტი G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს, მაგრამ არ იძლევა გარანტიას, რომ მას არ დააპატიმრებენ

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა G20-ის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევას აპირებს, მაგრამ არ იძლევა გარანტიას, რომ მას არ დააპატიმრებენ. ამის შესახებ ლუის ინასიო ლულა და სილვამ ბერლინში, გერმანია-ბრაზილიის მთავრობათაშორისი კონსულტაციების დროს განაცხადა. „დააკავებენ თუ არა როცა ჩამოვა? შეიძლება კი, შეიძლება – არა. ამას სასამართლო ხელისუფლება გადაწყვეტს. ეს არ არის ჩემს კომპეტენციაში“, […]
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2023” ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა

ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2023”, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს სალეჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა. „RAW Wine” ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. „შესანიშნავია, რომ ქვევრის ღვინო სულ უფრო […]
ამერიკის მოქალაქეები “ჰამასის” ტყვეობაში

19 წლის იტაი და 22 წლის ომერი, ებრაული წარმომავლობის ამრიკული ოჯახების შვილები არიან, რომლებმაც ისტორიული სამშობლოს დასაცავად, ისრაელის თავდაცვის ძალებში სამსახური გადაწყვიტეს. 7 ოქტომბერს კი „ჰამასმა“ ისინი 240-ზე მეტ ადამიანთან ერთად გაიტაცა. ორივე დღემდე ისლამისტური დაჯგუფების ტყვეობაში რჩება.
ქალი მძევლების გათავისუფლებაზე “ჰამასის” უარი, როგორც ზავის ჩაშლის მიზეზი – ვაშინგტონში გაუპატიურების შემთხვევებზე საუბრობენ

აშშ-ის საგარეო უწყების პრესმდივნის, მეთიუ მილერის განცხადებით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის დაგეგმილი დროებითი ზავი, სავარაუდოდ, იმის გამო ჩაიშალა, რომ “ჰამასმა” უარი თქვა ქალი მძევლების გათავისუფლებაზე, – ამის შესახებ BBC წერს. მილერის თქმით, დაჯგუფებას არ სურს, ქალებმა საჯაროდ ისაუბრონ სექსუალური ძალადობის შესახებ. მისივე განცხადებით, “აშშ-ს არ აქვს მიზეზი, რომ გაუპატიურებების შესახებ ცნობებში ეჭვი შეიტანოს”. “როგორც ჩანს, […]
შალვა პაპუაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ოფიციალური ვიზიტით, ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ნატო-ში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან.
ჟურნალისტების სასაფლაო – ისრაელ-ჰამასის ომში დაღუპული რეპორტიორების რაოდენობა რეკორდულად მაღალია

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ), რომელმაც ჟურნალისტების დაღუპვის დოკუმენტირება 1992 წელს დაიწყო, განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. “ისრაელ-ღაზის ომის პირველი თვე ახლა ყველაზე მომაკვდინებელი თვეა ჟურნალისტებისთვის”, – ვკითხულობთ კომიტეტის ვებგვერდზე. ამ ომში, ჟურნალისტებისთვის ყველაზე მძიმე იყო პირველი დღე, 7 ოქტომბერი, როდესაც ერთ დღეში 6 ჟურნალისტი დაიღუპა; მეორე ყველაზე მომაკვდინებელი დღეა 18 ნოემბერი, დღეში 5 დაღუპული ჟურნალისტით. ჯამში, 4 […]
თბილისში ოფთალმოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ორგანიზებით რიგით მე-3 სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ოფთალმოლოგებმა ისაუბრეს დარგში არსებულ გამოწვევებისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე. ღონისძიება „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ოფთალმოლოგმა, პროფესორმა ივა ბერაძემ და „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ოფთალმოლოგმა, „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ პრეზიდენტმა, პროფესორმა ოლეგ გოლოვაჩოვმა გახსნეს. მოხსენებებით წარდგნენ „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“, […]
ქუთაისში, სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს

ქუთაისში, სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს. ისინი სასტუმროს შენობის დემონტაჟს აპროტესტებენ, სადაც წლებია ცხოვრობენ. მათი თქმით, სხვა საცხოვრებელი არ აქვთ, დაპირების მიუხედავად, ბინები არ მიუღიათ, დღეს კი შენობის ახალი მფლობელი მათ იძულებით გაყვანას გეგმავს. დევნილებს გზის გადაკეტვის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს და ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს. სასტუმრო „თბილისში“ ამ დროისთვის სამი ოჯახი […]