ქუთაისში, სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს

ქუთაისში, სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებმა დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს. ისინი სასტუმროს შენობის დემონტაჟს აპროტესტებენ, სადაც წლებია ცხოვრობენ.
მათი თქმით, სხვა საცხოვრებელი არ აქვთ, დაპირების მიუხედავად, ბინები არ მიუღიათ, დღეს კი შენობის ახალი მფლობელი მათ იძულებით გაყვანას გეგმავს.
დევნილებს გზის გადაკეტვის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს და ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს.
სასტუმრო „თბილისში“ ამ დროისთვის სამი ოჯახი ცხოვრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა